რაში გვეხმარება ინდივიდუალური სასიყვარულო ჰოროსკოპის დადგენა და რას უნდა დააკვირდეთ საკუთარ მოქმედებებში
ალბათ, ყველას აინტერესებს, თუ რა ელის სამომავლოდ სასიყვარულო-რომანტიკულ თუ ინტიმურ ურთიერთობებში. ამაზე განსაკუთრებით ქალბატონები ფიქრობენ და ოცნებობენ. ასტროლოგიურად კი ნამდვილად შესაძლებელია ამის გაგება, რადგან, ამ კუთხით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თავისი დამახასიათებელი შტრიხი აქვს. ასე რომ, დააკვირდით თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და გაარკვიეთ, რით გამოირჩევით სასიყვარულო ურთიერთობაში და რა იზიდავს თქვენში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად. ეგრეთ წოდებული, ეროტიკული ჰოროსკოპი კი არა მარტო შესაბამისი პარტნიორის არჩევაში დაგეხმარებათ, არამედ, საშუალებას მოგცემთ, უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და გაერკვეთ თქვენს იდუმალ სურვილებში.
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან სიჯიუტით. მამაკაცთან ურთიერთობისას უყვართ გარკვეული ინიციატივების გამოვლენა. ვერძებს ადვილად შეუძლიათ მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა და ამის გამო არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ინტიმური კავშირის დროსაც კი არ სიამოვნებთ მამაკაცზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ამ დროს ეგოისტური მოქმედებებიც ჩაიდინონ.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან მგრძნობიარეები არიან, თუმცა, ამავდროულად, პრეტენზიულები და მომთხოვნებიც. საყვარელი მამაკაცისგან ითხოვენ ფულის ხარჯვას და ძვირფასი საჩუქრების ყიდვას. ისინი მამაკაცის იმედებს სრულად აკმაყოფილებენ. ინტიმურ ურთიერთობებში თავიანთი რჩეულების მიმართ თბილები, მოსიყვარულეები და გულღიები არიან. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მათ უყვართ ახალი შეგრძნებების ძიება და მალევე ჰბეზრდებათ ერთფეროვანი სასიყვარულო ურთიერთობები.
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სექსუალურ ურთიერთობებში გონებამახვილობითა და ჭკუით გამოირჩევიან. ერთი შეხედვით შიფრავენ მამაკაცს და ზუსტად ხვდებიან, რას ითხოვს ის მისგან. ეს თვისება კი მათ ეხმარებათ იდეალური პარტნიორის არჩევისას. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან საყვარელ ადამიანზე და მათ ენდობიან.
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები შინაგანად ვნებიანები არიან, მაგრამ, ამას არ ამჟღავნებენ და გარეგნულად ფრიგიდულები ჩანან. ბევრ მათგანს სჯერა, რომ სექსუალური სურვილების გამოვლენა სისუსტის მაჩვენებელია და ამიტომ ისინი თავშეკავებას ამჯობინებენ. უყვართ საყვარელ მამაკაცზე დამოკიდებულება, თუმცა, თუ მათში ვერ დაინახეს ის, რასაც ელიან, განშორების ინიციატორები თავად ხდებიან.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ვიზუალურად მიმზიდველები არიან, მაგრამ, ნაკლებად გამოირჩევიას ტემპერამენტით. ისინი არასდროს აძლევენ საშუალებას გრძნობას მათზე გავლენა მოახდინოს და ერთი შეხედვით უგულო ადამიანების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებენ ამის გამო. ხოლო, მათი უხეშობა ინტიმური ურთიერთობის დროს მამაკაცთან იმით აიხსნება, რომ მათ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ინტიმურ კავშირზე. ლომები ყოველ ახალ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც პოტენციურ საქმროს, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში ნამდვილად ხელისშემშლელ ფაქტორად ევლინებათ.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სილამაზით, სინაზითა და რბილი ხასიათით გამოირჩევიან. ამიტომ, ისინი პრაქტიკულად ქალურობის იდეალები არიან და მამაკაცებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ყოველთვის ენდობა მამაკაცს, მათ შორის, ინტიმურ ურთიერთობაშიც. თუმცა, ნუ ეცდებით მის გამოყენებას, რადგან ის ამას ადვილად მიხვდება და მალე დაგშორდებათ.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეტად ძლიერი პარტნიორები არიან სექსში, გამოირჩევიან მოზღვავებული ტემპერამენტით, თუმცა, რეალურად, ისინი ძალიან ნაკლებ ყურადღებასა და მნიშვნელობას ანიჭებენ ინტიმურ ცხოვრებას.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან ლამაზები და მიმზიდველები არიან, აქვთ შინაგანი მომხიბვლელობა და შარმი. ცდილობენ, ჭკვიანურად აირჩიონ სასურველი პარტნიორი და მის გვერდით თავი მშვიდად იგრძნონ. ერთი შეხედვით შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციის კონტროლი, თუმცა, ყოველგვარ კანონსა და წესს ივიწყებენ, როცა საქმე ინტიმურ ურთიერთობას ეხება – ამ დროს ისინი უკომპლექსოები და თავისუფლები არიან. ასევე, ისინი ერთგულებას იჩენენ საყვარელი მამაკაცის მიმართ და, ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ, მათ ენდოთ.
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან გამჭრიახი გონებით, მახვილგონიერებითა და ცნობისმოყვარეობით. ინტიმურ ურთიერთობებში მათი ფანტაზია უსაზღვროა. მათ შესწევთ უნარი, დატკბნენ ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობებიდანაც მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. თუმცა, მათი ნდობა არ ღირს, რადგან, მარტივად შეუძლიათ, მიატოვონ საყვარელი ადამიანი და ზურგი აქციონ მას.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ყოველთვის ცდილობენ, ჩარჩოში მოექცნენ და არ გასცდნენ მას. თუმცა, ამავდროულად, მეტად მოსიყვარულეები და სექსუალურები არიან და უყვართ ინტიმურ ურთიერთობებში ინიციატივის გამოვლენა მაგრამ, საშინლად ვერ იტანენ ღალატს და, ამის გამო, შესაძლოა შურიც კი იძიონ საყვარელ ადამიანზე.
მერწყული – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები გამოირჩევიან ხალასი იუმორით, კარგი ხასიათითა და მეგობრობით. აქედან გამომდინარე, მათთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეთ ისეთი მამაკაცი, რომელიც მათ გაუგებს და აჰყვება, ინტიმური ურთიერთობა, კი მათთვის მეორეხარისხოვანია. თუმცა, მათთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა და სენტიმენტები. ისინი ძალიან აფასებენ ასეთ თვისებებს მამაკაცებში.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მეტად განვითარებული ჭკუა-გონებით გამოირჩევიან. უყვართ ოცნება, უადვილდებათ გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის დასახვა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევენ მიზანს. ისინი საკუთარ პარტნიორს აღმერთებენ, რაც ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში უშლით ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები მისაღები თვისებებით გამოირჩევიან, მამაკაცები ხშირად აქცევენ ხოლმე მათ ზურგს. თუმცა, საზოგადოებაში, ყურადღებას იქცევენ, შინაგანი შარმის წყალობით.