კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი გახმაურებული ძარცვა განხორციელდა თავისუფლების მოედანზე მეოცე საუკუნის დასაწყისში და რის გამო ეწოდებოდა მას „შტაბის მოედანი“ მეფის რუსეთის დროს

 

თბილისის ცენტრალურ მოედანს – თავისუფლების მოედანს, დაახლოებით ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. არცთუ შორეულ წარსულში მოედანი ქალაქის გალავნის გარეთ მოქცეულ უკაცრიელი ბაღებით გარშემორტყმული ადგილი იყო. გალავნის კედელი დღევანდელი მოედნის დაახლოებით აღმოსავლეთი მხარის განაშენიანების ხაზს გასდევდა (ოდნავ სიღრმეში) და პუშკინის ქუჩაზე ეშვებოდა. იმ ადგილზე კი, სადაც დღეს ლესელიძის ქუჩა ერწყმის მოედანს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე – „კოჯრის კარი” იყო. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ფოტოქრონიკებში შემორჩენილია მოედნის უძველესი ფოტოები, რომელთა გარჩევას „თბილისელების” მკითხველისთვის თბილისის ძველი ფოტოების მკვლევართან, მხატვარ გოგა ქართველიშვილთან ერთად შევეცდებით.   

გოგა ქართველიშვილი: დღევანდელმა თავისუფლების მოედანმა უამრავი სახელი გამოიცვალა: თავდაპირველად „შტაბის მოედანს” უწოდებდნენ კავკასიის არმიის შტაბის შენობის გამო, რომელიც დღემდე არსებობს (დგას „ქორთიარდ მერიოტისა” და ყოფილ უნივერმაღ „თბილისს” შორის, – ავტორი) და მოედანზე არსებულ შენობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველია – ის აშენდა 1825 წელს და, ფაქტობრივად, ამ შენობის გამო გაკეთდა ამ ადგილზე მოედანი. მანამდე იქ მეფის ბაღები და ტყე-პარკი იყო. შემორჩენილია ფოტო, რომელზეც შტაბის წინ არსებული ტყე-პარკია დაფიქსირებული – ეს არის თბილისის ერთ-ერთი უძველესი ფოტო. 

– არსებობს ფოტო, სადაც ეს „შტაბის შენობა” გირლიანდებითაა მორთული და რუსეთის იმპერიის დროშები ფრიალებს – ეტყობა, განსაკუთრებული ზეიმი მიმდინარეობდა მოედანზე.

– არსებობს კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს ლესელიძისა და დადიანის ქუჩების კვეთა, სადაც დგას ბუტაფორიული ტრიუმფალური თაღი, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული ზეიმის დროს იდგმებოდა. ზუსტად იმავე დღეს არის გადაღებული შტაბის შენობა, რომელზეც რუსეთის იმპერიის დროშა ფრიალებს. სავარაუდოდ, ეს მიეძღვნა განსაკუთრებული სტუმრის ჩამოსვლას ან რომელიმე გამარჯვების აღნიშვნას. ასეთი დროებითი თაღები ბევრი იდგმებოდა თბილისში. შესაძლოა, ნიკოლოზ მეორის თბილისში ყოფნის დროს არის გადაღებული ეს ფოტოები. 

– როგორც ვიცი, 1800-იანი წლების დასაწყისში მოედანზე მდინარე ჩამოდიოდა.

– მოედანზე სოლოლაკის ქედიდან სეზონური მდინარე – ავანაანთხევი ჩამოდიოდა, რომელიც მოედანს ორად ყოფდა. ავანაანთხევი სათავეს იღებდა სოლოლაკის ბოლოდან (ამჟამად დავითაშვილის ქუჩა, – ავტორი) და მოედნის გავლით ჩადიოდა მტკვარში, მუხრანის ხიდის ქვეშ. ეს მდინარე, 1840-იან წლებში, როდესაც ოპერის მშენებლობა იწყებოდა,  მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, აგურის კოლექტორით გადახურეს. დღის წესრიგში იდგა საკითხი, რომ მდინარე მიწის ქვეშ მოექციათ და ამის გამო ოპერის აშენება გაიწელა. ზუსტად იმ პერიოდში მოედანს „შტაბის მოედანი” ერქვა, ხოლო, ოპერის აშენების შემდეგ (1847 წელს თამამშევმა ვორონცოვის ბრძანებით თეატრი (ოპერა) და ქარვასლა ააშენა), ცოტა ხანს მოედანს „თეატრის მოედანს” უწოდებდნენ. 

– „ერევანსკის მოედანი”  როდის დაერქვა?

– 1828 წელს რუსეთის არმიამ გენერალ პასკევიჩის მეთაურობით სპარსული გარნიზონისგან გაათავისუფლა ქალაქი ერევანი და, ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ამიერკავკასიის ჯარების სარდალს, ივან პასკევიჩს, ,,გრაფ ერევანსკის” წოდება უბოძეს. 1856 წელს, პასკევიჩის გარდაცვალების შემდეგ, შტაბის მოედანს გრაფ პასკევიჩ-ერევანსკის სახელი უწოდეს. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ამ მოედანს თბილისში შემოკლებით „ერევანსკის” უწოდებდნენ, ხოლო უფრო გვიან – „ერევნის მოედანს”.  1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, როდესაც მთავრობაში ნოე ჟორდანია მოვიდა, თბილისის მთავარ მოედანს „თავისუფლების მოედანი” უწოდეს. როდესაც მთავრობაში ბოლშევიკები მოვიდნენ მოედანს „ზაკფედერაციის” მოედანი („ამიერკავკასიის მოედანი” – ამიერკავკასიის სფსრ-ს შექმნის გამო) დაარქვეს, ხოლო 1940 წელს ლავრენტი ბერიას პატივსაცემად, მოედანს ბერიას მოედანი ეწოდა. 1953 წელს ბერია დახვრიტეს და, მას შემდეგ, 1991 წლამდე, მოედანს ლენინის მოედანი ერქვა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს ძველი სახელი დაუბრუნდა – თავისუფლების მოედანი.

– ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ გასაბჭოების შემდეგ, ქარვასლა რომ დაანგრიეს, სანამ ლენინის ძეგლს დადგამდნენ, შუა მოედანს ტრიბუნის ფორმა ჰქონდა. 

– მაშინ ჯერ კიდევ ბერიას მოედანი ერქვა თავისუფლების მოედანს. მოედნის ჩრდილოეთით მარმარილოსგან გაკეთდა ტრიბუნა, რომლის შუაში, იდეაში, ლენინის მონუმენტი უნდა დაედგათ, თუმცა, ლენინის ძეგლი ტრიბუნის დანგრევის შემდეგ დაიდგა, 1956 წელს. თავიდან მოედანს მრგვალი ფორმა არ ჰქონდა, ოთხკუთხედი იყო – ფოტოებიც არსებობს იმდროინდელი. ლენინის ძეგლმა 1991 წლამდე იარსება, შემდეგ ის ხალხის თანდასწრებით მოანგრიეს და ჩამოაგდეს. მის ადგილას მოგვიანებით შადრევანი გაკეთდა, 2006 წლიდან კი თავისუფლების მოედანზე ზურაბ წერეთლმა სვეტზე აღმართული წმიდა გიორგის ქანდაკება დადგა. 

P.S.  სწორედ თავისუფლების მოედანზე, მაშინ ჯერ კიდევ ერევანსკის მოედანზე განხორციელდა თბილისის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა, რომელსაც ისტორიაში „საუკუნის ძარცვის” სახელით იცნობენ: 1907 წლის 13 ივნისს, იოსებ ჯუღაშვილის ორგანიზებით, ბანდიტმა რევოლუციონერებმა კამოს მეთაურობით, ბომბი ესროლეს სახელმწიფო ბანკის კუთვნილ ეტლს, რომლითაც ფული გადაჰქონდათ და 2 000 000 რუსული რუბლი გაიტაცეს.  

 

 

скачать dle 11.3