კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

აბრამიძე-აბრამიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბრამი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა.

ამავე ძირისაა გვარები: აბრამია, აბრამიშვილი.

1886 წელს ივანე გაბრიელის ძე აბრამიძე თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მანაკიდან სხვაგან გადასახლებულა, რასაც მოწმობს ერთ-ერთი ისტორიული საბუთი.

სოფელ წინწყაროში მცხოვრები აბრამიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და ავრამოვად იწოდებიან.

საქართველოში 1 185 აბრამიძე ცხოვრობს: ვანში – 476, თბილისში – 261, ქუთაისში – 120. არიან სხვაგანაც.

გოგელიანი-გოგელია-ღოღელიანი

გოგელიანი და გოგელია ერთი და იგივე გვარია. გვარის ფუძეა გოგელი-გოგელია, რაც გეოგრაფიულ სახელზე მიგვითითებს. აღნიშნული გვარი, წარმომავლობის მიხედვით, სადაურობაზე მიგვანიშნებს, ანი და ია გვარის საწარმოები სუფიქსებია.

გოგელიები გურულები არიან. იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად მათი წინაპრები სვანები ყოფილან და გოგელიანების გვარს ატარებდნენ. გვარი ღოღელიანიც გოგელიადან იღებს სათავეს.

1654 წლის არქანჯელო ლამბერტის რუკის მიხედვით, დღევანდელ გალს გოგელი ეწოდებოდა. ადვილი დასაჯერებელია ვარაუდი, რომ გოგელიდან გაჩნდა გოგელიანი-გოგელია-ღოღელიანი.

გვარის წარმომადგენლები, დროთა განმავლობაში, მიგრაციული პროცესების გამო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლდნენ და გვარსაც იმ კუთხისმიერი ფორმები მისცეს.

გოგელიანები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში ცხოვრობდნენ, არიან ასევე ქუთაისში და თბილისშიც.

გოგელიები კი ძირითადად გურიაში და აჭარაში გვხვდებიან.

საქართველოში 849 გოგელია ცხოვრობს: თბილისში – 226, ლანჩხუთში – 209, ბათუმში – 109. არიან სხვაგანაც.

374 ღოღელიანი: ამბროლაურში – 190, თბილისში – 96, ქუთაისში – 88.

ბერუჩაშვილი-ბერუჩევი

ბერუჩევი ქართული გვარმცოდნეობის ისტორიისთვის უცხო და მიუღებელი ფორმაა. გვარის ფუძე – ბერუა – ქართულია, ხოლო ჩევი კი რუსული ვარიანტის – იევის ნაწილაკი.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ მოხდა ქართული გვარების მოდელის შეცვლა, რუსიფიკაცია, ქართული სუფიქსები – შვილი და ძე რუსულმა ოვ და იევ-სუფიქსებმა დაიკავა. ასეთი გზით დავკარგეთ გვართა დიდი ნაწილი.

ბერა და ბერი-დან რამდენიმე ათეული ქართული გვარია ნაწარმოები.

ბერია, ბერიდან წარმომდგარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალრიცხოვანი სახელი – ბერუა. მისი კნინობითი ფორმებია: ბერუჩა და ბერუკა. მათგანაა ნაწარმოები გვარები ბერუჩაშვილი და ბერუკაშვილი.

ბერუჩაშვილები, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ბერუჩევებად ჩაუწერიათ.

საქართველოში 290 ბერუჩაშვილი ცხოვრობს.

43 – ბერუჩევი.

დალაქიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დალაქი.

სოლომონ და დავით მეფეებს შორის 1789 წელს, სამდურავი ჩამოვარდა. მიზეზი ის გახდა, რომ სოლომონმა კლდიდან გადმოაგდო და მოკლა ბუჭუა მასხარაშვილი, მეფე დავითის საყვარელი მონა. „აღვიდა დავით ახალციხეს და შემოიკრიბა ლევანი და, ჩამოსულისა იმერეთს, მიერთვნენ მიერნიცა. ამჟამს ვაკელმან დალაქიშვილმან დასცა ბუკსა ამბოხისასა და აღადგინა შფოთი დიდ იმერეთს, რომელ არა დალაქიშვილსა ეპყრა მხარე მეფის დავითისა, სძლო მეფესა სოლომონს და დაიპყრა იმერეთი 1790 წელსა“.

თავად მაიორ ლუარსაბ ორბელიანის მამულში, სოფელ კოდაში, მოიხსენიება გლახა დალაქიშვილი.

1874 წელს დიდ ენაგეთში მოიხსენიებიან ივანე დალაქიშვილი და ალექსა დალაქიშვილი.

რაჭაში მცხოვრები დალაქიშვილები კი აზნაურები იყვნენ.

საქართველოში 2 904 დალაქიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 929, თეთრი წყაროში – 341, მცხეთაში – 322. არიან სხვაგანაც.

გვარამაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუარამი, რომელიც თანამედროვე ქართულში გურამის სახით არის შემორჩენილი.

1697 წელს ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ლომაი გვარამაძე.

ზაალ, იესე, იორამ, ნიკოლოზ, რევაზ და სეხნია გვარამაძეები მოიხსენიებიან ანუკა ციციშვილის წყალობის წიგნში, რომელიც მან უბოძა ლომაი გვარამაძეს.

საქართველოში 1 497 გვარამაძე ცხოვრობს: თბილისში – 497, ახალციხეში – 122, ახალქალაქში – 116. არიან სხვაგანაც.

ლაბაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლაბა.

ამავე ძირისაა გვარები: ლაბაური, ლაბაიძე, ლაბახუა, ლაბუჩიძე.

ლაბაძეები უმეტესად ცხოვრობენ ჭიათურაში, რგანსა და ხარაგაულის რაიონში.

სვიმონ ლაბაძე მოხსენიებულია კაცხის ტაძრის წარწერაში, მეთერთმეტე საუკუნეში: „სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა გიორგი ფალავანდიშვილმა ქაიხოსრო წერეთლის ტყვეობიდან დაიხსნა, საფასურად სხვა ყმებთან ერთად მისცა“.

1662 წელს ლაბაძე მამუკამ იყიდა თამაზა ლომკაცისგან პარტახტი მიწა, რომელიც ხეჩიასა და დალას ვენახებს ესაზღვრებოდა.

საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. არიან სხვაგანაც.

ზუმბურიძე

გვარი ზუმბურიძე ვიღაც ჩინოვნიკს შეცდომით ზუმბულიძედ ჩაუწერია.

მეშვიდე საუკუნიდან მოყოლებული, გვარი ორი სახით გვხვდება ისტორიულ წყროებში, კერძოდ, ზუმბულიძე და ზუნბულიძე. ასევე, გვხვდება გვარები სუმბულიძე და სუნბულიძე.

დეკანოზი გაბრიელ ზუმბულიძე მოიხსენიება ზურაბ ეგაძის მიერ თამაზისთვის მიცემულ მიწის ნასყიდობის წიგნში.

როგორც ჩანს, დეკანოზობიდან ზუმბულიძე-სუნბულიძეებს შტო-გვარად გაუგვარდათ დეკანოზიშვილი.

საქართველოში 299 ზუმბურიძე ცხოვრობს: გორში – 168, თბილისში – 104, ხარაგაულში – 7. არიან სხვაგანაც.

ლელაძე

ლელაძეთა ძირითადი საცხოვრისი იმერეთია.

ქართული სამართლის ძეგლებში გვარი ლელაძე მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო დროიდან გვხვდება.

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ლელა.

ამავე ძირისაა გვარები: ლელაშვილი, ლელუაშვილი.

მკვლევარი ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ წერს: „ლელაშვილი, ხოვლე, კასპის რაიონი, საკუთარი სახელი ლელა. ამავე ძირისაა: ლელაძე, ლელუაშვილი“.

საქართველოში 1 284 ლელაძე ცხოვრობს: ბაღდათში – 579, ზესტაფონში – 489, ქუთაისში – 196. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

 

скачать dle 11.3