კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიხშირით მოვრწყათ ეუტორფე ედულისი გაზაფხულზე და რა შემთხვევაში დალპება ის

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი ბატონი ამირან ბიწაძე ამჯერად ეუტორფე ედულისის შესახებ გვესაუბრება. როგორ მოვუაროთ მცენარეს განსაკუთრებით ახლა, ადრეულ გაზაფხულზე. როდის ემუქრება მას გაყინვა და რა სიხშირით ირწყვება ის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– ბატონო ამირან, მოგვიყევით ეუტორფე ედულისის შესახებ, როგორი მცენარეა ის?

– ეუტორფე ედულისი პალმისებრთა ოჯახიდანაა. არის ტანდაბალი მცენარე და გამიზნულია ინტერიერის გასალამაზებლად. მცენარე დაახლოებით 60-70 სანტიმეტრი იზრდება. მისი მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრამდე აღწევს. ედულისის სამშობლო არის ავსტრალია და მალაიზია.

– რა ტემპერატურაზე ხარობს ეს მცენარე?

– ეუტორფე ედულისი ტროპიკული მცენარეა და ამიტომ მაღალი ტემპერატურა სჭირდება, დაახლოებით 25-30 გრადუსი. 

–  ოთახის პირობებში იოლად ხარობს მცენარე?

– ოთახის პირობებში ის არ არის პრეტენზიული მცენარე. თუ ოთახში 18-22 გრადუსი მაინც არის, ეუტორფე მშვენივრად ხარობს და იზრდება.

– რა მოუვა მცენარეს დაბალი ტემპერატურის პირობებში?

– დაბალ ტემპერატურაზე მცენარეს საფრთხე არ დაემუქრება, მხოლოდ ზრდას შეწყვეტს, გაზაფხულიდან კი კვლავ გამოიღვიძებს. თუ თქვენი მცენარე ზამთარში მიძინებული იყო, ახლო მომავალში ელოდეთ მისი ზრდის განახლებას, რადგან ამ თვეში ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს და მცენარეც მის მომატებასთან ერთად გამოიღვიძებს. 

– როგორ რეაგირებს ყინვაზე ეუტორფე ედულისი?

– ყინვა ნამდვილად აზიანებს ამ მცენარეს – მინუს 2 გრადუსზეც კი, შეიძლება, დალპეს და დაიღუპოს. ამიტომ, ბინაში აუცილებლად შეუქმენით ოთახის ნორმალური ტემპერატურა და გარე ყინვა მას ვერაფერს დააკლებს. 

– გაზაფხულის რომელი თვიდან გვირჩევთ მცენარის გარე კლიმატში გატანას?

– ამ ეტაპზე მცენარე ბინაში უნდა იყოს, რადგანაც ტემპერატურა ჯერ მაინც დაბალია. აპრილის ბოლოდან კი შეგიძლიათ, გაიტანოთ აივნებსა და ბაღებში. 

– რა სინათლეზე დავდგათ ახლა მცენარე?

– ოთახის პირობებში მისთვის მკაცრად განსაზღვრული ადგილი არ არსებობს და, შეგიძლიათ,  მისი სურვილისამებრ მოიქცეთ. ოთახის რომელ მხარესაც მოეწონება მცენარეს ყოფნა, იმ ადგილას დადგით. ადგილმდებარეობის ცვლილება მასზე ცუდად არ მოქმედებს. ამიტომ, შეგიძლიათ, ხშირად შეუცვალოთ ადგილი და მოუძებნოთ მისთვის სასურველი მდებარეობა. 

– რაც შეეხება მორწყვას?

– დაბალი ტემპერატურის დროს ეს პალმა ირწყვება 15-20 დღეში ერთხელ. მისთვის ბევრი წყალი არ არის საჭირო, თვეში ერთხელ უნდა მიაწოდოთ მინერალები; ხოლო, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, უფრო ხშირად და ინტენსიურად მორწყეთ. ზაფხულში სასურველია მცენარეს 2-3 დღეში ერთხელ დაუსხათ წყალი. 

– როგორ ნიადაგში ჩავრგოთ მცენარე?

– ეუტორფე ედულისს სჭირდება მძიმე, თიხანარევი ნიადაგი. უპირველესად, სასურველია, მცენარე პატარა, კილონახევრიან ქოთანში ჩარგოთ, შემდეგ კი სამი ფოთლის ფაზაში გადარგეთ უფრო მოზრდილ ქოთანში. სანამ არ მიაღწევს ზრდასრულ მდგომარეობას, ხშირ-ხშირად დასჭირდება უფრო მოზრდილ ქოთანში გადარგვა. გაითვალისწინეთ, რომ, ზოგადად, პალმა პრეტენზიულია გადარგვის მხრივ. ამიტომ, ეცადეთ, გადარგვისას მცენარე თავისი მიწის კომიანად გადაიტანოთ სხვა ქოთანში. გახსოვდეთ, გადარგვამდე ერთი-ორი კვირა თავი შეიკავეთ მორწყვისგან. მიწა რომ გაქვავდება, შემდეგ იოლად გადარგავთ მიწიანად.

–  შეძლება თუ არა ეუტორფე ედულისის გასხვლა?

– მისი გასხვლა არ შეიძლება, თუ ის არ მიაღწევს ძალიან მასშტაბურ ფორმას. 

– რა გავითვალისწინოთ გაზაფხულსა და ზაფხულში ამ მცენარის გახარებისას?

– მოარიდეთ მწველ სხივებს, რათა ფოთლები არ დაეწვას. ამ თვეში ამყოფეთ სითბოში და ნახევრად განათებულ ადგილას. ახლა მორწყეთ ორ კვირაში ერთხელ. მისი მორწყვა დამოკიდებულია ოთახის კლიმატზე. თუ მაღალი იქნება ტემპერატურა, შეგიძლიათ კვირაში ერთხელ მორწყათ. გაზაფხულზე დასაშვებია, ამ პალმას შეასხუროთ წყალი, ანუ, მის ფოთლებზე მოახდინოთ დაპკურება. 

–  ემუქრება თუ არა ეუტორფე ედულისს მავნებლების დასევის საფრთხე?

–  ამ მცენარეს, შეიძლება, გაუჩნდეს ფარიანა ან წითელი ტკიპა. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ დეცისი ან კარატე და მათი შესხურებით მცენარე გათავისუფლდება მავნებლებისგან. 

– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს ცხელ თვეებში გახმობა ან დალპობა?

– მისი დალპობა მხოლოდ ზამთრის სეზონზეა შესაძლებელი, თუკი ბევრ წყალს დაასხამთ. რაც შეეხება გახმობას, ეს პალმა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ტროპიკულია და მასზე მაღალი ტემპერატურა კარგად მოქმედებს. როგორი მაღალიც არ უნდა იყოს ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში, მცენარეზე ეს ცუდად არ იმოქმედებს და მისი გახმობის საშიშროება არ არსებობს. 

– რით მრავლდება ეს მცენარე?

– საქართველოს პირობებში ეუტორფე ედულისი მრავლდება ამონაყარითა და თესლით. ის იწყებს გამრავლებას აპრილის ბოლოდან. თუ მაღალ ტემპერატურას შეუქმნით, შეიძლება, იყვავილოს კიდეც გაზაფხულის შუა თვიდან, თუმცა, ჩვენი კლიმატის პირობებში ეს ნაკლებად შესაძლებელია. 

 

скачать dle 11.3