კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: როგორი მცენარეა იზოლეპისი და თუ მირჩევთ მის გახარებას ბინაში?

პასუხი: იზოლეპისს არც კაშკაშა ყვავილები აქვს და არც ფერადი ფოთლები, მაგრამ, ის მაინც ძალიან ეფექტური მცენარეა. ბუნებაში წყლის პირას იზრდება, თუმცა, ოთახის პირობებშიც კარგად ხარობს. ამიტომ, თუ თქვენ ვიზუალურად მოგწონთ ეს მცენარე, აუცილებლად გაახარეთ თქვენს ბინაში. მას წვეტიანი, ბალახის მსგავსი ფოთლები აქვს, რომლებზეც პატარ-პატარა ყვავილებია მიკრული. ის ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ, ბინაშიც მუდამ ტენიანი მიწა სჭირდება. თუ გსურთ, მაღალი ტენიანობა შეინარჩუნოთ, გირჩევთ, მისი ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ. კარგად რომ გაიხაროს, კაშკაშა სინათლე სჭირდება. გამძლე იზოლეპისი უკეთ გრძნობს თავს სიგრილეში, დაახლოებით 15 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. სიცხეში, შეიძლება, მოიწყინოს. სასურველია, თუ მცენარეს რბილი წყლით მორწყავთ. იზოლეპისი დადგით ჰაერიან ადგილას და მოარიდეთ სიცხეს. ის ძალიან მაღალი არ იზრდება, ამიტომ, მისი მოთავსება ოთახის ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, სადაც სინათლე მოხვდება. 

კითხვა: როგორი ტენიანობა სჭირდება ციპერუსს და იოლია თუ არა მისი გაზრდა?

პასუხი: ამ მცენარეს მუდმივად სველი ნიადაგი სჭირდება. ეცადეთ, ყოველთვის შეუნარჩუნოთ მაღალი ტენიანობა. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ხშირად დასჭირდება მორწყვა, ამიტომ, ქოთანი ჩადგით ღრმა ჯამში, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. თუ ციპერუსს სათანადო პირობებს შეუქმნით, მისი გაზრდა რთული არ იქნება. დადგით აუცილებლად ნათელ ადგილას, მაგრამ, მწველი მზე არ მოახვედროთ. ზაფხულში, როდესაც მცენარე აქტიურად იზრდება, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. გახსოვდეთ, რომ მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს. მისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 7 გრადუსი. კარგია, თუ ნათელ სასტუმრო ოთახში მიუჩენთ ადგილს. თუ ციპერუსის გამრავლება გსურთ, არც ესაა რთული – წყლიან ჯამში ჩაყირავებული ყლორტი ფესვს მალე გამოიღებს და იოლად გამრავლდება.  

 

скачать dle 11.3