კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა დავარცხნოთ ძაღლი წელიწადის ამ დროს ყოველდღიურად და რა შედეგს მივიღებთ წინააღმდეგ შემთხვევაში

 

– ცხოველი გაზაფხულზე მთლიანად იცვლის ბეწვს?

– ძაღლები საშუალოდ, წელიწადში ორჯერ იცვლიან თმიან საფარველს. ბეწვის შეცვლა, ძაღლების შემთხვევაში, თითქმის მთლიანად ხდება, ხოლო კატებში ბეწვის ცვენის პროცესი დამოკიდებულია მათი მოვლის პირობებზე. ბეწვის ცვლას ახასიათებს სეზონურობა, თუმცა, ხანდახან ეს პროცესი არ ემთხვევა მითითებულ პერიოდს. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, სეზონურთან ერთად, ბეწვის ცვლა ახასიათებთ მდედრობითი სქესის ცხოველებს – ძუ ძაღლებსა და კატებს იმ პერიოდისთვისაც, როცა ისინი შთამომავლობის გამოკვებას დაამთავრებენ. ეს ხდება მშობიარობიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ.

– ბევრს ჰგონია, რომ, თუ ცხოველს დიდი რაოდენობთ სცვივა ბეწვი, მისი ორგანიზმი ამ დროს რომელიმე ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. რეალურად როგორ ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ცხოველს ბევრი ბეწვი ერთად სცვივა?

– მოგახსენებთ. საერთოდ, სეზონური ბეწვის ცვლა კატასტროფას ჰგავს, რადგან ცხოველებს სცვივათ ძალიან დიდი რაოდენობით ბეწვი. თუ გრძელბეწვიანებში აღნიშნული პროცესის დროს, ბეწვი ცვივა ერთად შეტყუპებული რამდენიმე ბეწვის ძირის სახით, მოკლებეწვიანებში, აღნიშნული პროცესის დროს, ყველგან იფანტება ბეწვები და მკვდარი ბეწვით ივსება გარემო, სადაც ცხოველი იმყოფება. ეს, რა თქმა უნდა, არაესთეტიკურია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

– რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ პერიოდში?

– გაზაფხულის პერიოდის ბეწვის ცვლის დროს, აუცილებელია ცხოველის ყოველდღიური დავარცხნა. ამით დავაჩქარებთ აღნიშნულ პროცესს და თავიდან ავიცილებთ ბეწვის დაყრას მთელ ბინაში ან ეზოში. გახსოვდეთ, სხვა დროსაც აუცილებელია ცხოველის ყოველდღიური დავარცხნა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ბეწვის ცვლის პერიოდი. ბეწვის ცვლის პერიოდში აუცილებელია, მოვიმარაგოთ სპეციალური აღჭურვილობები: სავარცხელი, ჯაგრისი და ასე შემდეგ, რათა დროულად მოვახდინოთ მკვდარი ბეწვის მოცილება. ამით ცხოველსაც დავეხმარებით და საკუთარ თავსაც ავარიდებთ დისკომფორტს. აღნიშნული აღჭურვილობები სხვადასხვა სახისა და ფორმის არის. გრძელბეწვიანებისთვის ძირითადად გამოიყენება ლითონის სავარცხლები და ბეწვის საჭრელები, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ფორმა და მოყვანილობა. განსხვავებული ფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საგულდაგულოდ მოხდეს ყველა სახის ბეწვის მოშორება.

– რაც შეეხება ამ პერიოდში ცხოველის დაბანას, თუ აჩქარებს ყოველივე ეს ბეწვის ცვენის პროცესის დასრულებას?

– ცხოველის დაბანა გაზაფხულის პერიოდში აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ მისი სისუფთავე, მაგრამ, აღნიშნული პროცედურა არანაირად არ მოქმედებს თმის ცვენის პროცესის დაჩქარებაზე. 

– რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის პატრონი ნაკლებად მიაქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას?

– თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, არ დავარცხნით და დაბალანსებულ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს არ მისცემთ, ბეწვის ცვლის პერიოდი ხდება ხანგრძლივი და გრძელდება თვეობით, შემდგომ სეზონამდე. აღნიშნულ პრობლემასთან საბრძოლველად საჭიროა ცხოველის რეგულარული ვარცხნა და საკვების დაბალანსება აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავებით, როგორიცაა B ჯგუფის ვიტამინები და ისეთი ცხიმოვანი მჟავები, რომელთა გამომუშავებაც არ ხდება ცხოველის ორგანიმში. ესენია: ომეგა 3 და ომეგა 6. აღნიშნული ვიტამინები და ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფენ კანისა და ბეწვის საფარველის ჯანმრთელობის შენარჩუნებას; ასევე, ბეწვის ცვლის პროცესის დაჩქარებასა და ჯანსაღი ბეწვის ზრდას. გახსოვდეთ, რომ ბეწვის ცვლის პერიოდის გახანგრძლივების დროს, როცა ცხოველს არ ექცევა სათანადო ყურადღება, კერძოდ, არ ხდება მისი სისტემატური ვარცხნა, გაპუტვა თუ გაკრეჭვა, შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი დაავადებები, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ რთული და შრომატევადია. ესენია, პირველ ყოვლისა, კანის ინფექციური დერმატიტები, საიდანაც შემდეგ, კანის დამცველობითი ბარიერული ფუნქციიის დაქვეითების გამო, ადვილად ხდება სოკოვანი და კანის ინვაზიური დაავადებების განვითარება. 

 

скачать dle 11.3