კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ძაღლებში ხველის მიზეზი?

პასუხი: ხველის მიზეზიც შეიძლება იყოს სხვადასხვა, როგორც სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. და მაინც, ხველის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები: ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისთვის, ბრონქო-პნევმონიისა და პნევმონიისათვის.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა რაოდენობის წყალი უნდა მივცეთ ძაღლს?

პასუხი: ძაღლს წყალი ნებაზე მიეცით. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის მოთხოვნილება წყალზე განსაზღვრულია წლის პერიოდის მიხედვით, მისთვის განკუთვნილ ჯამში მუდმივად უნდა ესხას სუფთა, გამჭვირვალე, უსუნო, ოთახის ტემპერატურის სასმელი წყალი. აუცილებელია სასმელი წყლის ხშირად გამოცვლა. წყლის საშუალო მოხმარება დღიურად, ძაღლის ცოცხალი წონის ერთ კილოგრამზე 60 მილილიტრია. თუმცა, ლეკვებისთვის, მაწოვარი და მომსახურე ძაღლებისთვის წლის ცხელ პერიოდში წყალზე მოთხოვნილება გათვალისწინებულ მაჩვენებელს აჭარბებს.

კითხვა: რა ასაკიდან ეტყობა მაკე ძაღლს მუცელი?

პასუხი: მაკე ძაღლს მუცელი დაახლოებით ერთი თვის მერე ეტყობა, მანამდე, შეიძლება, საერთოდ ვერ შეამჩნიოთ. თუ ლეკვების რაოდენობა ბევრია, შეიძლება, მუცელი უფრო ადრეულ ასაკშიც დაეტყოს და, ბოლოს, ანუ მესამოცე დღეს, ძალიან შესიებულიც ჰქონდეს. თუ ლეკვების რაოდენობა ცოტაა, ძაღლს, შეიძლება, მუცელი საერთოდ არ ეტყობოდეს.

კითხვა: მაინტერესებს, აქვს თუ არა მნიშვნელობა შამპუნის შერჩევისას ძაღლის ფერს?

პასუხი: რა თქმა უნდა, სასურველია, შამპუნი ძაღლის ბეწვის ფერისა და ბეწვის ზომიდან გამომდინარე შეირჩეს. თუ ჩვენ შავი ფერის ძაღლს ღია ტონალობით შეფერილი ძაღლებისთვის განკუთვნილი შამპუნით დავბანთ, ხშირ შემთხვევაში, ქერტლს გამოიწვევს, ბზინვარებას დაკარგავს და ასე შემდეგ. შამპუნის შერჩევისას, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ცხოველის ალერგიულობას. ძაღლს, რომელსაც ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, სასურველია, მხოლოდ და მხოლოდ ალერგიის საწინააღმდეგო შამპუნით დაბანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანაობის შემდეგ, შეიძლება, საკმაოდ მძიმე შედეგი მიიღოთ. სასურველი არ არის ძაღლის ხშირი დაბანა, საკმარისია 30 დღეში ერთხელ, შემდეგ კი ყოველდღე, ორ დღეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ცხოველი სველი პირსახოცით უნდა გაწმინდოთ, ან დაბანოთ მშრალი შამპუნით. ეს დამოკიდებულია სად და რა პირობებში ცხოვრობს ძაღლი და რამდენად აქტიურად ისვრება ის.

 

 

скачать dle 11.3