კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიყვანა პატიმარმა ცოლად ხუთი თვის გათხოვილი „მსხვერპლი“

 

17 წლის არასრულწლოვანთან ნებაყოფლობითი ინტიმური კავშირის გამო 38 წლის ტატო მ-ს ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, გაუპატიურება არ მომხდარა, სულ რაღაც ხუთი თვის გათხოვილი „მსხვერპლი” პატიმარმა ცოლად მოიყვანა. საგულისხმოა, რომ მომხდარით ყველაზე მეტად დაზარალებულის ქმარყოფილს გაუმართლა, რადგან ცოლის თავიდან მოშორებას ყველა ხერხით ცდილობდა... 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, განსასჯელი ტატო მ. უცხოეთში წასული მამიდის სახლში ცხოვრობდა და მის ბინაში ჩაწერილიც იყო, რადგან მამიდას ის ნაშვილები ჰყავდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტატოს მამიდის სახლი სოფელში ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილად ითვლებოდა, ზაფხულში მდგმურები არ აკლდათ. მით უმეტეს, სახლის პატრონის ძმისშვილს ბინის გაქირავება თავისუფლად შეეძლო. 

17 ივლისს ტატო მ-მ მამიდის ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, მარიამ ბ-სა და გია გ-ს მიაქირავა. მდგმურები მას მეზობელმა ქალმა გამოუგზავნა. უთხრა, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მისი დისშვილის ნაცნობები იყვნენ და ვინაიდან თვითონ ოთახები უკვე გაქირავებული ჰქონდა, ტატო მ-ს სთხოვა, მათთვის მისი ბინა მიექირავებინა და თავადაც შემოაკითხავდა ხოლმე.

ახლადდაქორწინებული ცოლ-ქმარი პირველ სართულზე დაბინავდა, ხოლო გამქირავებელი – მეორე სართულზე. ტატო მ. თავიდანვე შეეცადა, მდგმურებთან  ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. მით უმეტეს, ქმარი, ფაქტობრივად, მისი თანატოლი იყო, მაგრამ, კაცი აშკარად გაურბოდა. დაახლოებით ოთხ დღეში მან ბინის მეპატრონეს ორი თვის ქირა წინასწარ გადაუხადა და თავად თბილისში ისე წავიდა, არც კი დამშვიდობებია.

სამაგიეროდ, ქმრის წასვლის შემდეგ ტატო მ. მის სახლში დარჩენილ ცოლს დაუახლოვდა, თუმცა, აშკარად ჩანდა, რომ ეს დაახლოება გოგონას უფრო სიამოვნებდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ კაცი მასთან ერთად ქუჩაში გასვლას გაურბოდა – არ უნდოდა, სოფლის სალაპარაკო გამხდარიყო, რადგან, სხვა მდგმურებთან მსგავსი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

დაახლოებით ორ კვირაში მათი ურთიერთობა ისე გამყარდა, რომ მარიამ ბ-მ კაცს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი უამბო – უთხრა, რომ რეალურად, ქმარს ის არ უყვარდა და მის თავიდან მოშორებას ყველა ხერხით ცდილობდა, რასაც ძალიან განიცდიდა. მისი განმარტებით, არასრულწლოვანი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ცოლადაც არ მოეყვანა, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდა.   

როგორც ტატო მ. აცხადებს ჩვენებაში, მას მდგმური ძალიან შეეცოდა და დაამშვიდა. ეუბნებოდა, რომ, შესაძლოა, ცდებოდა და არწმუნებდა, ძალიან კარგი გოგონა ხარ და ქმარი ასე ადვილად ვერ გაგიმეტებსო. 

როგორც საქმიდან ირკვევა, ტატოს თანაგრძნობამ გოგონაზე ძალიან იმოქმედა და კაცს უკვე რჩევებს ეკითხებოდა, თუ როგორ მოქცეულიყო.

ტატო მ-ს ჩვენებიდან: „ერთ ღამეს იმდენად ძლიერი ქარი იყო, რომ ფანჯრები შემოამტვრია. როგორც ჩანს, პირველ სართულზე მყოფ მარიამს შეეშინდა და ღამის პერანგით მეორე სართულზე ამოვიდა. მითხრა, მეშინია და, ღამით თუ შეიძლება, შენთან დავრჩებიო. მისი მხრიდან ასეთი სითამამე არ მომეწონა, რადგან, საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ, ვერაფერი ვერ ვუთხარი. თუმცა, ვთხოვე, რომ ჩაეცვა და ზემოთ ისე ამოსულიყო, რაც დამიჯერა. ამის გამო, იძულებული გავხვდი, საძინებლიდან მისაღებში გავსულიყავი და მასთან ერთად მეც იქ ვყოფილიყავი, რადგან, ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. 

სწორედ ამ დროს დენიც გამოირთო და, სანთელი ავანთე. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და კარტის თამაში შევთავაზე. ცოტა ხანს ვითამაშეთ, შემდეგ მითხრა, ხასიათზე არ ვარო და კვლავ ქმარზე დამიწყო საუბარი, აინტერესებდა მე რას ვფიქრობდი მათზე. მეუბნებოდა, რომ გია მესიჯებზეც კი აღარ პასუხობდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ვარაუდობდა, რომ მის ქმარს სხვა ჰყავდა და, იმის მიუხედავად, რომ თბილისში წასასვლელად სამსახური მოიმიზეზა, ეჭვობდა, რომ მისი ქმარი ძველ საყვარელს ხვდებოდა. ამის შემდეგ ატირდა. არ ვიცოდი, როგორ დამემშვიდებინა, რადგან, ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო”, –  წერს განსასჯელი, რომელმაც იმ ღამით გოგონა მეორე სართულზე დააძინა, თავად კი დაბლა ჩამოვიდა და ღამე ეზოში გაათია.

როგორც დაკავებული აცხადებს, მას გოგონა ერთდროულად მოსწონდა და ეცოდებოდა კიდეც, თუმცა მისი სითამამე აშინებდა – ყველას დასანახავად ქუჩაში ძალიან თამამად ექცეოდა, რაც სოფლის თვალს არ გამოჰპარვია...

საბრალდებო დასკვნის თანახმად, „10 აგვისტოს ტატო მ-მ ბირჟაზე მყოფ ბიჭებთან ერთად დალია, სახლში დაახლოებით ღამის 11 საათზე დაბრუნდა და მისი მამიდის სახლში მცხოვრები მდგმურის გაუპატიურება გადაწყვიტა. ამ მოტივით ის მას ოთახში მიადგა, რის შემდეგაც გოგონამ ოთახში შეიპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო, მათ ყავა დალიეს. სწორედ ამ პერიოდში ტატო მ-მ საბოლოოდ გადაწყვიტა მასთან დაახლოება, მისი გულისხმიერებით ისარგებლა და, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად,  სუფრასთან მჯდარ გოგონას ახლოს მიუჯდა. ჯერ ცდილობდა, მასთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, შემდეგ მისი მოფერება სცადა, ბოლოს კი დაზარალებულთან ინტიმური კავშირი დაამყარა”, – ნათქვამია საქმეში, სადაც აღნიშნულია, რომ, მართალია, დაზარალებულის განმარტებით, ეს მისი სურვილიც იყო, მაგრამ, განსასჯელმა ბოროტად ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით...

რეალურად ვინ იყო სასიყვარულო „რომანის” ინიციატორი – ეს ცალკე თემაა, მაგრამ, საქმიდან აშკარად ჩანს, რომ ტატო მ-ს ყურადღების მისაპყრობად გოგონა ყველა ღონეს ხმარობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ შორის ინტიმური კავშირი მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა. ისინი ერთმანეთს სისტემატურად ხვდებოდნენ და, ამიტომ, როგორც ტატომ წერს ჩვენებაში, მარიამს ქმართან გაყრასა და დაქორწინებას სთავაზობდა, მაგრამ ქალი წინააღმდეგი იყო. მისი განმარტებით, ასეთ ურთიერთობას იმიტომ დათანხმდა, რომ „დეპრესია ჰქონდა”. თუმცა, საბოლოოდ, მან კაცს გაუპატიურება დააბრალა...  

აღნიშნულ საქმეში დაკითხული ყველა მეზობელი ერთხმად აცხადებს, რომ ტატოს მდგმურის საქციელი ამაზრზენი იყო. ვულგარულად ჩაცმული გოგონა იმდენად მოურიდებელი იყო, რომ ტატოს შუა ქუჩაში, ყველას დასანახავად ეკიდებოდა კისერზე.

ერთ-ერთი მოწმის, შალვა ს-ს ჩვენებიდან: „ტატო მთელ სოფელს გვიყვარს. ყველა ვგულშემატკივრობდით, რომ კარგი ოჯახი შეექმნა. ამიტომ, როდესაც მასთან უცხო გოგონა დავინახე, რომელიც ძალიან საეჭვოდ ეხვეოდა, ეჭვი შემეპარა, რომ მისი მდგმური იყო და მისი ვინაობა ვიკითხე. თავად ტატომ მითხრა, ძალიან კარგი გოგოა და ქმარიც კარგი ჰყავსო, თუმცა გოგონას სითამამამიდან გამომდინარე, არ დავეთანხმე, რომ კარგი ქმარი ჰყავდა. ტატომ მისი გამართლება სცადა – რთული პერიოდი აქვს და ამიტომ იქცევა ასეო. ტატო იმდენად მორიდებული ადამიანია, ყველა დარწმუნებული ვართ, ცუდ საქციელს არ ჩაიდენდა, ყველაფერი გოგოს ბრალია”, – აცხადებდა მოწმე.

ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურება ნამდვილად არ მომხდარა, საქმე პოლიციამდე მივიდა, ამის მიზეზი კი თავად მარიამი გახდა. 

მაგრამ, მოხდა ისე რომ, სრულიად მოულოდნელად, ცოლთან ქმარი დაბრუნდა. ის ღამე მათ ერთად გაატარეს, მაგრამ, მათი ჩხუბი მეზობლებსაც კი ესმოდათ. როგორც შემდეგში გაირკვა, ქმარს მასთან ცხოვრება არ უნდოდა. ის ცოლს არწმუნებდა, რომ თბილისში ჩასვლისთანავე უნდა დაშორებულიყვნენ, რადგან, ადრე თუ გვიან, მაინც ასე მოხდებოდა. თუმცა, ამაზე გოგონა არ თანხმდებოდა. მალე ცოლ-ქმრის ჩხუბი ცემა-ტყეპაში გადაიზარდა, რა დროსაც მათთან ტატო შევიდა. მისმა შესვლამ კი ქმრის წისქვილზე დაასხა წყალი: მარიამი, რომელიც ტიროდა, ტატოს დანახვაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და ქმარს უთხრა, რომ სახლის პატრონმა მისი არყოფნის დროს გააუპატიურა...

ცოლ-ქმრის ჩხუბი უკვე კაცების ჩხუბმა შეცვალა. მათ შორის სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პოლიცია შეშინებულმა მარიამ ბ-მ თავად გამოიძახა, ყველაფერი კი ტატო მ-ს დაპატიმრებით დასრულდა. საქმე ისაა, რომ, როგორც მარიამ ბ-მ ჩვენებაში განაცხადა, ტატომ ის არაერთგზის გააუპატიურა, თუმცა, არც ის დაუმალავს, რომ ინტიმური კავშირის დამყარებამდე მათ შორის ახლო ურთიერთობა იყო, მოგვიანებით კი ტატო სიყვარულში გამოუტყდა და ცოლობაც სთხოვა...    

დაკავებულმა, ცხადია, თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ მას მარიამი მართლა უყვარდა და, დარწმუნებული იყო, ქალსაც იგივე გრძნობა ჰქონდა. მისი თქმით, ასე რომ არ ყოფილიყო, მარიამი მას არც თავისთან შეიპატაჟებდა და არც მოუსმენდა. განსასჯელის განმარტებით, გოგონას ერთხელ მაინც რომ ეთქვა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა არ უნდოდა, აუცილებლად თავს დაანებებდა.

განსასჯელის ჩვენებიდან: „თვითონაც არ ვიცი, როგორ შემიყვარდა. სიყვარულში რომ გამოვუტყდი, არ გაჰკვირვებია, თავი მომადო და მომეხუტა. მითხრა, რომ მასაც ვუყვარდი, მაგრამ, ქმრისთვის თავის დანებება არ უნდოდა. ვუპასუხე, რომ, თუ ასე არ მოიქცეოდა, ანუ, თუ ქმარს არ გაეყრებოდა, მე მასთან ურთიერთობას გავწყვეტდი. ამის შემდეგ ჩემკენ მივიზიდე და მას წინააღმდეგობა არ გაუწევია... მზად ვიყავი, ცოლად მომეყვანა და ვთხოვე კიდეც, გამომყოლოდა.

თავს დამნაშავედ მხოლოდ მისი ქმრის წინაშე ვცნობ, თუმცა, მასთან ჩხუბი არა მარიამთან ურთიერთობის, არამედ, ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევის გამო მომიხდა. როდესაც მარიამმა უთხრა, რომ ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა, ამაზე მის ქმარს რეაქცია არ ჰქონია – შესაფერისები ხართო. ჩემი დაკავება მოულოდნელი იყო ჩემთვის. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამის გამო დამიჭერდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მზად ვარ, მარიამი ცოლად მოვიყვანო, რომელიც ამ ეტაპზე თანახმაა, ეს ნაბიჯი გადადგას”, – განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც, გულისამაჩუყებელი ჩვენების მიუხედავად, ერთი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა თუმცა, ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, რომ მარიამ ბ. ცოლად მოეყვანა... 

 

 

скачать dle 11.3