კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეაფასეს „ივ სენ ლორანის” საგაზაფხულო კოლექცია მოდის კრიტიკოსებმა სირცხვილად

 

სტეფანო პილატი – მოდის სამყაროს ახალი ვარსკვლავი ძველი შარავანდედით. გენიოსების საუკუნეში მან შეძლო, ის ადგილი დაეკავებინა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში მადმუაზელ შანელს, კრისტიან დიორსა თუ ივ სენ ლორანს ეკავათ. მას აღმერთებენ, უჯერებენ, თვითონ კი ხალხის აზრი ყველაზე ნაკლებ აინტერესებს. არასდროს გამოიყურება ექსცენტრიკულად, უცნაურად და გამომწვევად, დიდი წვერითა და მოუწესრიგებელი თმით გასული საუკუნის იტალიელს ჰგავს. სულ ახლახან, 2012 წლის 27 თებერვალს, სტეფანო პილატიმ „ივ სენ ლორანის” კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, რომელიც 2004 წლიდან ეკავა, თუმცა, 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია „ივ სენ ლორანის” სახლისთვის მან 2011 წლის ოქტომბერში, პარიზში აჩვენა. კოლექცია კი გამაოგნებლად ლამაზი იყო... ფრანგული გლამური, სინაზე, ქალურობა, შიკი – „ივ სენ ლორანის” ტრადიციები ბოლომდე იყო შენარჩუნებული, მაგრამ, მაინც არ მინდა, საუბარი  ტანსაცმლით დავიწყო.

 ფეხსაცმელი, ფეხსაცმელი! ჩვენებაზე პირველ რიგში მსხდომი კაილი მინოუგი და ელექტრა უაიდმანი თვალს ვერ აშორებდნენ პოდიუმზე მოძრავ ფეხსაცმელებს, ისე, რომ, მგონი, ტანსაცმლისთვის თვალიც არ მოუკრავთ. სამოთხე ბიჭური სტილის მოყვარულთათვის, მაგრამ პრობლემური ბიჭური სამოსისთვის. თუმცა, შესაძლოა, ამ მაღალი, ბურჟუაზიული კოლექციით სტეფანო პილატის სურდა, ხაზი გაესვა ფეტიშისტური უკიდურესობებისთვის. „ივ სენ ლორანის” კლასიკური კოდების ერთგული პილატი აჩვენებს კოლექციას – ლამაზმანი ბნელი მხარეებით. როგორც მოდის კრიტიკოსებმა შეაფასეს, ეს იყო სამარხების ფერებში გადაწყვეტილი სამოსი. ზოგადად, მოდის კრიტიკოსების მხრიდან კოლექცია უარყოფითად შეფასდა, ხოლო ჩვენება, გამომდინარე სიტუაციიდან, კურიოზულადაც კი. ზოგიერთ დიზაინერს, მათ შორის, პილატის, ერთგვარ სადისტურ ატმოსფეროში უწევს სამოსის შექმნა, გარემოში, სადაც მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, რა მალე აპირებენ შენ შეცვლას. ჭორები მისი გათავისუფლების შესახებ გასული წლის დასაწყისიდანვე დაიწყო. ეს კი იყო იდეალური მომენტი იმისთვის, რომ ვა-ბანკზე წასულიყო, გაერისკა და გაეკეთებინა ის, რაც მის წარმოუდგენლად მდიდარ ფანტაზიას შეეძლო. მაგრამ, პილატი ასე არ მოიქცა. ამის ნაცვლად, მან მთლიანად დაცალა კოლექცია ემოციებისგან, საკუთარი განწყობა მუქ მწვანესა და ჭაობისფერში გადმოიტანა და აბსოლუტურად ჩაახშო ტონები. ჩვენებას ფრედერიკ სანჩესის თავშეკავებულად ეროტიკული საუნდთრეკი დაჰყვებოდა, რაც კიდევ ერთხელ აყენებდა მაყურებელს რაღაც ძალიან ვნებიანისა და გულახდილის ნახვის ხასიათზე. პილატიმ კი ეს არ გააკეთა. „სირცხვილი” – ეს იყო ერთადერთი შეფასება, რაც დაუნდობელმა პრესამ უკვე „ნიჩაბზე” მჯდომ სტეფანო პილატის მისამართით გაიმეტა. როგორც ჩანს, ამდენ ჭორებსა და მოსალოდნელ გაგდებას დიზაინერმა ვერ გაუძლო და, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, თავად დატოვა ლეგენდარული მოდის სახლი. YSL-ის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა – ეს ჰედი სლიმანია, რომელიც მოდის სამყაროდან ხუთი წლის წინ წავიდა, რათა ფოტოგრაფიული საქმიანობისთვის მიეხედა, თუმცა, „ივ სენ ლორანის” „ხათრით” კვლავ დაბრუნდა მოდაში.

 

 

скачать dle 11.3