კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანების შვილები ხდებიან უიღბლობის მსხვერპლნი სიყვარულში და რატომ არის საშიში კარმული ვალების მემკვიდრეობით მიღება

 

ხშირად, ადამიანებს ინტუიცია და გამძაფრებული წინათგრძნობა უმართლდებათ. ბევრი ამას მეექვსე გრძნობის გააქტიურებას მიაწერს, ზოგიც უბრალო დამთხვევას, მაგრამ ფაქტია, მოვლენათა წინასწარ დანახვის უნარი ბევრს აქვს. თუმცა, ამას ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას. როგორც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოსი, ბატონი არჩილი ამბობს, ირეალურ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერს შეუძლია და ინტუიცია გარკვეულ პერიოდში აქტიურდება, ზღვარს აღწევს, რის შემდეგაც ადვილად შეგვიძლია მომავლის პროგნოზირება. 

არჩილი: ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება. ამიტომ, თავად ადამიანი უნდა ეცადოს, შეცვალოს ცხოვრება. მას ეს არ უნდა და ჯიუტად იჩემებს თავისას. ეს მისი პრობლემაა და არა გარშემო მყოფების. საერთოდ, არ უნდა ფიქრობდეთ ცუდზე, ბოროტებაზე, სხვისი უბედურება არ უნდა გიხაროდეთ, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი თუნდაც, აზრის დონეზე, ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. 

– ბატონო არჩილ, ამბობენ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს პერიოდები, როცა მისი ინტუიცია ზღვარს აღწევს და ამ დროს მომავლის პროგნოზი ანუ ფაქტების  წინასწარმეტყველება საკმაოდ ადვილიაო. თქვენ რას იტყვით?

– მართალია, ასეთი პერიოდები ადამიანს ხშირად აქვს და ინტუიციურად იმდენად ზუსტად ხვდება – სად არის მისი ადგილი, საიდან ელის საფრთხე და რომელი ადამიანისგან უნდა ელოდოს სიკეთეს თუ ბოროტებას, რომ ამაში შეცდომის დაშვება, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. სამწუხაროდ, შინაგან ხმას ადამიანები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, გაქვთ წინათგრძნობა, მაგრამ თავს იკავებთ, ან საპირისპიროს აკეთებთ, ამ დროს წინაპართა ცოდვების კოდი აქტიურდება თქვენში და ეს შესაძლოა, საკმაოდ ცუდად დასრულდეს. ინტუიციის იგნორირება არ შეიძლება. ბევრი მეუბნება, საერთოდ, არ მიგრძნია რაიმე წინასწარ ჩემს ცხოვრებაზეო. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვამბობ, ხომ არსებობს გამაფრთხილებელი სიზმრები. მაგალითად, როცა გესიზმრება  და თან, სიზმარშივე განიცდი მოსალოდნელ საფრთხეს, ან პირიქით, დიდი ბედნიერების მოლოდინში ხარ. გამოღვიძებულს კი ეს გრძნობა გამოყოლილი გაქვს ღამის წინასწარმეტყველებიდან. ეს მინიშნებებია და ამის იგნორირება, ჩემი აზრით, არ შეიძლება. სხვათა შორის, ბევრი იმასაც მეკითხება, იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტი თუ არის შესაძლებელიო.

– რაღა დაგიმალოთ და, ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს.

– ჰოდა გიპასუხებთ: იმქვეყნიურ სამყაროსთან კონტაქტი ნამდვილად შესაძლებელია. დედამიწაზე ცხოვრობენ დაკარგული სულები, რომლებიც არც სამოთხეში მიიღეს და არც ჯოჯოხეთში, ანუ არც იქით არიან და არც აქეთ. ისინი დედამიწაზე თავისი მისიის დასამთავრებლად დარჩნენ. 

– როგორი სულები იკარგებიან ასე?

– იკარგებიან ისეთი სულები, ვინც მოკლეს, ავარიით დაიღუპა ან თავი მოიკლა. დედამიწაზე რჩება ის სული, რომელსაც სასიკეთო მისია აქვს დასასრულებელი. მათი არ უნდა შეგვეშინდეს, ისინი მფარველობენ ადამიანს – ლანდების სახით გვეცხადებიან, რათა შეგვახსენონ თავი. 

– და როგორ ადამიანებს უწევენ მფარველობას?

– ისინი მფარველობენ იმ ადამიანებს, ვისაც მათი მისიის დასრულება შეუძლიათ. ახლა რასაც ვამბობ, ბევრისთვის ზღაპარია და არ სჯერა, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასეა. დედამიწაზე დაკარგული სულები არ მფარველობენ და ერიდებიან ისეთ ადამიანებს, ვისაც საგვარეულო წყევლა, ჯადო ან ცოდვები აქვთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ვისზეც წინაპართა ცოდვებია, მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია და სიცოცხლე გამუდმებით საფრთხეშია. წინაპართა ცოდვები კი თაობებს გადაეცემა და თუ მისი მოხსნა არ მოხდა, ძნელია შედეგებზე საუბარი. ეს ახალი არ არის. მსგავს თემებზე ნებისმიერი ადამიანი დაგელაპარაკებოდათ, საუკუნის წინ რომ დაბადებულიყავით. მისტიკური ნიშნები და ზოგი წეს-ჩვეულებაც ხომ წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია. ის, რომ უხილავი ენერგეტიკული სამყარო ჩვენს გარშემოა, ამის შესახებ დიდი ბებიისგან შევიტყვე. დღეს ბევრს საუბრობენ გაუმართლებელ სიყვარულზე, წყვილებს შორის უთანხმოებაზე, განქორწინებებზე და ასე შემდეგ. ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებებიც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ამ საკითხით, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დავინტერესდი, ბევრი კვლევა ჩავატარე. მსოფლიოში გამოცდილი მეცნიერების, ეზოთერიკოსებისა თუ პარაფსიქოლოგების კვლევა-ანალიზიც წაკითხული მაქვს მსგავს თემებზე და ამიტომ, ვაცხადებ ასე თამამად და ხმამაღლა – ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ჯობია სანამ მარტო დარჩებით, გიღალატებენ და საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულს გული გეტკინებათ, ყურადღებით მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. 

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი ადამიანია ჩვენთვის ენერგეტიკულიად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის?

– აი, ამაშიც გამძაფრებული ინტუიცია  და ის წინათგრძნობები დაგეხმარებათ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ისე კი, ამის გარკვევა არცთუ ისე რთული საქმეა. ერთ-ერთი საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას, იღლებით, გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ ან შინაგანი ფორიაქი გეწყებათ. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებლად დაფიქრდით, რა იწვევს ამას. თუმცა, სანამ დაფიქრდებით და მიხვდებით, მე გაგცემთ პასუხს: ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დროთა განმავლობაში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ დონეზე შეუთავსებლობა, იწვევს კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს და ამიტომაც იზრდება, ასე კატასტროფულად, განქორწინებათა რიცხვი. შეყვარებულთა შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კი კარმაა. ამ დროს საქმე უფრო რთულადაა. თუ ერთ-ერთს წინაპართა ვალები დიდი რაოდენობით გადმოეცა მემკვიდრეობით, მას უიღბლობის კოდი აქვს ჩართული. ეს კი გამუდმებით უქმნის პრობლემას სიყვარულში. ზოგადად, კარმულად ცოდვილი ადამიანების შთამომავლები უიღბლოები და წარუმატებლები არიან. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, საერთო აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო იზიდავს და აახლოებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც თავს ერთმანეთის გვერდით მშვიდად და დაცულად გრძნობენ. 

 

 

скачать dle 11.3