კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიქცა ვასილ მჟავანაძის მამა საქართველოდან სამი წლის შვილთან ერთად და ვინ იშვილა ის ოდესაში

 

„იმისათვის, რომ გონივრული და მართებული პოლიტიკა გაატარო, საკმარისი არ არის, იცნობდე ადამიანებს – უნდა გიყვარდეს ისინი“, – ამბობს თავის დღიურებში გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე. მისმა ქალიშვილმა, ნინა მჟავანაძემ, რომელმაც მამაზე გამოსცა წიგნი – „ასეთი იყო ჩემი საქართველო,“ ლამაზად აღწერა საქართველოში ცეკას პირველი მდივნის პირადი ცხოვრებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. 

საქართველოდან წასვლა და გზა „მეფის რუსეთის საქართველოში“

„ვასილ მჟავანაძე 1902 წლის 22 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა. მართალია, პავლე მჟავანაძის პირმშო კაჟივით ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას, მაგრამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მისი მეუღლე მშობიარობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მამას ბავშვობის ფოტოს რომ დავცქერი, მის თვალებში საოცარ სევდას ვხედავ – დედის ალერსს მოკლებული ობლის სევდას. იქნებ, ამიტომაც იყო მამა საოცრად გულჩვილი მიუსაფართა მიმართ. თუ ვინმეზე გაიგებდა, ობოლიაო, თვალზე ცრემლი მოადგებოდა –  როგორც ჩანს, თავისი ობლობა ახსენდებოდა და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დახმარებოდა მათ. მშობლების დაჟინებული თხოვნით, მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე, პავლე მჟავანაძემ მეორე ცოლი შეირთო და ვაჟი – სერგო შეეძინა, მაგრამ, ვერაგი ბედისწერა ფეხდაფეხ დაყვებოდა უბედურ ბაბუას – მეორე მეუღლეც რამდენიმე თვეში გარდაეცვალა. პატარა სერგო მჟავანაძე დედის ძმამ, ლუკა რუხაძემ წაიყვანა აღსაზრდელად. მალე პავლეს მშობლებიც დაეხოცა და, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა, სამშობლოდან გადახვეწა გადაწყვიტა. ჩემი აზრით, მისი წასვლის მიზეზი სწორედ ეს არის, მაგრამ, ერთ-ერთი ვერსიით, იგი რევოლუციონერებს დაახლოებია და ჩაფრის მკვლელობაში მიუღია მონაწილეობა. დღეს ძნელი სათქმელია, რამ აიძულა პავლე, 3 წლის ვასოც თან წაეყვანა – იქნებ, საფრთხე მარტო მას კი არა, მის პატარა ვაჟსაც ემუქრებოდა?! ასე იყო თუ ისე, პავლე მჟავანაძე თავის პირმშოსთან ერთად ოდესაში ჩავიდა. იმ დროს ოდესაში, რიშელიეს ქუჩაზე, ელექტროტრამვაი გაჰყავდათ. პავლეს ჯერ ტრამვაის პარკში დაუწყია მუშაობა შემკეთებლად, შემდეგ კი – ელექტროტრამვაის გამცილებლად. ვაჟიშვილი კი ოდესელი მეეტლის, ეფიმ ზინკოვის ოჯახში დაუბინავებია. ოჯახში, სადაც მამა მიაბარეს, კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა.  პირველი სამი წლის განმავლობაში პავლე ხშირად აკითხავდა თავის ვაჟიშვილს, მერე კი გაქრა. ვასო მჟავანაძე ეფიმ ზინკოვის ოჯახმა გაზარდა. ქართული, რა თქმა უნდა, დაავიწყდა და ეს არც არის გასაკვირი. ახლად ენაადგმული 3 წლის ბავშვი უცხო ქვეყანაში, უცხო ოჯახში, უდედმამოდ იზრდებოდა. ზინკოვებს პატარა ვასო არ დაუჩაგრავთ, პირიქით, თავის შვილებთან ერთად ისიც მიუბარებიათ გიმნაზიაში. როგორ შეძლო ოდესელმა მეეტლემ სამი ბავშვის გიმნაზიაში სწავლების დაფინანსება? განა რამდენს შოულობდა ეს კეთილშობილი ადამიანი, რომ ორი შვილისა და ერთი მიბარებული ბავშვის სასწავლებლად ჰყოფნოდა? არ მინდა, ეჭვი შევიტანო ოდესელი მეეტლის პიროვნულ ღირსებასა და პატიოსნებაში, მაგრამ, მისი მეცენატობა უთუოდ გაოცებას იწვევს. ერთ დღესაც, ზინკოვების ოჯახში ვინმე ლოლაძე მივიდა და აცნობა, რომ პავლე მჟავანაძე ჟანდარმებმა მოკლეს. მას მეგობრებმა უკანასკნელი თხოვნა შეუსრულეს   და 13 წლის ვასო საქართველოში წამოიყვანეს. ასეთი იყო მამის ყრმობის წლები უცხოეთში.  პავლე მჟავანაძის მეგობარმა, ლოლაძემ, 13 წლის ვასო გვიშტიბში ჩაიყვანა და ბებია-ბაბუას, – პავლე შვანგირაძესა და ქრისტინე ბარაბაძეს ჩააბარა, მაგრამ ისინი მალე გარდაიცვალნენ. პატარა ვასო ბიძამ წაიყვანა თავის ოჯახში. პოლიკარპე შვანგირაძე ვასოს საკუთარ შვილებში არ არჩევდა და მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა...  გაივლის ცხრამეტი წელი და იგი უკვე სრულიად სხვა ვითარებაში და სხვა რანგში დაუბრუნდება სამშობლოს. „ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვები: მაინც, როგორ გახდა დედით და მამით ობოლი ბიჭი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი? ეს ისტორიულმა კატაკლიზმებმა განაპირობა, პიროვნულმა თვისებებმა თუ ბედმა?! ვფიქრობ, სამივე ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“, – ამბობს ვასილ მჟავანაძე.

საკუთარი შრომით ცხოვრება მამას ადრიანად მოუწია, რადგან პოლიკარპე შვანგირაძეს არც დიდი მამულები ჰქონდა და წვრილშვილიც თავს ეხვია. ტყავის წარმოების მანუფაქტურა, სადაც მამა მუშად მუშაობდა მამას დეიდის – ელისაბედ შვანგირაძის ქმარს ეკუთვნოდა. 1922 წელს მამა დროის კარნახით, პარტიაში შედის და ცხოვრების ასპარეზს იცვლის – საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ სამხედრო კარიერას ირჩევს. მსროლელი პოლკის დივიზია – 200 წითელარმიელი, რომელსაც მამა მეთაურობდა, მანგლისში იდგა. აქ გაიცნო მან ანა გრიგოლის ასული იანკო და მალე დაქორწინდა. 1930 წელს ვასილ მჟავანაძე ლენინაკანის მეთაურთა მოსამზადებელ პოლკის სასწავლებელში პოლიტხელმძღვანელად გაგზავნეს. მალე მას პირველი ქალიშვილი – ლილი შეეძინა. სამი წლის შემდეგ მამა საქართველოში მეორე ტერიტორიული დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსპექტორად დანიშნეს. ამ დროისთვის მათ მეორე ქალიშვილი – ეველინა გაუჩნდათ. სამხედრო  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვასილ მჟავანაძე ლენინგრადში, სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში მიავლინეს სასწავლებლად. მისი პირველი ოჯახი საქართველოში დარჩა. რატომ უთხრა უარი რუსეთში წასვლაზე მეუღლემ – მამა ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. ოცი წლის განმავლობაში, 1933 წლის შემოდგომიდან 1953 წლის შემოდგომამდე, მამამ მხოლოდ ორჯერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, ისიც, რამდენიმე დღით.

ობოლი ოფიცრისა და ობოლი ქალიშვილის სიყვარულის ამბავი

დედამ და მამამ ომის დაწყების წინ გაიცნეს ერთმანეთი. ქართველი ოფიცერი და უკრაინელი სტუდენტი გოგონა ერთმანეთს ლენინგრადში შეხვდნენ. დედა სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსზე სწავლობდა. მაშინ სავალდებულო სამხედრო მომზადებაში ჩათვლის მისაღებად აუცილებელი იყო ცხენოსნობის ცოდნა. ამ დროს საბჭოთა კავშირში ცხენოსანთა არმია ფუნქციონირებდა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები სამხედრო ბაზაზე გაგზავნეს. დგას თურმე განმარტოებით 19 წლის გოგონა, ეშინია. ჩამოიქროლა ცხენზე ამხედრებულმა ოფიცერმა, დასტაცა ხელი და ცხენზე შეისვა. დედა იხსენებდა: ბუმბულივით ამიტაცაო. ეს მხედარი მამა გახლდათ. დედაც მამასავით დაბადებიდანვე დაობლდა.

„დურაკ ტი, ნიკიტა!“

ხრუშჩოვი მამას უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა, როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა მამის ბიოგრაფია, უფრო რუს გენერლად მიაჩნდა და, ამდენად, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე ვასილ მჟავანაძის კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. ხრუშჩოვს საქარველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირველესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა. მამა იხსენებდა: „შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: „საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!“ რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე,   – აქ რას აკეთებ-მეთქი. 

– არ ვიცი, – მიპასუხა მან. 

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს: ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, – ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება: – თქვენ რატომღა იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი – სუკის თავმჯდომარის“. ეს ეპიზოდი მამამ პენსიაზე ყოფნისას გვიამბო. 1960 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში 30 ათასი ეკლესია დახურა. მან ანტიქრისტიანული აქცია პირველად თავის სამშობლოში – უკრაინაში განახორციელა: სუმსკის ოლქში მდებარე სამონასტრო კომპლექსი – გლინსკის მონასტერი დახურა, ღვთისმსახურები კი დაარბია და განდევნა. ისიც ცნობილია, რომ ხრუშჩოვის და, ძმისა და საერო ცხოვრებისგან გარიდებული, უკრაინის ამ მონასტერში მონაზვნად ყოფილა აღკვეცილი. ეკლესიის დარბევის შემდეგ მონაზონ დას თავისი ძმისთვის ასეთი სიტყვებით მიუმართავს: „ნე ზრია ოტეც გოვორილ, შტო ტი დურაკ, ნიკიტა!“ რა ბედი ეწია ხრუშჩოვის მონაზონ დას, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, გლინსკის მონასტრიდან დევნილ ბერ-მონაზვნებს საქართველოსკენ გამოუწევიათ. ერთ-ერთი დევნილი ღვთისმსახური, მამა ზინოვი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეწეოდა საღვთისმსახურო მოღვაწეობას და მალე მიტროპოლიტიც გახდა. სწორედ მამა ზინოვიმ აღკვეცა ბერად საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

პარტიზანული გეგმები და გამწარებული ხრუშჩოვი

სტალინის გარდაცვალების შემდეგ მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყვიტეს და მაღაროების ამოვსება დაიწყეს. ვასილ მჟავანაძის მეცადინეობით, მივაღწიეთ იმას, რომ გვირაბები კი არ ამოგვევსო, არამედ, გამოგვეყენებინა, როგორც თავდაცვითი საშუალება. გაფორმდა მაღაროების დაკონსერვება და ამისთვის თანხები გამოიყო, სინამდვილეში კი მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და 1966 წლის 11 იანვარს პირველი რიგი გაიხსნა: „თავისუფლების მოედანი“ – „ვაგზალი“. რაც შეეხება სპორტის სასახლეს, მაშინ აშენდა, როდესაც ხრუშჩოვმა მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალა სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა. ამიტომაც, სპორტის სასახლე ცოტათი მიწაშია ჩასმული, რათა ძალიან თვალში საცემი არ ყოფილიყო – ეს საგანგებოდ გაკეთდა. ხრუშჩოვი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სპორტის სასახლეც დაათვალიერა. მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის შესასვლელი და კიბეები მარმარილოსი გახლავთ. ხრუშჩოვს რომ არ შეემჩნია მარმარილოს კიბეები, შავად შეღებეს, მაგრამ, ვის მოვატყუებდით – ხრუშჩოვს ისეთი თანაშემწეები ჰყავდა, უმალ შენიშნეს და მოახსენეს კიდეც. სტადიონის მშენებლობაც პარტიზანულად განხორციელდა: გავიტანეთ პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც ორი მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ, ძველი სტადიონი, ფაქტობრივად, დაინგრა და აშენდა ახალი, რომელიც 9 მილიონი მანეთი დაჯდა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია და ეს საკითხი ოცდამეორე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში იყო შეტანილი, მაგრამ, მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღეს. ამ საქმემ მსუბუქად ჩაიარა“.

 

 

скачать dle 11.3