კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: რატომ არის აუცილებელი კვების რაციონში მოხარშული და უმი პროდუქტების შეთავსება?

პასუხი: დაბალანსებული კვების რაციონში აუცილებელია, შეიტანოთ სხვადასხვა სახის ამინომჟავებისა და ვიტამინების შემცველი პროდუქტები, რადგან, სწორედ ისინი შეიცავენ ამ ნივთიერებებს სხვადასხვა რაოდენობით. ამის გარდა, ვიტამინების ნაწილი ნადგურდება კულინარიული დამუშავების დროს და ამიტომაა სასურველი უმი პროდუქტების მიღება.

კითხვა: ვარ 20 წლის. ბოლო დროს დამერღვა ციკლი და ამის შემდეგ ყველგან თმა გამიჩნდა: სახეზე, ტანზე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენ ჰორმონალური ფონის გამოკვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ.

კითხვა: ექვსი თვის წინ, ძლიერი სტრესის შემდეგ, მარჯვენა სარძევე ჯირკვალში  დამეწყო ტკივილი, რომელიც თანდათან გაძლიერდა (ორი ღამე არ მეძინა). მამოლოგის კონსულტაციის შემდეგ ოთხი თვის განმავლობაში ვიღებდი მასტოდინონის წვეთებს, ახლა კი ყველაფერი ისევ მეორდება. ამჟამად გათხოვილი ვარ, ბავშვი ჯერ არ მყავს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი ტკივილები დიფუზური მასტოპათიის გამოვლინებაა. შესაძლოა, მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს სტრესი და გადატვირთვა. მასტოდინონი, პროჟესტოჟელი და დამამშვიდებელი პრეპარატები 6 თვიდან 1 წლამდე ვადით ინიშნება. თქვენთვის ახლა ორსულობა და ბავშვის სრულყოფილი ბუნებრივი  გამოკვება  საუკეთესო მკურნალობა იქნებოდა.

კითხვა: დიდი ხანი არ არის, რაც ჩემს მეუღლეს (43 წლის მამაკაცი) დაუდგინეს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი (ის ოთხჯერად ნემსებზეა). შესაძლებელია თუ არა, ასეთ ვითარებაში, ჩემი ორსულობის დაგეგმვა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა?

პასუხი: მთავარი როლი ნაყოფის ორგანიზმის ჩამოყალიბებაში ენიჭება ქალის ჯანმრთელობასა და ასაკს. იმის ალბათობა, რომ ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილება, დაახლოებით 10 პროცენტია.  რისკის ასეთი მაჩვენებელი საშუალოდ ითვლება და ამის გამო ბავშვის გაჩენაზე უარს არ ამბობენ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3