„შოპოჰოლიკის” ფავორიტი „პორტუ”
პორტუგალიაში ტრადიციად ქცეული კონკურსი გაიმართა შოპინგის მოყვარულ ქალბატონებს შორის და „წლის შოპოჰოლიკად” მომხიბლავი, 20 წლის მარია ჟოაო დომინგესი გახდა. სატელეკომუნიკაციო მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი – მარია თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს შოპინგსა და ფრენბურთს უთმობს. ასევე, ქომაგობს პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო გუნდს, „პორტუს”. მარია, რომელიც ცნობილია ეროტიკულ ფოტოსესიებში მონაწილეობით, „პორტუს” კოლუმბიელ ლეგიონერს, ჯეიმს როდრიგესს ეტრფის. ამბობენ, რომ მას ყველა შანსი აქვს, „დრაკონების” ლიდერი საწოლში ჩაიგოროსო.