ესპანეთის მედროშე – ნადალი
ესპანეთის ნაკრების მედროშე, ლონდონში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი იქნება. ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი ზაფხულის დასაწყისში გახდება. მანამდე კი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი წესდების მიღებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ერთ სპორტსმენს არ ექნება უფლება ორჯერ იყოს მედროშე გახსნის ცერემონიალზე. 2008 წელს პეკინში, გახსნაზე ესპანეთის დროშა ნიჩბოსან დავიდ კალს ეჭირა, რომელსაც ახალი წესდების თანახმად, აღარ ექნება ამის უფლება. წინა ოლიმპიადაზე ნადალმა ოქროს მედალი მოიპოვა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში. ამჟამად მსოფლიო რეიტინგში რაფას მეორე ადგილი უკავია. ასევე ცნობილია, რომ სარეზერვო მედროშე – ველომრბოლელი სამუელ სანჩესი იქნება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ლონდონში 27 ივლისს გაიმართება.