კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ქრისტიანს მარხვაში?

პასუხი: მარხვის დროს ეცადეთ, განეშოროთ ამქვეყნიურ ამაოებას, რათა იფიქროთ საკუთარ ცოდვებზე. მოემზადეთ გულწრფელი აღსარებისთვის, რომელიც გაგწმენდთ ცოდვებისგან. მარხვის დროს უნდა აღიკვეთოთ ცხოველური საკვები, იაროთ ეკლესიაში, დაესწროთ წირვა-ლოცვას, იკითხოთ წმიდა სახარება და აკეთოთ ბევრი სიკეთე: მოიკითხეთ სნეულნი, უპოვარნი, ნუგეში ეცით უნუგეშოთ.

კითხვა: რომელ დღეებში შეიძლება ახლა, დიდმარხვის პერიოდში, თევზის მიღება?

პასუხი: დიდმარხვა, ანუ აღდგომისწინა მარხვა ყველაზე მძიმეა, ამიტომ, თევზის მიღება არ შეიძლება, გარდა ხარებისა და ბზობისა. ხარება მოძრავი დღესასწაული არ არის, ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება, ხოლო ბზობა – აღდგომის წინა კვირას. წელს ბზობა 8 აპრილს იზეიმება.

კითხვა: როდესაც ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, ჭირისუფლები ჭიშკარს, შემოსასვლელ კარს, ღიას ტოვებენ. ეს ქრისტიანული ტრადიციაა?

პასუხი: ჭიშკრის ღიად დატოვებას საეკლესიო კანონიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს ჩვეულება პრაქტიკული ქცევის წესიდან მომდინარეობს. ამ დროს, მოგეხსენებათ, ოჯახში თანაგრძნობისა და მწუხარების გასაზიარებლად მიდიან და მათ კარი ღია უნდა დახვდეთ.

კითხვა: არის თუ არა ცოდვა ცნობისმოყვარეობა?

პასუხი: საერთოდ, მორწმუნე ქრისტიანი ვალდებულია, ყველა საკითხში დაიცვას ზომიერების გრძნობა. გადამეტებული ცნობისმოყვარეობა, რა თქმა უნდა, ცოდვაა, რადგან ის კიდევ სხვა ცოდვებს წარმოშობს, მაგალითად: შურს, განკითხვას, ჭორაობას და სხვა. განსაკუთრებით ერიდეთ სხვისი ცხოვრების დეტალების გარკვევას, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაიცავით სიმშვიდე.

 

скачать dle 11.3