კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

ნეტარი ავგუსტინე: ჯობია ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია, მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.

იოანე ოქროპირი: ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ, სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცხონებას ვერ მოიპოვებს.

დიმიტრი როსტოველი: საკუთარი ბოროტი საქმეებიც საკმარისად გაქვს, სხვის ცოდვებს რომ არ ვუყუროთ.

იოსებ ათონელი: ღვაწლისა და სისხლის დათხევის გარეშე, ვნებათაგან გათავისუფლებას ნუ მოელი. დანაშაულის შემდეგ ჩვენი ნიადაგი ნარ-ეკალსა და ძეძვს აღმოაცენებს. ჩვენ განწმენდა გვემცნო, ოღონდ, ვნებები დიდი ტკივილით, სისხლმდინარე ხელებითა და მრავალი სულთქმით აღმოიფხვრება. ამრიგად, იტირე, ცრემლთა მდინარეები დაღვარე და დალბება შენი გულის ნიადაგი, და როცა მიწა მორწყული გექნება, ეკლებს იოლად აღმოფხვრი.

ილია მეორე: კულტურა არის მუდმივი მზადყოფნა სხვისთვის სიხარულის მისანიჭებლად, ზრუნვა მომავლისთვის, ახალგაზრდებისა და, საერთოდ, ადამიანისთვის ღვთივმინიჭებული უნარისა და შესაძლებლობების გამოვლინებისთვის, მოყვასში და საკუთარ თავში შემოქმედებითი ძალისა და მრავალმხრივი ტალანტის აღმოჩენისა და გამომზეურებისთვის.

იოსებ მღვიმელი: თუ ნამდვილად გსურს, ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც, ჩვენი გულის სიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს.

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუმცა, ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით და, ეს სოფელიც, თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს, ვისწრაფოთ სათნოებისკენ ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ, მასში განმტკიცება ჩვენს ხელთ არ არის, არამედ, უფლის ნებაა; უფალი გვიფარავს არა ღვაწლისთვის, არამედ, სიმდაბლისთვის: „სადაც დაცემა აღსრულდა – იქ მანამდე ამპარტავნება უფლობდა“, – ამბობს კიბისაღმწერელი.

ბასილი დიდი: როგორ უნდა მოვეპყრათ მოყვასს? მიეგებე სიამოვნებით, მიუგე ნათელითა პირითა, ყველას მიმართ იყავი კეთილგანწყობილი, მისაწვდომი, ნუ დაიწყებ თავის ქებას, ნუ აიძულებ სხვას – ილაპარაკოს შენზე, ნუ შეითვისებ უბირს სიტყვას, რაც შეიძლება მეტად დაფარე შენი უპირატესობა, შენვე ამხილე შენი თავი ცოდვებში და ნუ უცდი სხვათაგან მხილებას, ნუ ამბობ მძიმე საყვედურებს, ნუ ამხელ სწრაფად და ვნებით, ნუ გაჰკიცხავ მცირედმნიშვნელოვანისთვის ისე, თითქოს შენ უეჭველად მართალი იყო. ყოველი ღონე იხმარე, რათა არ იყო ხოტბაშესხმული კაცთაგან, როგორც ამას სხვები სჩადიან.

ისააკ ასური: რაც მარილია ყოველგვარი საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.

ნიკოდიმოს ათონელი: ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ, ყველა თავმდაბალი უტყვია.

 

скачать dle 11.3