კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ადოლფ ჰიტლერსა და კონრად ადენაუერთან გერმანიის პრეზიდენტს იოაჰიმ გაუკს და რა თანამდებობაზე დანიშნა ის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა

მას შემდეგ, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კორუფციაში ბრალდებულმა პრეზიდენტმა, კრისტიან ვულფმა სკანდალურად დატოვა თანამდებობა, ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პრეზიდენტის თანამდებობაზე 72 წლის იოაჰიმ გაუკის კანდიდატურა მოიწონა. 2010 წელს გაზეთ „ზი დოიჩე ცაიტუნგის” მიერ წლის გერმანელ პოლიტიკოსად აღიარებული გაუკი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა სამშობლოში, რომელიც მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს. „თბილისელების” ამ ნომერში გერმანიის ახალი პრეზიდენტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გთავაზობთ.
* იოაჰიმ გაუკი 1940 წლის 24 იანვარს, მაშინდელი მესამე რეიხის ქალაქ როსტოკში დაიბადა. მამამისი იყო გემის კაპიტანი, მოგვიანებით კი, საზღვაო ჩინოვნიკი, ხოლო დედა – საოფისე მუშაკი. გაუკის მშობლები 1932 წლიდან ადოლფ ჰიტლერის მმართველი პარტიის – გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრები გახლდნენ. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ბრიტანელების ტყვე იყო, საიდანაც 1946 წელს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაბრუნდა, თუმცა, 1951 წელს ის დააპატიმრეს დასავლეთის სასარგებლოდ შპიონაჟისა და ანტისაბჭოთა აგიტაციის პროპაგანდისთვის.  მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, იოაჰიმ გაუკის მამა ღია სასამართლო სხდომაზე გაამართლეს. თუმცა, სასამართლო დარბაზიდან  „გაუჩინარდა” და მხოლოდ 1955 წელს, კონრად ადენაუერის საბჭოთა კავშირში ვიზიტის შემდეგ, გაათავისუფლეს (სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა მრავალი პოლიტიკური პატიმარი გამოუშვა ციხიდან, მათ შორის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც). ამ წლების განმავლობაში ოჯახმა არ იცოდა, სად იმყოფებოდა ის, რადგან მთავრობა მალავდა, რომ გაუკი-უფროსი ციმბირში ბანაკში იყო. მამის დაპატიმრებამ და შემდგომმა მოვლენებმა იოაჰიმს პოლიტიკური შეხედულებები ჩამოუყალიბა და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, არ მალავდა თავის ანტიკომუნისტურ პოზიციას.
* სკოლის დამთავრების შემდეგ, იოაჰიმს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ანტიკომუნისტური ხედვის გამო, დემოკრატიული გერმანიის კომუნისტურმა რეჟიმმა არ მისცა მას ჟურნალისტური განათლების მიღების საშუალება. შემდეგ ის მეკლენბურგში პროტესტანტული ეკლესიის წინამძღვარი გახდა. წინამძღვრის საქმიანობა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მმართველი რეჟიმის ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულების გამო,  იდევნებოდა. გაუკს მრავალი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დავალებით. გაუკის დოსიეში ეწერა, რომ ის „გამოუსწორებელი ანტიკომუნისტია”.
* 1989 წელს იოაჰიმ გაუკი დემოკრატიული ოპოზიციური მოძრაობის ახალი ფორუმის წევრი გახდა. მონაწილეობდა მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ მიტინგებსა და დემონსტრაციებში. 1990 წლის 2 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანებამდე ერთი დღით ადრე, იოაჰიმ გაუკი სახალხო პალატამ შტაზის არქივის მმართველად აირჩია. მომდევნო დღეს კი მისი კანდიდატურა მოიწონეს – ფედერალურმა პრეზიდენტმა, რიჰარდ ფონ ვაიცზეკერომ და ფედერალურმა კანცლერმა, ჰელმუტ კოლმა. შტაზის არქივის მმართველის თანამდებობაზე იოაჰიმ გაუკმა 2000 წლამდე იმუშავა.
* 1998 წელს იოაჰიმ გაუკმა „კომუნიზმის შავი წიგნისთვის” გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დაწერილი თავი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ჩეხეთის ექსპრეზიდენტთან, ვაცლავ ჰაველთან ერთად, ის გახდა „ევროპულ სინდისა და კომუნიზმზე პრაღის დეკლარაციის” შექმნის ინიციატორი. მისი ხელმოწერა ამშვენებს „კომუნიზმის დანაშაულთა” დეკლარაციას და მის მოწოდებებში აღნიშნულია კომუნისტური რეჟიმების დანაშაულებრივი ქმედებების დაგმობა. იოაჰიმ გაუკი არის ინიციატორი პროექტისა, დაინიშნოს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა დღე, რომელიც საბოლოოდ, ევროპის პარლამენტმა 2009 წლის 2 აპრილს დაამტკიცა.
* 2010 წელს, 70 წლის იუბილეზე, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მისალოც ბარათში იოაჰიმ გაუკს „დემოკრატიის ჭეშმარიტი მასწავლებელი” უწოდა. აღნიშნა მისი წვლილი დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში გერმანიის ტერიტორიაზე. ბრიტანულმა გამოცემამ „ინდეპენდენტმა” იოაჰიმ გაუკს უწოდა „ნელსონ მანდელას – გერმანული პასუხი”.
* 2010 წელს იოაჰიმ გაუკი მონაწილეობდა ფედერაციულ საპრეზიდენტო არჩევნებში. წარდგენილი გახლდათ გერმანიის „მწვანეთა” და „სოციალ-დემოკრატების” პარტიის მიერ, თუმცა არც ერთი ამ პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. ერთხელ საკუთარი თავი იოაჰიმ გაუკმა შემდეგნაირად დაახასიათა: „მე ვარ მემარცხენე, ლიბერალ-კონსერვატორი. მე არ ვარ არც „წითელი” და არც „მწვანე”. მე ვარ – იოაჰიმ გაუკი”. ცნობისთვის, იმ არჩევნებში ის კრისტიან ვულფთან დამარცხდა, რომელიც ახლახან სკანდალურად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
* მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ანგელა მერკელმა პრეზიდენტის პოსტზე იოაჰიმ გაუკის კანდიდატურა მოიწონა, ეს ფაქტი თავად გააუქმა და ასე შეაფასა: მეამაყება, „რომ მე, რომელიც ომის ბნელ წლებში დავიბადე, 50 წლის განმავლობაში დიქტატურის რეჟიმში ვცხოვრობდი, შემდეგ კი ქვეყნის გაერთიანების საკითხებზე ვმუშაობდი, ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ვარ წარდგენილი. დავამატებდი იმას, რომ არ ვარ სუპერმენი და შეცდომებისგან დაცული”. გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად შეხვდა გაუკის კანდიდატურას. გავლენიანმა „დერ შპიგელმა” ის „საუკეთესო პრეზიდენტად” მოიხსენია. მასმედიის სხვა საშუალებებმა კი უწოდეს „კანდიდატი გულიდან”.
* იოაჰიმ გაუკი 19 წლის ასაკში, თავის თანაკლასელსა და ბავშვობის სიყვარულზე, ჰანსი რადტკეზე დაქორწინდა, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად. წყვილმა ერთად 1991 წლამდე იცხოვრა, რის შემდეგაც ერთმანეთს დაცილდნენ. იოაჰიმს ოთხი შვილი ჰყავს: კრისტიანი, მარტინი, გესინე და კატარინა. 80-იანი წლების ბოლოს კრისტიანი, მარტინი და გესინე დასავლეთ გერმანიაში გაიქცნენ, ხოლო კატარინა მშობლებთან ერთად დარჩა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ გაუკების ოჯახიც გაერთიანდა. 2000 წლიდან იოაჰიმ გაუკი ყოველგვარი ოფიციალური ფორმალობების გარეშე, ცხოვრობს ბავარიელ ჟურნალისტთან, დანიელა შადტთან.
* 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში იოაჰიმ გაუკის მობილურ ტელეფონზე უამრავი შეტყობინება და მოლოცვა მოდიოდა ესემესის სახით. ჟურნალისტები ინტერვიუს ორგანიზებას ითხოვდნენ, ხოლო ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები გაუკს მეორე ტურში გადასვლას ულოცავდნენ. თუმცა, საქმე ისაა, რომ აბსოლუტურად ყველას გაუკის ძველი ნომერი ჰქონდა ჩაწერილი და ესემესებიც და ზარებიც 23 წლის ჰამბურგელ ჰენრიკ აიგენფელდს მისდიოდა. კონდიციონერების ხელოსანი თავიდან ყურადღებას არ აქცევდა ამას, თუმცა მას შემდეგ რაც ამან ხშირი ხასიათი მიიღო იგი დაუკავშირდა ფიჭურ ოპერატორს, რომლისგანაც სიმ-ბარათი შეიძინა და აღმოჩნდა, რომ წარსულში ამ ნომრით იოაჰიმ გაუკი სარგებლობდა, გერმანიაში ჩაბარებული ნომრების გააქტიურება, ჩაბარებიდან 6 თვის თავზე ხდება, სწორედ ამ გაუგებრობის გამო, ჰენრიკ აიგენფელდი გერმანიაში ცნობილი გახდა.
* პოტსდამის პრემიის გადაცემაზე იოაჰიმ გაუკმა მადლობა გადაუხადა დანიელ კარიკატურისტს, კურტ ვესტერგაარდს, რომელმაც სახელი მუჰამედის კარიკატურების დახატვით გაითქვა. თავის გამოსვლაში, გაუკმა, კარიკატურისტისთვის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა, რომ ამაყობს მხატვრის მამაცობით, რადგან მან შეძლო და დაშინების ფაქტების მიუხედავად, მაინც გაავრცელა სკანდალური კარიკატურები. მოგვიანებით, იოაჰიმ გაუკი ამ ფაქტის გამო გერმანიის მუსლიმანთა კავშირმა მწვავედ გააკრიტიკა.

скачать dle 11.3