კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგზის გათავისუფლებულები

ანუ ფასდაუდებელი რჩევები

ისევ და ისევ ელექტრონული დემოკრატიის წყალობით, საზოგადოებისთვის უკლებლივ ყველა პატიოსანი გვამის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაცია ხელმისაწვდომია (ერთი ისაა, რომ დეკლარაციების სიზუსტეს მაინც არავინ ამოწმებს). ამის მიუხედავადაც, მეტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა გვექმნება ზემომდგომთა ცხოვრების პირობების შესახებ. ჰოდა, ჩვენც ვისარგებლეთ ელდემოკრატიის ამ მიღწევით და დავადგინეთ, რომ 2011 წლის განმავლობაში, მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველ ნატალია ყანჩელს, თვით პრეზიდენტზე მეტი ხელფასი აუღია (ნატალია ყანჩელი თვეში 6 385 ლარს იღებდა და, ალბათ, კვლავაც იღებს, მიხეილ სააკაშვილი კი – 4 720-ს). ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, რატომ დაიჩაგრა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ, ვვარაუდობთ, რომ ქ-ნი ყანჩელი, როგორც ჩანს, მეტად ფასდაუდებელ რჩევებს აძლევს, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, ეკონომიკურ მრჩევლებზე და, აი, რატომ: გასულ კვირას, ამჯერად წნორში გახსნილი საავადმყოფოს დათვალიერებისას საქართველოს პრეზიდენტმა იქ შეკრებილ გლეხობას (გნებავთ, ფერმერობას) აუწყა, რომ, მისი ინიციატივით, ამიერიდან და ყოველთვის გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია დღგ-სგან თავისუფლდება! მომყავს ციტატა: „ხალხს მიწის დამუშავება ჯერ კიდევ ძალიან უჭირს, რადგან საწვავი გაძვირდა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტში ინიციატივით შევიდეთ, რომ გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია, თავიდან ბოლომდე, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდეს, რათა ჩვენს მაღაზიებში ქართული პროდუქცია მთავარი იყოს.“ მეორე მხრივ, „საგადასახადო კოდექსის“ დღეს მოქმედი ვარიანტით, სოფლის მეურნეობის პროდუქცია ისედაც გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ამდენად, იბადება რიტორიკული კითხვა: მრჩევლებს სძინავთ?! თუმცა, არც ის ვარიანტია გამორიცხული, ხელფასის დათვლით იყვნენ გართულნი.

скачать dle 11.3