კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბატკნესები

როდის გახდება ბინების ტუალეტებით სარგებლობა ფასიანი

იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ საქართველოს მოქალაქე პაციენტი ყველაზე დაუცველი ბატკანია თვით ოთხფეხა ბატკნებს შორისაც კი, ყოველ  ნაბიჯზე წააწყდებით. მეორე მხრივ, არანაკლებ ბატკნურები ვბრძანდებით სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაშიც (განსაკუთრებით, სახელმწიფო დაზღვევის მქონენი). ამას ისიც აძლიერებს, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არც ექიმი-პაციენტის და არც მზღვეველი-დაზღვეულის ურთიერთობის დამარეგულირებელი სამართლებრივი მექანიზმი. ალბათ, ერთადერთი ნათელი წერტილი მედიაციის სამსახურია (თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტანდარტი არ არსებობს, ნათელი წერტილობის ალბათობა დაბალია). დაბალია თუ მაღალი, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის 80-ე დადგენილების წყალობით, ის კიდევ უფრო დადაბლდება. კერძოდ, ამ ჩვენი ყოველმხრივ დაცული მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება ფასიანი ხდება. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელ ლევან კალანდაძის თქმით, იურიდიულ პირებს მედიაციის ცენტრის მომსახურება 500 ლარი დაუჯდებათ, აი, ფიზიკური პირებისთვის დაწესებულ თანხას კი 1 ივნისიდან შევიტყობთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მედიაციის სამსახურს, ძირითადად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა მიმართავს, აშკარაა, რომ მომსახურების გაფასიანების შემდეგ მიმმართველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება (ანუ მზღვეველებსა და სამედიცინო დაწესებულებებს რჩებათ ბურთი და მოედანი).
რთული სათქმელია, რატომ დაიბანა სახელმწიფომ ორთავ ხელი საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე, მაგრამ, ამის ფონზე, დიდი ალბათობითაა სავარაუდო, რომ სულ მალე საცხოვრებელი ბინების ტუალეტებით სარგებლობაც ფასიანი გახდება.

скачать dle 11.3