კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავგზააბნეულები

სარვამარტო საჩუქარი – ეულად ცირკში

შესაძლოა, იმიტომ რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ 8 მარტი, წელიწადის 365-ვე დღე ქალებს მიუძღვნა და, თუ მთლად საკანონმდებლო ინიციატივით არა, ქალბატონების გაბრაზება სიტყვიერი ბრძანებით აკრძალა, ამ ინიციატივას ქართული განათლების სისტემაც გამოეხმაურა (მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, ჩვენს საგანმანათლებლო უწყებას სრულიად დამოუკიდებლად მომწიფებოდა თავში ის ბრწყინვალე იდეა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ).
ერთი სიტყვით, სკოლის მხოლოდ და მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები სკოლის დირექტორებს 8 მარტს (შეგახსენებთ, 8 მარტი უქმეა) ცირკთან დაუბარებიათ (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე სკოლიდან). სატელეფონო საუბრისას მათთვის ცირკთან გამოცხადების მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ (ხოლო, რაკი ცირკთან თავშეყრა ცოტა-ცოტა საჩოთირო ასოციაციებს იწვევს, ჩვენ არ ვიცით, რა გაიფიქრეს დირექტორის ბრძანებით მოქმედმა პედაგოგებმა, ანუ, ანეკდოტის არ იყოს, გაემზადნენ თუ არა „ინტერვიუსთვის“).
თუმცა, საქმე გაცილებით მარტივი აღმოჩნდა: პედაგოგებს სარვამარტო საჩუქრად ცირკის წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთები გადასცეს (სხვათა შორის, წარმოდგენის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მიიყვანეს). ოღონდ, ისიცაა, რომ „ბილეთები“ მეტად ხმამაღალი ნათქვამია, რადგან, თითო პედაგოგს მხოლოდ თითო ბილეთი უფეშქაშეს (აი, ასეთი ზედმიწევნით აღზრდილი და ტაქტიანია ჩვენი გამორეფორმირებული განათლების სისტემა!).
ხოლო, რაკი 8 მარტი მომავალ წელსაც მოვა, იქნებ ვინმე მადლიანმა ამთავითვე შეატყობინოს ამ ჩვენი საჯარო სკოლების მესაჭეებს (მომავალი თაობების აღზრდა რომ უკისრიათ), რომ, ჯერ ერთი, 8 მარტს ქალი ცირკში არ უნდა დაპატიჟო და, თუ ეს არ იცი, სულ ცოტა, თითოსთვის 2 ბილეთი მაინც უნდა გაიმეტო.

скачать dle 11.3