კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა მარო ბაბომ მეზობლის ოჯახი დანგრევას

 

ჩვენს სოფელში ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა – მარო ბაბო. ბრძენი ქალი იყო, მის სიტყვას ფასი ჰქონდა. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, მასთან ჭკუის საკითხავად დადიოდა. გარდა ამისა, ათასნაირ ბალახეულ წამალს ამზადებდა და თანასოფლელებს უსასყიდლოდ კურნავდა ათასგვარი დაავადებისგან; თან, ნაირ-ნაირი შელოცვაც იცოდა. მას ყველა პატივს სცემდა, უჯერებდა და მისი ძალიან ერიდებოდათ კიდეც, რადგან, საკმაოდ პირდაპირ და უცერემონიოდ იცოდა ხოლმე ლაპარაკი და, ამიტომ, ცდილობდნენ, თვალში ცუდად არ მოხვედროდნენ და მისი ქილიკის საგანი არ გამხდარიყვნენ.

მარო ბაბოს მეზობლად ცხოვრობდა ახალგაზრდა ქალი – ნატუა. ლამაზი ქალი იყო, მაგრამ საშინელი ფეთხუმი. სახლ-კარი ხომ სულ არეულ-დარეული ჰქონდა, თვითონაც სულ აჩაჩულ-დაჩაჩული, ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი დადიოდა და ამის გამო მისი სახლიდან მუდმივად ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ქმარი სისუფთავეს სთხოვდა და ემუქრებოდა, იცოდე, ბოზებში წავალო. როგორც მეზობლები ამბობდნენ, დაძვრებოდა კიდეც ვიღაც-ვიღაცეებთან, რადგან, ნატუა თავის მეგობარ ქალებს შესჩიოდა, ჩემი ქმარი არ მეკარება და, არ ვიცი, რა ვქნაო. იმდენი იწუწუნა და ივიშვიშა, ერთ-ერთმა მეგობარმა ურჩია: მარო ბაბოსთან მიდი. ბრძენი ქალია, ყველაფრის წამალი იცის და, შენც არ დაგზარდება, დაგეხმაროსო. გაუხარდა ნატუას – აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეო და მაშინვე გადაფრატუნდა მარო ბაბოსთან და თავისი გასაჭირი უამბო. მიხვდა მოხუცი, რაშიც იყო საქმე და უთხრა, ხვალ საღამოს, როცა შენი კაცი სახლში არ იქნება, შემატყობინე და თქვენსა გადმოვალ, რომ შენს სახლ-კარს შევულოცო, მაგრამ, თუ სახლი დალაგებული არ დამხვდება, იცოდე, ლოცვა არ გაჭრის და უარესი დაგემართება, ვიდრე ახლა გჭირსო. გახარებული ნატუა გაიქცა სახლში და ისე დააწკრიალა იქაურობა, სულ ბდღვირი ადინა. საღამოს კი მარო ბაბოს შეუთვალა, ჩემი კაცი ნათესავებში წავიდა, მეც ყველაფერი მზად მაქვს და გადმოდიო. გადავიდა მარო ბებო, დაათვალიერა მთელი სახლი, მოუწონა დალაგებული და შეულოცა. მერე უთხრა, ეს შელოცვები მთელი თვე უნდა გაგრძელდეს, შენ კი წამალს დაგიმზადებ და, იმას რომ დალევ რამდენჯერმე, შენი ქმარი ისე მოგეწებება, სხვა ქალისკენ აღარც გაიხედავსო.

დაიბარა მარო ბაბომ გახარებული ნატუა თავისთან საღამოსთვის და შეჰპირდა, წამალს დაგახვედრებო.

ზუსტად დაბარებულ დროს მივარდა ნატუა გულისხეთქებით – ხომ მზად არის წამალიო. გამოუტანა მარო ბაბომ ნახევარლიტრიანი არყის ბოთლით „წამალი“ (სინამდვილეში, წყალში შერეული ცოტაოდენი არაყი და დანით ჩაფხეკილი ნახშირი იყო) და ეუბნება: ეს წამალი დაძინებამდე ორი საათით ადრე უნდა დალიო ხოლმე ყოველდღე ჩაის კოვზით, მაგრამ, მანამდე კარგად თუ არ იბანავე, იცოდე, არ იმოქმედებს და მერე ჩემზე გულნატკენი არ დარჩეო. ნატუამ გულში ჩაიხუტა წამალი და სახლში გაიქცა.

ამ ამბიდან ორი დღეც არ იყო გასული, რომ ნატუაანთ სახლი ჩაწყნარდა – აღარც ჩხუბი ისმოდა და აღარც გინება. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი გაბადრული და ბედნიერი სახით, ნატუა კვლავ მივიდა მარო ბაბოსთან, ძღვენი მიართვა მადლობის ნიშნად და ეკითხება: ი შენი ჯადოსნური წამალი მითავდება და, რა ვქნათ, ახალს გამიკეთებ თუ აღარ არის საჭიროო? მარო ბაბო მაშინვე გავიდა საკუჭნაოში, რამდენიმე წუთში ისევ გამოუტანა ბოთლით თავისი „ჯადოსნური წამალი“ და უთხრა, მთელი წელი უნდა სვა, რომ შენი ქმარი საბოლოოდ მიიკერო კალთაზეო.

რამდენიმე დღის შემდეგ მადლიერმა ნატუამ ათამდე ახალგაზრდა ქალი მიაყენა კარზე მართლაც ბრძენ მოხუცს (თან ყველას ედო ჯიბეში ნახევარლიტრიანი ცარიელი ბოთლი) – ქმრები ზედ არ უყურებენ და, შენ გახარებას, ამათაც უშველეო.

 

скачать dle 11.3