*** მიდის ძროხა და წინ მთვრალი კატა შემოხვდა. – არა გრცხვენია‚ ფისუნიავ‚ ასეთი პატარა და მთვრალი?! – შენ კიდევ, ასეთი დიდი და ულიფოდ?!
ტიპი დისერტაციას იცავს თემაზე: „ალკოჰოლის მიღება ოყნით“‚ შემდეგი ტიპის არგუმენტებით: გაცილებით ნაკლები დოზა‚ მისაყოლებელი არ სჭირდება‚ ეფექტური შეწოვა და არავითარი სუნი. მოკლედ‚ წინწასული მეთოდია. ყველამ მოიწონა‚ თუმცა‚ ერთი ოპონენტი ადგა და დისერტანტს მიმართა:
– რასაკვირველია‚ ნამდვილად გამართლებული მეთოდია‚ მაგრამ, მაინტერესებს‚ რას გვეტყვით ბრუდერშაფტზე (ვახტანგურზე).
– ო‚ ეს უკვე ჩემი სადოქტორი დისერტაციის თემაა!
***
– თქვენი შვილი გეოგრაფიას ძალიან ცუდად სწავლობს.
– არა უშავს‚ ჩვენი შემოსავლით შორს მაინც ვერ წავა.
***
– „დედამიწა“! „დედამიწა“! მე „ბორტი 37“ ვარ. ვახორციელებ იძულებით დაშვებას‚ მოამზადეთ დასაფრენი ზოლი!
– აჰა‚ ვინ გამცვალა იმ ნიანგ თიკაზე?! იფრინე ახლა! აეროდრომი არ იღებს!
***
ბებიამ და ბაბუამ მრავალი წლის შემდეგ სექსი გადაწყვიტეს. ბაბუს არაფერი გამოუვიდა, მაგრამ, ბებომ დაამშვიდა:
– არა უშავს‚ ნუ დარდობ‚ მთავარია‚ ერთმანეთი ხომ ნახეს...
***
ორი მეგობარი ერთმანეთს სკაიპით ელაპარაკება:
– დღეს სახლში ვარ‚ გამოიარე!
– სამსახურში რატომ არ წახვედი?
– საწარმოო ტრავმა მივიღე.
– კი მაგრამ‚ სამსახურში არაფერს ვაკეთებო და რა საწარმო ტრავმა?
– მთქნარებისას ყბა ამომივარდა.
***
ჩანაწერი ავტომოპასუხეზე:
– რა ეშმაკი გინდა?
***
– ახლა კი ამინდის შესახებ: ქარი – 20-22 მეტრი წამში‚ დროდადრო თოვლჭყაპი‚ ტემპერატურა 4-5 გრადუსი ყინვა. VIP-პერსონებისთვის: მშრალი თოვლი‚ მზე‚ 18-20 გრადუსი სითბო...
***
ტერორისტებმა ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებით სავსე თვითმფრინავი აიყვანეს და იმუქრებიან‚ თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ‚ ყოველ საათში თითოს გამოუშვებენ.
***
რეკლამა
„ჩემი შვილი ხშირად თამაშობს ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და ყოველთვის დასვრილი ტანსაცმლით ბრუნდება. რომელი სარეცხის საშუალება არ ვცადე – არაფერი გამოდის. ბოლოს შემთხვევით მომხვდა ხელში ტყავის ქამარი... მას შემდეგ‚ რაც ეს ქამარი გამოვიყენე‚ ჩემს ბიჭს ყოველთვის სუფთა ტანსაცმელი აცვია.
ტყავის ქამრები – საუკეთესო საშუალება ტანსაცმლის სუფთად შენარჩუნებისთვის“.
***
სვანეთის ერთ-ერთ სოფელში საბჭოთა წყობის დამყარებისთანავე დანიშნეს თავმჯდომარე‚ ბუღალტერი კი ვერა და ვერ შეარჩიეს. ბოლოს ერთ-ერთ შედარებით გონებაგახსნილს დაავალეს, ეწარმოებინა ბუღალტერია. იმანაც, აიღო ორი რვეული და ერთს დააწერა „შემოვიდა“‚ მეორეს – „გავიდა“. გავიდა ერთი წელი და წვალობს‚ ვერაფრით ვერ დააბალანსა. იფიქრა‚ იფიქრა... აიღო მესამე რვეული და დააწერა: „გავიდა და აღარ დაბრუნდა“.
***
– გაიგე? დალევის მოყვარულებს ახალი მეთოდი შეუმუშავებიათ – სულაც არ სჭირდებათ ორი თანამეინახის მოძებნა გასამებისთვის: აიღებენ სასმელს‚ მიუჯდებიან სარკეს და...
– კი მაგრამ‚ მესამე?
– პირველი ჭიქის შემდეგ სარკეში უკვე ორი იქნება.
***
– ალო‚ სახანძროა?
– დიახ... სად არის ხანძარი?
– არა ხანძარი არ არის... მაგრამ, ექიმი და პოლიციელი ჩხუბობენ და, აბა‚ სად დავრეკო?
***
– გოგო‚ თმა რა მაგრად გაქვს‚ თითქოს პარიკია.
– მართლა პარიკია.
– ვა! რა მაგარი პარიკია‚ ნამდვილ თმას ჰგავს...
***
ღია კარის დღე... ზოოპარკში.
***
რუსეთის ახალი გლობალური „ფლეშმობშოუ“: 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
***
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვიდან:
კითხვა 1. როგორი პრეზიდენტი გინდათ?
კითხვა 2. და, რა ჯანდაბად გინდათ?
***
თუ თქვენ არჩევნებზე წამოყენებული არც ერთი კანდიდატი არ მოგწონთ‚ თავი იმით ინუგეშეთ‚ რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი მათგანი მოვა.
***
– რით განსხვავდება მეზღვაური „ინტერნეტჩიკისგან“?
– მეზღვაურს გოგო ყველა პორტში ჰყავს‚ „ინტერნეტჩიკს“ – ყველა ქალაქში.
***
განცხადება:
„დავკარგე ჩანთა‚ სადაც იდო ოქროს ბეჭედი ბრილიანტის დიდი თვლით‚ კოსმეტიკა‚ ბლოკნოტი‚ ავტოკალამი და საფულე 10 ლარით. მპოვნელს ვთხოვ‚ დამიბრუნოს თუნდაც მხოლოდ ბეჭედი“.
***
ახალგამომცხვარი ექიმი პირველ მშობიარობას იღებს. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და პროფესორს შეფასება სთხოვა.
– პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგია‚ თუმცა, მომავლისთვის დაიმახსოვრე‚ რომ ტრაკზე ახალშობილს უნდა მოარტყა და არა დედას.
***
ოცი წელი გავიდა‚ რაც ერთად ვართ... რაღაც, გაცივდა ჩვენი ინტიმური ცხოვრება‚ ერთფეროვანი გახდა... კინოებში მინახავს‚ სხეულზე ტკბილეულობას იდებენ და პარტნიორები ჭამენ... ვცადოთ‚ იქნებდა გვიშველოს?..
ასეც მოიქცნენ.
– აბა‚ როგორი შეგრძნებაა?
– ო‚ მართლა კარგი იყო‚ წამოხტი, რა, კიდევ მომიტანე მურაბა...
***
– სრულიად ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, რაღაც მაინც აკლია...
– როგორ არა‚ მამაჩემს ყველაფერიც აქვს და სრულიად ბედნიერია... გუშინ ჩემმა დამ ზურა მოიყვანა სახლში და მამამ თქვა‚ ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვისო...
***
რუსეთში კონცერტია. კონფერანსიე აცხადებს:
– დღეს თქვენ წინაშე გამოვლენ გამოჩენილი მომღერლები‚ სახელოვანი დირიჟორები‚ ცნობილი პიანისტები‚ შესანიშნავი მოცეკვავეები და საუკეთესო იუმორისტები.
ხმა დარბაზიდან:
– არ შეიძლება‚ დღეს კონცერტი ებრაელების გარეშე ჩატარდეს?
– დიახ‚ რატომაც არა! კონცერტი დამთავრებულია!