კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მიწის ნაკვეთი აქვს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სულხან სისაურის ოჯახს


მათგან ერთი – 1952 წელს დაბადებული პეტრე მამრაძე, საკანონმდებლო საქმიანობას ეწევა, მეორე, 1978 წელს დაბადებული სულხან სისაური – აღმასრულებელ ფრონტზე იბრძვის (სახელდობრ, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეა). ბ-ნი მამრაძე 2008 წლის საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა, თუმცა ხანი გამოხდა და პოლიტიკური ორიენტაციაც შეიცვალა და პლატფორმაც ზედ მიაყოლა. სულხან სისაურს (და ამას მისი შრომითი ბიოგრაფიაც მოწმობს), პოლიტიკური პლატფორმა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ არ შეუცვლია. თუმცა, ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, ყველაფერი წინ აქვს.


პეტრე მამრაძე

1952 წელს დაბადებულ პეტრე მამრაძეს თსუ აქვს დამთავრებული, ის პროფესიით ფიზიკოსია და, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გახდა ხალხის რჩეული, ამჟამად „ფრაქციის გარეშე“ ფრაქციის წევრია, იმავდროულად კი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრიც. მისი შრომითი ბიოგრაფია 1975 წელს იწყება საქართველოს სსრ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროში, სადაც ინჟინერ-პროგრამისტად მუშაობდა; 1975 წლიდანვე იყო აბასთუმნის ობსერვატორიის ქალაქ თბილისის განყოფილების თანამშრომელი (1992 წლამდე). 1992 წლის აპრილ-ნოემბერში საქართველოს მინისტრთა კაბინეტში დაიწყო მუშაობა პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანაშემწედ და, იმავდროულად, ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1992 წელს „იმელისად“ წოდებული პარლამენტის წევრიც გახდა: იყო თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისიის მდივანიც. 1995 წლის იანვრიდან დეკემბრამდე სახელმწიფოს მეთაურის აპარატს ხელმძღვანელობდა, დეკემბერში კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდა და 2004 წლამდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. სავარძელი ვერც ვარდების რევოლუციამ შეურყია და პეტრე მამრაძე 2004-2008 წლებშიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი გახლდათ. 2008 წლის იანვარ-მარტში მთავრობის კანცელარიასთან შტატგარეშედ თანამშრომლობდა. 2008 წლის ივნისში კი საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრობაც გაინაღდა.

2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში პეტრე მამრაძემ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ოჯახის წევრებად კი მეუღლე – ლალი იაშვილი და ქალიშვილი – ელისაბედი.

დეკლარაციის მიხედვით, პეტრე მამრაძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი თბილისში, მთაწმინდაზე, 45 000 ლარად ღირებული; ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, 400 000 ლარად ღირებული და კოტეჯი ოქროყანაში, 50 000 ლარად ღირებული.

პეტრე მამრაძეს „თი ბი სი ბანკის“ შემნახველ ანგარიშზე 750 ლარი ერიცხებოდა, „თი ბი ბანკის“ საბარათე ანგარიშზე – 4 795 ლარი, „ბაზის ბანკის“ საბარათე ანგარიშზე კი – 8 631 ლარი.

ქ-ნი ლალი „თი ბი სი ბანკის“ ვადიან ანაბარზე 23 470 ლარს ინახავდა, საბარათე ანგარიშზე – 240 აშშ დოლარს, „ვი თი ბი ბანკის“ დეპოზიტზე – 7 000 აშშ დოლარს, ელისაბედ მამრაძეს კი, საბავშვო ანაბარზე 5 708 აშშ დოლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება დასაქმებას: 2007 წლის განმავლობაში პეტრე მამრაძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი გახლდათ და ამ თანამდებობაზე მუშაობამ მას ერთი წლის განმავლობაში 55 388 ლარი და 762 აშშ დოლარი მოუტანა; როგორც მთავრობის კანცელარიის შტატგარეშე თანამშრომელმა კი, 1 000 ლარი აიღო. მისი მეუღლე 34-ე საჯარო სკოლის პედაგოგია და მისი წლიური ანაზღაურება 3 520 ლარს შეადგენდა.

გასულ წელს ლალი იაშვილმა გაასესხა: 30 000 აშშ დოლარი (რისი წყალობითაც, შემოსავლის სახით 6 750 აშშ დოლარი მიიღო) და 40 000 დოლარი (რისი წყალობითაც შემოსავლის სახით 1 600 აშშ დოლარი მიიღო), ფულის გასესხებითვე მიიღო 2 700 აშშ დოლარიც.

2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ცვლილება არ არის პეტრე მამრაძის ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებაში და არც საბანკო ანგარიშებში: ქ-ნ ლალის ვადიან ანაბარზე ახლა 14 891 აშშ დოლარი ერიცხება, ელისაბედს კი, ზრდად ანაბარზე, უკვე 6 275 აშშ დოლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში პეტრე მამრაძემ რამდენიმე თანამდებობა მოიცვალა: 2008 წლის იანვარში იყო მთავრობის კანცელარიის უფროსი (ხელფასის სახით აიღო 3 540 ლარი), თებერვალში – საქართველოს მთავრობის კანცელარიის კონსულტანტი (ხელფასის სახით 1 000 ლარი აიღო), მარტიდან ივნისამდე საქართველოს პარლამენტის წევრის კუთვნილ პენსიას იღებდა (ოთხი თვის განმავლობაში ამ თანხამ 2 240 ლარი შეადგინა), როგორც პარლამენტის წევრმა კი (ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით) 29 088 ლარი აიღო.

ქ-ნი ლალი კვლავაც პედაგოგია, შესაბამისად, როგორც 34-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა, წლის განმავლობაში 441 ლარი აიღო, როგორც ბაკურ სულაკაურის სკოლის პედაგოგმა – 280 ლარი.

2009 წლის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ლალი იაშვილმა 2008 წლის იანვარში 40 000 აშშ დოლარი გაასესხა (6 თვით) და ამ საქმემ შემოსავლის სახით 4 800 აშშ დოლარიც მოუტანა. ქ-ნმა ლალიმ თანხა 2009 წელსაც გაასესხა (45 000 აშშ დოლარი 3 თვით), მაგრამ ჯერჯერობით შემოსავალი არ მიუღია.

პეტრე მამრაძეს კი ხარჯიც ჰქონია: მას 3 800 აშშ დოლარად 1995 წლის „ოპელ ასტრა“ შეუძენია.

სულხან სისაური

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სულხან სისაური ძლიერ ახალგაზრდაა, ის 1978 წელსაა დაბადებული. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ქართულ ეკონომიკურ განვითარებას უნდა მიხედოს, მან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს დაიწყო იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტში, სადაც მან სტაჟიორად 2001 წლის ივლისამდე იმუშავა. 2001 წლის ივლისიდან სექტემბრამდე იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველიც გახდა; 2001 წლის სექტემბრიდან კი – ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსიც; 2002 წლის ივლისიდან 2004 წლის სექტემბრამდე – საჯარო სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი. 2004 წლის იანვარ-აპრილში ევროსაბჭოს სტაჟიორი გახდა, ამის შემდეგ კვლავ იუსტიციის სამინისტროში დაბრუნდა. 2005 წელს მერიაში გადაიყვანეს იურიდიული სამსახურის უფროსად. 2006-2007 წლებში თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო; 2007-2008 წლებში ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილეც გახდა; 2008 წლის ივლისიდან დეკემბრამდე – თბილისის მერის მოადგილე, 2008 წლის დეკემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ პოსტზეა.

სულხან სისაურმა თავისი ბოლო და, თუ შესაბამის სამსახურს ვერწმუნებით, პირველი დეკლარაციაც, 2009 წლის იანვარში შეავსო, როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ. 1978 წელს დაბადებულ სულხან სისაურს ჰყავს დედა – მარინე სისაური, მამა – ვიტალი სისაური და ძმა – ბაჩანა სისაური.

სულხან სისაურის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი (მიწის ფართობია 1 500 კვ. მ.); მიწის ნაკვეთი მარინე სისაურსაც აქვს, ოღონდ პანტიანში და ოდნავ მომცრო (1 000 კვ. მ.); ვიტალი სისაურს მიწის ორი ნაკვეთი აქვს, ბაჩანა სისაურს კი – საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე (საერთო ფართი 98 კვ. მ.). ამას გარდა, ვიტალი სისაურს აქვს ავეჯიც, რომლის საერთო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

საბანკო ანგარიში დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ სულხან სისაურს ჰქონდა – მას სახელფასო ანგარიშზე 15 000 ლარი ერიცხებოდა. ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 5 600 ლარი.

2009 წლის დეკლარაციაში მითითებულია სულხან სისაურის ის შემოსავალი, რომელიც მას თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილეობამ მოუტანა – 48 600 ლარი. დეკლარაციაში ფრიად გაურკვეველი ხელითაა ჩაწერილი ვიტალი სისაურის დასაქმების ადგილი, ამიტომაც, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ბ-ნმა ვიტალიმ 2008 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 13 200 ლარი აიღო; მარინე სისაური ძველი თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდში მუშაობდა ბუღალტრად და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 10 400 ლარი შეადგინა, ბაჩანა სისაურიც სახელმწიფო სამსახურშია – ის თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი გახლავთ და მისი წლიური ანაზღაურება 10 200 ლარს შეადგენს.


скачать dle 11.3