კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უწოდებდა სტალინი მამაკაცის უმაღლეს სიამოვნებას

 

ქართული ნაციონალიზმი, მეცხრამეტე  საუკუნეში ჩაისახა, ხოლო ბოლო სახე მიიღო და „გაფორმდა“ საბჭოთა პერიოდში. მისი ავტორი სრულიად საქართველოა – „განათლებულიც” და „გაუნათლებელიც”, – გარემოების შემქმნელი ფიგურა კი ყველაზე ცნობილი ქართველი  – იოსებ სტალინი. სტალინის პიროვნული როლი ამ საქმეში, ძირითადად, პასიურია, ანუ სტალინი თავადაა პროექციების საგანი, რომლის პიროვნული სიდიადე ქართველთა წარმოსახვაში მთელ საქართველოზე გადმოდის, თუმცა, არც მისი უშუალო თანამონაწილეობაა დასავიწყებელი: 1937 წელს, სტალინის მითითებით, საქართველო ზეიმობს ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს, რითაც საფუძველი ეყრება ილია ჭავჭავაძის ოფიციალურ, თავად ბელადის მიერ კურთხეულ კულტს და, შესაბამისად წერტილი ესმება, ამ პიროვნების იდეოლოგიური გაყალბების ტრადიციას. 

სტალინის სიცოცხლეშივე იწყებს განვითარებას ქართული აკადემიური ნაციონალიზმიც, რომელიც, განსხვავებით ხალხური რწმენა-წარმოდგენებისგან, ბევრად უფრო მიწიერია და, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიაზე, როგორც ერთ ენაზე მოლაპარაკეთა ისტორიულ საკუთრებაზე პრეტენზიას პოლიტიკურ არგუმენტად ამზადებს, რომლის საფუძველიც  ერის სტალინური განსაზღვრებაა. ამ არგუმენტის პირველი აპრობაცია იყო 1945 წლის 14 დეკემბერს ჯერ გაზეთ „კომუნისტში”, ხოლო 20 დეკემბერს – „პრავდასა” და „იზვესტიაში” გამოქვეყნებული ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ერთობლივი სტატია – „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ისტორიულ ნაწილებს ეხებოდა. 1945 წლის ოქტომბერში ბელადი თავის აგარაკზე საიდუმლოდ ხვდება ამ ორ, იმ დროს ყველაზე ავტორიტეტულ ქართველ ისტორიკოსს და პირდაპირ რჩევებს აძლევს მათ იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საქართველოს ისტორიის კვლევა. ნიკო ბერძენიშვილის მოგონებების თანახმად, სტალინი განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა ქართველთა ეთნოგენეზისისა და ევროპისა და წინა აზიის უძველეს მოსახლეობასთან ქართველთა ნათესაობის კვლევებით: „ჭეშმარიტებაა, რომ ტერმინი „ქართველი” უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით... ჰკითხავდა სიმონს: შეიძლება - ,,ხეტსკო-გრუზინსკაია გრუპპა ნაროდოვ?” ამავე შეხვედრაზე სტალინი განსაკუთრებული ინტერესით საუბრობს დავით აღმაშენებელზე. მის აღტაცებას იწვევს დავითის სიძლიერე და ძალის პოლიტიკა: „წ çჭ ჭხñîëþòèçì!” – აცხადებს ბელადი. მას ასევე აუცილებლად მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიაზე წერისას ხაზი გაესვას ქართველთა კულტურულ აღმატებულობას მათ სამხრეთელ მტრებსა თუ მეზობლებზე... ნიკო ბერძენიშვილი ასკვნის: „სტალინი განუხრელად ქართველი პატრიოტი იყო!” 

იოსებ სტალინი  ყოველთვის ერიდებოდა მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს. მას შეეძლო, დაელია ერთი-ორი პატარა ჭიქა არაყი ან ქართული კონიაკი, მაგრამ, ძირითადად, ოჯახურ, ქართულ ღვინოს ამჯობინებდა. ღვინოებს სტალინისთვის სპეციალურად პროფესიონალი მეღვინეები არჩევდნენ. ამ პროცესს ყოველთვის ესწრებოდნენ უშიშროების თანამშრომლები, რომლებსაც ევალებოდათ, მეღვინეებთან ერთად შეერჩიათ ღვინო და ჩაეტანათ კრემლში, სადაც სტალინის პირადი ექიმის ნებართვის შემდგომ აწვდიდნენ  ბელადს. ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო ქინძმარაულის ზონაზე; ერთ ლიტრ ქინძმარაულში ოჯახის პატრონს სხვა ძვირფას 5 ლიტრ ღვინოს ან გარკვეულ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. 

გრომიკო იხსენებს: მაგიდასთან სტალინს თავი ყოველთვის თავისუფლად ეჭირა, მიუხედავად იმისა, რა დონის სტუმრებს ხვდებოდა. იალტაში, რუზველტთან და ჩერჩილთან შეხვედრის დროს, ის სტუმრებს სთავაზობდა ქართულ მშრალ ღვინოებს. სტუმრები სიამოვნებით მიირთმევდნენ სასმელს და აქებდნენ მას. ერთ-ერთი შეხვედრის დროს სტალინმა სტუმრებს უეცრად დაუსვა შეკითხვა: „თქვენ იცით ქართული ყურძნის არაყი – ჭაჭა?“ სტუმრებმა, რასაკვირველია, ამ სასმლის შესახებ არაფერი იცოდნენ. სტალინმა თვითონვე განუმარტა: – ჩემი აზრით, ჭაჭა საუკეთესოა არყებს შორის, თუმცა, მე მას არ ვსვამ, რადგან ქართულ მშრალ ღვინოებს ვანიჭებ უპირატესობას.

ჩერჩილმა ინტერესი გამოიჩინა და იკითხა: 

– არ შეიძლება, რომ გავსინჯო? 

– შევეცდები, გაგასინჯოთ, – მიუგო სტალინმა. მეორე დღეს სტალინმა ჩერჩილსაც და რუზველტსაც საჩუქრად მიართვა თითო ბოთლი ჭაჭა. ჭაჭა თბილისიდან იალტაში თითქმის ერთ დღეში ჩამოიტანეს. იალტიდან სიმფეროპოლში გაიცა განკარგულება, რომელიც ეცნობა თბილისს. თბილისში ქალაქის კომენდატი საგონებელში ჩავარდა: რა ექნათ? სტალინმა სპეცხაზებით ორი ბოთლი ჭაჭა შეუკვეთა. მორიგემ ქალაქის კომენდატურაში სასწრაფოდ გაიგო  თბილისში მცხოვრები იმ ადამიანის მისამართი, რომლებიც ოჯახში აყენებდნენ ჭაჭის არაყს. იმწუთშივე, შავი ,,ლიმუზინი” სამხედროებითა და „კაგებეს” წევრებით, ჭაჭის მეპატრონეს მოადგა. ოთახის კარზე მძიმე ბრახუნმა გააღვიძა მეზობლები, რომლებიც ფანჯრებიდან იცქირებოდნენ და გაკვირვებულები კითხულობდნენ – ვის წასაყვანად მოვიდნენო. ჭაჭის პატრონი გააღვიძეს, წამოაყენეს ლოგინიდან, მთელი ოჯახი ფეხზე დადგა. კომენდატის წინაშე გაფითრებული, გამხდარი კაცი იდგა, რომელიც შიშისგან ცახცახებდა. 

საბედნიეროდ, ოჯახში რამდენიმე ბოთლი ჭაჭა აღმოჩნდა. მათ სასწრაფოდ გამოართვეს ბოთლები ოჯახის უფროსს და დატოვეს გაოგნებული კაცი, რომელსაც ვერ გაერკვია, რა მოხდა. ავტომობილი გაემართა აეროპორტისკენ და, კალათა, რომელშიც იდო რამდენიმე ბოთლი ჭაჭა სპეცრეისით, გაიგზავნა სიმფეროპოლში და იქიდან კი – იალტაში. გამთენიისას კალათა სტალინის რეზიდენციაში იყო.

სტალინმა გახსნა ერთი ბოთლი და რამდენიმე წვეთი გადმოასხა ჭიქაში, დაუძახა თავის პირად მდივანს და სთხოვა, გაესინჯა ის. 

– როგორია? – ჰკითხა მას ბელადმა.  

– საუკეთესო, როგორც ცრემლი! – უპასუხა პირადმა მდივანმა. გაუგზავნეთ თითო ბოთლი რუზველტსა და ჩერჩილს! – გასცა ბრძანება სტალინმა.

   სტუმრებს სტალინი წინასწარ აფრთხილებდა, რომ სადილად იქნებოდა ხარჩო და მწვადი. სადილზე იგი არაყს არ სვამდა. უყვარდა მშრალი თეთრი და წითელი ქართული ღვინო მცირე რაოდენობით. იცოდა თეთრი და წითელი ღვინის ერთმანეთში შერევა. ერთხელ მაო ძე დუნს უკითხავს, რატომ უდგას ბელადს მაგიდაზე ყოველთვის ორი ბოთლი ღვინო – ერთი თეთრი და ერთი წითელი. საიდუმლოს არ ვამხელ, – უპასუხა სტალინმა, თუმცა, დასძინა, რომ ეს მისი თეორიაა ღვინის კულტურის შესახებ. როდესაც სტალინს ჰკითხეს, რა არის მამაკაცის უმაღლესი სიამოვნებაო, მან უპასუხა: „დაამარცხო მტერი და შემდეგ დალიო შესანიშნავი ქართული ღვინო!”  30-იან წლებში სტალინს ყოველთვის ჰქონდა მარაგში ქართული ხილი, რომელსაც მას დედა უგზავნიდა ჩურჩხელებთან და მურაბებთან ერთად. იგი ყოველთვის ურჩევდა თავის შვილებს, რომ სადილზე თითო ჭიქა ქართული ღვინო დაელიათ. აფხაზეთში, რიწის ტბაზე ან საქართველოს სხვა სამთავრობო აგარაკზე ყოფნის დროს, იგი ყოველთვის ითხოვდა ლაღიძის წყალს.

სტალინის არყის რეცეპტის საიდუმლო ასეთი იყო: არაყი ჭაჭა – 0.5 ლიტრი, წითელი წიწაკა – ერთი ცალი, ნიორი – 2-3 კბილი. აჩერებდა 2-3 დღე და მერე მიირთმევდა. ბელადი კრემლში ყოველთვის ზომიერად იღებდა ღვინოს, მაგრამ, პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მან სმას მოუმატა. ბელადს განსაკუთრებით უყვარდა „მაჭარი”, რასაც ისინი წყალგაზავებულ 4-პროცენტიან ღვინოს ეძახდნენ. ასეთი ქართული გატაცებების გამო, ავისმსურველები მას ,,ნაციონალისტსაც” უწოდებდნენ.                  

 P.S „ნაციონალისტთან“ მხოლოდ ქართველი მეცნიერები როდი მოდიოდნენ სტუმრად. საკმაოდ ხშირი იყო ქართული დელეგაციების ვიზიტები. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მან მებაღეობისა და მიწათმოქმედების სპეციალისტებსაც გაუმართა. სტალინმა ისინი ღირსეულად მიიღო, ღვინო თავისი ხელით ჩამოასხა, თან, საგანგებოდ შეარჩია იმის მიხედვით, თუ ვინ   რომელი კუთხიდან იყო – ქართლელი, კახელი თუ მეგრელი.  სუფრაზე თევზიც ,,ცოცხალიც” იყო, რომელიც სტალინმა დაიწუნა სწორი და სიმეტრიული განლაგების გამო (ნამდვილი „ცოცხალი“ ხარშვის დროს წყალში იგრიხება) და ის მეთევზე მოიკითხა, ვინც მას გორიდან ნობათს უგზავნიდა, სტუმრებმა დაამშვიდეს ჯანმრთელადააო, მაგრამ, სტალინმა თქვა, დაბერებულაო. სუფრაზე სხვა გამორჩეული კერძებიც იყო, თუმცა, ქართველი მეურნეები გაოცებისგან დამუნჯდნენ, როცა ქართული ხილი შემოიტანეს.          

 

 

скачать dle 11.3