კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განსხვავდება ერთი და იმავე მარკისა და მოდელის ავტომობილები ერთმანეთისგან

 რა განსხვავებაა ერთი და იმავე მოდელის ავტომობილებს შორის, რატომაა ისინი ასე მსგავსი და თან, განსხვავებულიც ერთმანეთისგან. ხშირად, ავტომობილი მოგვწონს, გვივლია კიდეც მსგავსი მოდელით და, გვგონია, ჩვენთვის არის შექმნილი. ვიყიდით და აღმოჩნდება, რომ მასთან ურთიერთობა არც ისეთი კომფორტული ყოფილა და საკმაოდ გვღლის კიდეც. ამ თემაზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე საუბრობს. 

 

მევლუდ მელაძე: ძალიან ხშირად მეკითხებიან, რატომ არის, რომ ერთი და იმავე მოდელი, ვთქვათ, მისი და მისი მეგობრის აბსოლუტურად განსხვავებულად დადის – უფრო რბილად, სხვა სიმძლავრითა და მანევრებით. არადა, ეს კონკრეტული ავტომობილი იმის გამო შეიძინა, რომ მეგობარს ჰყავდა და მოსწონდა. ელოდა, მისი მანქანაც ასეთივე იქნებოდა. ხშირად პირიქითაც ხდება, ცოტა ფული აქვს და „ჯანდაბას ვიყიდი” – ამ პრინციპით ყიდულობს ავტომობილს. ის კი ისეთი აღმოჩნდება, საერთოდ რომ არ ელოდა. რა ხდება ამ დროს?! ავტომობილები, თუნდაც ერთნაირი  მოდელი, სხვადასხვა კომპლექტაციით არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნისა და იმ პირობების გათვალისწინებით, სადაც ავტომობილმა უნდა იაროს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ახალი ავტომობილის შეძენისას, კომფორტის, სალონის დიზაინისა და სხვა მსგავსი დეტალების გარდა, სავალი ნაწილის მძღოლზე მორგებას მოითხოვს, მით უმეტეს, მეორად ავტომობილებში. გარდა იმისა, რომ ის მანქანა თავდაპირველად, იმ ქვეყანასა და პირობებზე იყო მორგებული, სადაც გაიყიდა, შეიძლება, მერეც მოხდა გარკვეული ჩარევები, როგორიცაა უმარტივესი დეტალების შეცვლა, ავტომობილის ტუნინგი და სხვა.  

– დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც როგორი ნახმარია ავტომობილი?

– არსებითად ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, რაიმე დაზიანებული არ არის. ავტომობილის სიუხეშეს, სირბილეს და მანევრირებას მისი სავალი ნაწილის კომპლექტაცია იწვევს, ხოლო სიმძლავრეს – ძრავა და ელექტრონული სისტემის კომპლექტაცია. როცა ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, წინასწარ, თეორიულად გაეცნოთ ინფორმაციას, თუ მწარმოებელი ამ მოდელის  რა ვარიანტებს გვთავაზობს. მაგალითისთვის, ავიღოთ ყველასთვის ნაცნობი „ე კლასის”, იგივე მრგვალფარიანი „მერსედესი”. ვიზუალურად, მისი სხვადასხვა მოდელი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძნელად გასარჩევია, იმდენად მიზერულია განსხვავება. არადა, ამ მოდელის თუნდაც ერთი ვარიანტი ბევრ ქვევარიანტს შეიცავს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ამორტიზატორების სირბილისა თუ სიუხეშის კოეფიციენტი. ვარიანტების ცვლასთან ერთად, იცვლება როგორც ძრავის სიმძლავრე, ასევე მანევრირება და რა  თქმა უნდა, კომფორტის დეტალები სალონში. ამ ტიპის ავტომობილი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება, ას კილომეტრზე ხუთ-ექვს ლიტრ საწვავს მოიხმარდეს (სწორედ ასეთ მოდელებს იყენებენ ტაქსებად გერმანიაში)  ან ოც ლიტრზეც არ ამბობდეს უარს (AMG-ის ტუნინგით შესრულებული მოდელები). 

– როგორ გავარკვიოთ ეს ინფორმაცია თუ ინტერნეტთან ხელი არ მიგვიწვდება?

– პირველი უმარტივესი მეთოდია, უბრალოდ მეგობრებში, ნაცნობებში იკითხოთ. ავტომობილებზე ზოგადი ინფორმაცია ბევრ მამაკაცს აქვს. მეორე – შეიძლება, სანაცნობოში მოვიძიოთ ვინმე კომპეტენტური პიროვნება, რომელსაც ეცოდინება ან გაგიგებთ მაინც თქვენთვის სასურველი, კონკრეტული მოდელის კომპლექტაციას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმარისია მანქანების ბაზრობაზე ერთი საათი მაინც გაატაროთ თქვენი მოსაწონი მანქანების სიახლოვეს და მის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ. ყველაზე კარგი საშუალება მანქანის შესარჩევად თავად მყიდველია. უნდა ჩაჯდეთ შერჩეულ მანქანაში და გზის სხვადასხვა ტიპის უბანზე გაიაროთ. ავტომობილით, როგორც მინიმუმ, თხუთმეტი წუთი მაინც უნდა იაროთ, რომ შეიგრძნოთ, ერგება თუ არა თქვენს ხასიათსა და მოთხოვნებს. უბრალოდ, ას მეტრზე გავლითა და დაქოქვით, ვერაფერს მიხვდებით. სწორედ ამის გამო, ავტომობილის შეძენა ადგილზე ჯობია, ვიდრე კომპიუტერით შერჩეული, უცხოეთში ნანახი და მოწონებული. 

 

скачать dle 11.3