კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან უნდა დავიცვათ ძაღლი გაზაფხულზე და რა საფრთხეს უქმნის ყვავილების მტვერი ცხოველებს

წელიწადის ამ დროს ცხოველებში არაერთი პრობლემა იჩენს თავს. სასურველია, თუ გაზაფხულზე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ ალერგიულ გამოვლინებებს. ალერგია, შეიძლება  ბევრი რამით იყოს გამოწვეული, ამიტომ, თქვენს ოთხფეხა მეგობარს ზედმეტი ყურადღება არ აწყენს. პირველი სიმპტომის გამოვლინებისთანავე მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც გამომწვევ მიზეზს დაადგენს და შესაბამის მკურნალობასაც დაუნიშნავს თქვენს ძაღლს.  ამ თემაზე ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გესაუბრებათ.

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: გაზაფხულზე ხეები ყვავილობას იწყებენ და ბევრი ძაღლისთვის პრობლემა სწორედ აქედან იწყება. როგორც ვიცით, გაზაფხული წვიმიანი ამინდებით არის ცნობილი. წვიმის დროს კი, აყვავებული ხეებიდან ჩამოირეცხება ყვავილის მტვერი. ამ ყვავილების მტვერი, მიკრონაწილაკები, ტკიპები და ალერგენები ჰაერს ამტვერიანებს, რამაც შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ძაღლზე და სხვადასხვა სახის ალერგია გამოიწვიოს.

ალერგიის მიზეზი შეიძლება იყოს ხეებისა და ბალახის მტვერი და მტვრის ტკიპების მიზეზი. ასევე, სხვადასხვა მწერი, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიწვიონ კანის ინფექციები, ქავილი, ცემინება, თვალების სიწითლე, ცრემლდენა და სხვა ალერგიული რეაქციები. თუ თქვენს ძაღლს ალერგია აქვს, ადვილად შეამჩნევთ, რადგან მას აუცილებლად ექნება ქავილი და თავისი სხეულის ლოკვას დაიწყებს. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება გამოიხატოს ბეწვის ცვენითა და ქერტლის გაჩენით. ამ შემთხვევაში ბეწვი მალე ცხიმიანდება და ახასიათებს სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი.  

– რა ზომებს უნდა მივმართოთ ასეთ დროს? 

– თუ თქვენს ძაღლს მსგავსი რამ შენიშნეთ, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ, რომ  ზედმეტი გართულება არ მოჰყვეს. ამ დროს საჭიროა ზომების მიღება, პირველ ყოვლისა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ ამ მეტად სერიოზული პრობლემის მოგვარებაში.

– ქავილს მხოლოდ მცენარეების მტვერი იწვევს თუ სხვა რამეც?

– ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს ტკიპების მიერ, ასევე, სოკოვანი დაავადების, კანის აუტოიმუნური დაავადების ან ჰორმონული დისბალანსის დროს, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამორიცხული ვეტერინარის მიერ, რათა სწორად მოხდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ხშირად ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ ძაღლი უმიზეზოდ იქავებს სხეულს, ან, შეიძლება, სახლის პირობებში ჩაუტარონ მკურნალობა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძაღლს ისევე სჭირდება ყურადღება, როგორც ადამიანს. ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. ეს არის ალერგიის მკურნალობის პირველი ნაბიჯი. ოფიციალური დიაგნოზის დასმის შემდეგ კი, ის თქვენს ძაღლს დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას. ეს შეიძლება, იყოს ანტიალერგიული შამპუნი ან ანტიალერგიული პრეპარატი, რაც დამოკიდებულია თქვენი ძაღლის ალერგიის სახესა და მისი მიმდინარეობის სტადიაზე.

– ალერგიების შემოტევა მხოლოდ გაზაფხულზეა მოსალოდნელი თუ წელიწადის სხვა დროსაც არის შესაძლებელი?

– ძაღლებს ძირითადად ალერგიის ერთი და იგივე სიმპტომები, წელიწადის ერთსა და იმავე დროს ახასიათებთ, კერძოდ გაზაფხულზე. ეს ყველაფერი კი ალერგიის სეზონურობაზე მიუთითებს. გაზაფხულზე მეტია ალერგიის გამომწვევი მიზეზები – ალერგენები. 

 გახსოვდეთ, ძაღლის მკურნალობა უნდა დაიწყოთ მას შემდეგ, რაც დიაგნოზი დაისმება. პრეპარატების წინასწარ მიცემა და სხვა რაიმე სახის მკურნალობის ჩატარება, არაა რეკომენდებული.  

– საინტერესოა, ძირითადად რა ასაკიდან ყალიბდება მსუბუქი ალერგიის სიმპტომები ძაღლებში, თუ, ასაკს ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს?

– მსუბუქი ალერგიის სიმპტომები ყალიბდება ძაღლებში, რომელთა საშუალო ასაკიც 6 თვიდან  4 წლამდეა. მიუხედავად ამისა, როგორც წესი, სიმპტომები გაცილებით სერიოზული ხდება ასაკის მატებასთან ერთად. 

– როგორ ავაცილოთ ძაღლს ალერგია?

– ალერგიის თავიდან აცილების ყველაზე ადვილი მეთოდი ის არის, რომ ძაღლს ყოველი გასეირნების შემდეგ აუცილებლად უნდა დავბანოთ თათები; ასევე, ხშირად გავუწმინდოთ ბეწვი და მოვარიდოთ ისეთ ადგილებში სეირნობას, სადაც ბევრია ხის ყვავილის მტვერი და ბალახი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცხოველს ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად მისცეთ ანტიალერგიული პრეპარატები, რადგან ეს, შეიძლება, თქვენი ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს. გაითვალისწინეთ, რომ, ესა თუ ის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება, სასიკვდილო იყოს თქვენი ძაღლისთვის.

 

скачать dle 11.3