კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს მეგობარს ქუთაისიდან თბილისში და რატომ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი

 

 50 წლის რევაზ ვლადიმერის ძე კუბლაშვილი ეძებს დაახლოებით 51-52 წლის ბესიკ ჩახაიას. 

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 51-52 წლის ბესიკ ჩახაიას (მამის სახელი არ მახსოვს). მე და ბესიკი ერთად ვსწავლობდით ქუთაისში 1986 წელს. ჩვენი მეგობრობა სასწავლებლის  დამთავრების შემდეგაც გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის უკვე 16 წელია, არ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ. პირადად მე ისევ ქუთაისში ვცხოვრობ და საცხოვრებელი მისამართი არ შემიცვლია. დიდი იმედი მაქვს, რომ მეგობარს ვიპოვი.

– გვიამბეთ ყველაფერი, რაც მეგობრის შესახებ იცით.

– ბესიკი დაიბადა და გაიზარდა გალის რაიონის სოფელ ლეკუხინაში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ის ქუთაისში ჩამოვიდა და  1983-1984 წლებში ჩააბარა ქუთაისის ავტოტექნიკუმში. მე და ბესომ ერთმანეთი სასწავლებელში გავიცანით და გაცნობისთანავე დავმეგობრდით. ჩვენი მეგობრობა სასწავლებლის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა, ჩვენ ოჯახებითაც კი ვმეგობრობდით. მას შემდეგ, რაც აფხაზეთში არეულობა დაიწყო, ბესო თბილისში წავიდა და რამდენადაც ვიცი, თბილისში მუშაობდა და ცხოვრობდა.

– ხომ არ იცით, თბილისში კონკრეტულად სად მუშაობდა თქვენი მეგობარი?

– როგორც ვიცი, ის მუშაობდა დიდუბის მეტროსთან. მას ჰყავდა დიდი მანქანა „კამაზი“ და ბინაც დიდუბეშივე ჰქონდა ნაქირავები, მაგრამ, მისი ზუსტი მისამართი, სამწუხაროდ, არ ვიცი, რადგან ჩვენ ერთმანეთს სულ გარეთ ვხვდებოდით – ასე ემთხვეოდა ხოლმე. ვიცი, რომ ბესო დაოჯახებულია და მას ჰყავს ორი შვილი – გოგო და ბიჭი. თუ არ ვცდები, მისი შვილები ამჟამად 17 წლისანი ან ცოტა უფროსები უნდა იყვნენ.

– ბოლოს სად და როდის ნახეთ მეგობარი? 

– მე და ბესომ ბოლოს ერთმანეთი 1996 წელს ვნახეთ, როდესაც ის ჩემთან სტუმრად იყო ჩამოსული ქუთაისში. მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მე ჩავიწერე ბესოს მობილური ტელეფონის  ნომერი, მაგრამ, ბავშვებმა დამიკარგეს, რადგან ნომერი ფურცელზე მქონდა ჩაწერილი. თავად მე იმ დროს მობილური არ მქონდა და, შესაბამისად, ბესომ ჩემი ტელეფონის ნომერი არ იცის.  ბესოს მშობლები ამჟამად უკვე ძალიან ასაკოვნები უნდა იყვნენ და, არც ის ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა. ვიცი, რომ ბესოს ჰყავს და, რომელიც გათხოვილია ზესტაფონში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი დის სახელი არ მახსოვს. ბესოს ძმაც ჰყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, არეულობის დროს აფხაზებმა მოუკლეს. სწორედ ამ ტრაგიკული   მოვლენების შემდეგ გადმოვიდა ბესო საცხოვრებლად თბილისში.

– მეგობრის ფოტო თუ გაქვთ, ან შეძლებისდაგვარად, ფიზიკურად აგვიწერეთ იგი. 

– სამწუხაროდ, ბესოს ფოტო არ მაქვს, მაგრამ, შემიძლია, ფიზიკურად აგიწეროთ: ის  არის სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 165-170 სანტიმეტრი სიმაღლის, შავგვრემანი. ბესოს მეუღლეს პირადად არ ვიცნობდი, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენ ერთმანეთს ძირითადად ქუჩაში ვხვდებოდით. იმ პერიოდში მე ხშირად მიწევდა თბილისში ჩამოსვლა და ყოველთვის მივდიოდი დიდუბეში იმ ადგილზე, სადაც ბესო მუშაობდა.

– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს და როგორ? 

– ჩემი შვილების დახმარებით ვეძებდი მას ინტერნეტში, მაგრამ, უშედეგოდ – ვერც ერთ საიტზე ჩვენ ის ვერ ვნახეთ. მართალია, ერთი ბესო  ჩახაია ვიპოვეთ, მაგრამ, 32 წლის და თურქეთში მცხოვრები (იცინის). ძალიან მინდა ჩემი მეგობრის პოვნა, დიდი ხანია გასული, რაც მის შესახებ არაფერი ვიცი. რატომღაც, მგონია, რომ ის ისევ თბილისში ცხოვრობს, მაგრამ, სავარაუდოდ, არა დიდუბეში, არამედ, სხვაგან. ჩემი სიძეც ეძებდა მას და მისულიც კი იყო თბილისში დიდუბეში, ბესოს ადრინდელ სამსახურში, მაგრამ, იქ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.  ასე გადავწყვიტეთ, დახმარებისთვის თქვენი რუბრიკისთვის მოგვემართა და ახლა დიდი იმედი გვაქვს, რომ მეგობარს მაპოვნინებთ.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3