რა მოხდა ამ დღეს
12 მარტი
1289 – მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს მეფე დემეტრე მეორე თავდადებული.
1938 – გერმანიამ შეიერთა ავსტრია („ანშლუსი“).
1960 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოქვეყნდა ნაციონალური „ჰიტ-პარადი“.
1996 – კუალა ლუმპურში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე უფრო მაღალი შენობა – ცათამბჯენი „პეტრონის ტაუერსი“, რომლის სიმაღლე 452 მეტრია.
13 მარტი
1781 – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა – ურანი.
1881 – ანარქისტმა გრინევიცკიმ მოკლა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე.
1961 – 79 წლის პაბლო პიკასომ ცოლად შეირთო 37 წლის მოდელი ჟაკლინ როკი.
14 მარტი
1875 – გერმანიაში შეიქმნა იმპერიის ბანკი („რაიხსბანკი“).
1879 – დაიბადა მეოცე საუკუნის უდიდესი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი.
1983 – შეიქმნა ამერიკული როკ-ჯგუფი „ბონ-ჯოვი“.
15 მარტი
1907 – მსოფლიოში პირველად, ფინეთის სეიმში აირჩიეს პარლამენტარი ქალები.
1932 – დიდ ბრიტანეთში გაიხსნა ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“.
1933 – ადოლფ ჰიტლერმა გამოაცხადა, რომ გერმანია არის მესამე რაიხი.
1938 – საუდის არაბეთში აღმოაჩინეს ნავთობი.
16 მარტი
37 – კუნძულ კაპრიზე მცველებმა ბალიშებით გაგუდეს იმპერატორი ტიბერიუსი.
1521 – ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა ფილიპინები.
1952 – კუნძულ რეუნიონზე მოვიდა სარეკორდო რაოდენობის ნალექი – 1870 მილიმეტრი.
17 მარტი
1845 – ინგლისელმა სტივენ პერიმ დააპატენტა ელასტიკური ბინტი.
1861 – რუსეთის იმპერიაში გადავარდა ბატონყმობა.
1899 – პირველად აჟღერდა კლასიკად ქცეული „ო, სოლე მიო“.
18 მარტი
1869 – დიმიტრი მენდელეევმა განაცხადა, რომ შეადგინა ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა.
1891 – პარიზსა და ლონდონს შორის დამყარდა სატელეფონო კავშირი.
1900 – დაარსდა ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი „აიაქსი“.
1965 – საბჭოთა კოსმონავტი ლეონოვი პირველად გავიდა ღია კოსმოსში.