კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: კბილების ემალი ბუნებრივად მოყვითალო მაქვს. მაინტერესებს, რა ფერის ტუჩის საცხი უნდა წავისვა, რომ უფრო თეთრი კბილები გამომიჩნდეს?

პასუხი: წაისვით მარწყვის ან ჟოლოს ტონალობის ტუჩის საცხი. გარდა ამისა, ყოველ საღამოს, ძილის წინ, კბილებზე წაისვით სპეციალური გამათეთრებელი გელი, რომელიც არ შეიცავს მავნე დანამატებს. შედეგს რამდენიმე დღეში იგრძნობთ.

კითხვა: ფეხებზე ეპილაციას ვიკეთებ სპეციალური კრემით, მაგრამ, მეორე დღესვე ამოდის ბუსუსები. კრემის ბრალია ეს თუ რამე სხვა მიზეზიც არსებობს?

პასუხი: მიზეზი არის არა კრემი, არამედ, მისი არასწორი გამოყენება. ეპილაციის წინ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ პილინგი, რომელიც მოაშორებს კანს გარქოვანებულ ფენას და ამით საშუალებას მისცემს კრემს, მოგაშოროთ მოკლე ბუსუსებიც კი – ასე შედეგიც უფრო ხანგრძლივი იქნება. თუ პილინგს არ გაიკეთებთ, საეპილაციო კრემი მოგაშორებთ მხოლოდ გრძელ ბეწვებს.

კითხვა: უკვე მეორედ თუ მესამედ მოხდა ისე, რომ კოსმეტოლოგთან ვიზიტის შემდეგ სახეზე წვრილი ჩირქოვანი გამონაყარი გამიჩნდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: გაიწმინდეთ სახე სპირტზე დამზადებული ლოსიონით. დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) მკვებავი კრემის ქვეშ წაისვით აფთიაქში დამზადებული (ან – ქარხნული) მალამო გამონაყარის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაში იქნება ბენზოილის წყალბადის ზეჟანგი.

კითხვა: სახეზე გამიჩნდა პიგმენტური ლაქები. როგორ მოვიშორო?

პასუხი: ერთ-ერთი მეთოდია ლაზერით მკურნალობა. პროცედურის მსვლელობისას არ ირღვევა კანის საფარის მთლიანობა, რადგან ლაზერი ანადგურებს მხოლოდ იმ უჯრედებს, რომლებსაც აკლია პიგმენტები. პროცედურის დასრულებისთანავე პიგმენტური ლაქები გამუქდება, მაგრამ, რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყებს აქერცვლასა და გაბაცებას.

კითხვა: ფეხებზე მაქვს წვრილი გამონაყარი. როგორ უნდა ვიმკურნალო?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ ფოლიკულარული ჰიპერკერატოზი, რაც, უმრავლეს შემთხვევაში, მემკვიდრეობით გადაეცემა. კარგ შედეგს იძლევა ულტრაიისფერი  სხივების ზომიერი დოზა. ასე რომ, სოლარიუმში მცირე ხნით ვიზიტები ნამდვილად გარგებთ (უფრთხილდით, ზედმეტი არ მოგივიდეთ). ასევე, რეკომენდებულია A და E ვიტამინების მიღება. თუ ჰიპერკერატოზი მკვეთრად არის გამოხატული, გამოიყენეთ A ვიტამინზე დამზადებული კრემები, ოღონდ, მანამდე აუცილებლად მიიღეთ კონსულტაცია დერმატოლოგისგან. ცალკეულ კერებს კი, შესაძლოა, უმკურნალოთ ელექტროკოაგულაციის მეთოდით.

კითხვა: ხელებზე გამიჩნდა კოჟრები და ნახეთქები. არსებობს თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის რაიმე მეთოდი?

პასუხი: ასეთ დროს უნდა გაიკეთოთ სახამებლიანი ხსნარის აბაზანები (1 სადილის კოვზი სახამებელი 1 ლიტრ წყალზე). 15 წუთის შემდეგ ხელებზე გადაივლეთ წყალი და შემშრალებისთანავე წაისვით A ვიტამინის შემცველი კრემი. ეს მეთოდი კარგია ტერფებზე გაჩენილი ნაპრალების სამკურნალოდაც.

 

скачать dle 11.3