კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქექებოდა გასული საუკუნის შუა წლებში „ბალენსიაგას” დიზაინერი

 

როგორც მინიმუმ, ხუთი სკამი გატყდა „ბალენსიაგას“ 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე პარიზში, გასული წლის სექტემბერში. სერიოზულად არავინ დაზიანებულა და არც დაჭრილა, მაგრამ მოდური „ვაფლებისთვის” უხერხულობა ნამდვილად შეიქმნა. ამის შემდეგ, ჩვენების ორგანიზატორებმა სტუმრებს თხოვნით მიმართეს, რომ ფეხზე დამდგარი გაეგრძელებინათ კოლექციის დათვალიერება, მოულოდნელი ბრახა-ბრუხის თავიდან ასაცილებლად. დარბაზში საეკლესიო განწყობა შეიქმნა. ყველა ჩუმად იყო, ფეხზე იდგა და ხელში ბლოკნოტი ეკავა. ეს სიმბოლურიც გახლდათ, რადგან მოდა უკვე დიდი ხანია, ქედს იყრის ნიკოლა ჯესქვაირის „საკურთხევლის” წინაშე. 

 ჩვენება, სკამების ბრახუნის გარეშეც, ხმაურიანი იყო, თავისი არსითა და შესრულებით. ნიკოლა ჯესქვაირი, – „ბალენსიაგას” სახლის კრეატიული დირექტორი ხშირად უბრუნდება კრისტობალ ბალენსიაგას არქივებს. ამ სეზონზე გასული საუკუნის შუა წლებში „ძრომიალი” იმდენად ტენდენციური იყო, რომ მოდის კრიტიკოსებს ნიკოლას მიერ წარსული ნახაზების ამოყრა არ გაჰკვირვებიათ. თუმცა, დიზაინერმა შეძლო თავისი განსაკუთრებული, ახალი ისტორიის დაწყება, რაც გულისხმობს ტრადიციული, მაღალი კონსტრუქციების ქუჩისთვის მორგებას. ერთი მხრივ ჯესქვაირი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, რა არის კლასიკური ქალაქური სტილის გარდერობის ელემენტები და მეორე მხრივ, ცდილობს, პასუხი მიიღოს კითხვაზე – როგორ მოვახერხო ამ ელემენტების „კრისტოფირება” ლეგენდარული კუტიურიეს მიერ შექმნილი მოლივლივე, შეჩერებული ფორმებით. 

 გაზაფხულისთვის ჯესქვაირმა საკმაოდ სქელი, უხეში ქსოვილის პიჯაკები წარმოადგინა. ფერადოვანი კოლექციის სამოსში გამოყენებული იყო არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მყვირალა, ჭყეტელა ფერები. სქელი აგურისფერ-ოქროსფერ-ნარინჯისფერი პიჯაკები ძალიან მოკლე შორტებს ეფექტურად ერგებოდა. ქამარი კი, არც მეტი არც ნაკლები, მკერდთან იყო დამაგრებული. იმავე, სქელი, პრიალა ქსოვილის გახლდათ კაბების ქვედა ნაწილი. გაზაფხულის სურნელი ბევრ კოსტიუმში იგრძნობოდა – ლამაზი, სიფრიფანა, ჰაეროვანი ბლუზები ფერადი პრინტებით, ულამაზესი გამოსახულებებით. 

გარდა ავანგარდული, უცნაური სამოსისა, „ბალენსიაგამ” აქცენტი კლასიკურ სტილზეც გააკეთა. მოკლე, კოჭთან გადაჭრილი შარვლები, ნაზი, სადა ფერის ბლუზები და პატარა ხელჩანთები საქმიანი ქალის სტილის იდეალური ანსამბლია. 

 ჩვენების ბოლო ნაწილში დიზაინერმა კაბები წარმოადგინა, მაგრამ არც კოქტეილისა და არც საღამოსი. სტილი ისევ დაცული იყო – ტყავით გაწყობილი მუქი ფერის კაბები, ფართო და ქალური შავი შლაპები იყო ის, რაც ისევ და ისევ ყოველდღიურობაში გვტოვებს და კვლავ გვახსენებს, რომ ქალი ოცდამეერთე საუკუნეში აღარ არის რომანტიკული და ჰაეროვანი არსება. ის ულამაზეს, ფარფატა კაბაშიც კი საქმიანი, ძლიერი და მობილიზებულია. დავუჯეროთ ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ, დახვეწილ მოდის სახლს და ვიაროთ სამსახურში მოკლე შორტით, განიერბეჭებიანი პიჯაკითა და დიდი შლაპით.

 

 

скачать dle 11.3