კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გაიაროს ადამიანმა მაცხოვართან ერთად გზა მისი ჯვარცმიდან აღდგომამდე და როდის იღებს ის სულიერ და ხორციელ განკურნებას

 

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიაში განსხვავებული მსახურებები აღესრულება და ერთ-ერთია პირველშეწირულის ლიტურგიები. ამიტომაც, მთელი დიდი მარხვის განმავლობაში აუცილებელია, კვირაში ერთი დღე მაინც მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურგიას. აქ უკვე აღარ გამოგვადგება არანაირი თავის მართლება ცხოვრებისეული გარემოებებით, დროის უკმარისობით, რადგანაც, თუ ჩვენ მხოლოდ იმას შევასრულებთ, რაც „მოსახერხებელია“ ჩვენი ცხოვრების თანამედროვე პირობებში, სამარხვო მოსაგრეობის თვით ცნებაც კი ყოველგვარ აზრს დაკარგავს. სინამდვილეში, არა მარტო ჩვენს დროში, არამედ, ადამ და ევადან მოყოლებული, სოფელი ესე ყოველთვის აბრკოლებდა ღმრთის მცნებათა აღსრულებას. ამიტომ, თანამედროვე ცხოვრების წესშიც, არსებითად, არაფერია ახალი და განსაკუთრებული. საეკლესიო განწესების მიხედვით, პირველშეწირულის წირვა მხოლოდ დიდი მარხვის ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება; ასევე, ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. პირველშეწირულის ლიტურგია, თავისი შინაარსით, საღამოსთვის შესასრულებელი ღვთისმსახურებაა, რის გამოც მსახურების ძირითად ნაწილს მწუხრის ლოცვები შეადგენს, რომლებსაც ჩვეულებრივი ლიტურგიის ნაწილი ებმის. პირველშეწირულის მსახურებაზე ძღვენის ხელახალი შეწირვა აღარ ხდება, რადგან მოიხმარენ (წინა კვირას მომზადებულ) „პირველ შეწირულ“ ტარიგს. ამიტომ, ამ ლიტურგიაზე ლოცვები გარკვეული თავისებურებებით აღესრულება. დიდი მარხვის სადაგ დღეებში (მხედველობაშია: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი, თუ დღესასწაული არ დაემთხვა) საეკლესიო განწესება კრძალავს სრული ლიტურგიის ჩატარებას (იგულისხმება წმიდა იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიები), მისი სადღესასწაულო ხასიათიდან გამომდინარე, რადგან, ამ წირვაზე ამაღლებული სადღესასწაულო ლოცვები და საკითხავები იგალობება. ეკლესიამ ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ძველთაგანვე განაწესა და მთლიანად მიუსადაგა მარხვის პირობებსა და განწყობილებას. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– როგორც იცით, შაბათი უფლის დღეა და, სამყაროს შექმნიდან დღემდე, ის არ კარგავს თავის მნიშვნელობას. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, კვირა არის კვირის მერვე დღე, ხოლო შაბათი – მეშვიდე და მას თავისი ფუნქცია არასდროს დაუკარგავს. ამიტომ, მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ, რომ ახალაღთქმისეულ ეკლესიაში კვირა დღე თავისით არის აღმატებული, აღდგომის ტოლფასი, ამაღლებული სულიერი განწყობის გამომხატველი და, ბუნებრივია, შაბათიც არის უფლის დღე და მასაც სათანადო პატივის მიგება სჭირდება. შესაბამისად, შაბათ-კვირის მსახურებას ყოველთვის თან ახლავს სადღესასწაულო ელფერი, განწყობა, მსახურების წლიური ციკლი; ასევე, მოიცავს და აწესრიგებს მარხვის დღეებს, დიდმარხვის მსახურების აღსრულების წესს და ჩვენ იქ გარკვევით ვკითხულობთ, რომ მარხვის დაწყების პერიოდში, ვიდრე ბრწყინვალე აღდგომამდე, სადაგ დღეებში არ აღესრულება მსახურება, ლიტურგია. სამაგიეროდ, აღესრულება მწუხრთან შეერთებული მსახურება, რომელსაც პირველშეწირულის ლიტურგია ჰქვია. ის განსხვავდება შაბათ-კვირის სადღესასწაულო მსახურებისგან. პირველშეწირულის ლიტურგიაზე არ ხდება ძღვენის შეწირვა, პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნა, არამედ, კვირას ნაკურთხი ტარიგით აღესრულება ლიტურგია და მისით ხდება ადამიანების ზიარება. პირველშეწირულის ლიტურგია არა მარტო შესრულების წესით, არამედ, თავისი მნიშვნელობით, სულიერი დატვირთვითაც განსხვავებულია. თუ ადამიანი მარხვის განმავლობაში არ ესწრება ამ მსახურებას, ის ბოლომდე ვერ ითავსებს მარხვისეულ სულს. ის განცდა, სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სინანული ჰქვია, არ დაეუფლება ადამიანს, თუ ის არ დაესწრება ამ ლიტურგიას; თუ ადამიანი მარტო შაბათ-კვირის მსახურებას დაესწრება, მისი მდგომარეობა, განწყობა მხოლოდ სადღესასწაულო იქნება, ამიტომ, მისთვის მარხვისეული მდგომარეობა შეუცნობელი დარჩება. პირველშეწირული ლიტურგია, როგორც უკვე აღვნიშნე, განსხვავებულია; ის ღრმად განმსჭვალავს ადამიანის სულს, აღუძრავს მას სინანულის განცდას და ის, ასევე, ტიპიკონითაც ძალიან განსხვავებულია. ლიტურგიკულ ძეგლებში სადღესასწაულო ლიტურგიას ღმერთი-უფლის მსახურება, სიხარულის მსახურება ეწოდება; ხოლო, პირველშეწირული ლიტურგია, საერთოდ, მარხვისეული მსახურება, არის ალილუიას მსახურება, როცა ადამიანი განიცდის იმ მდგომარეობას, იმ სულიერ შემუსვრილობას, რასაც სინანული, საკუთარი ცოდვების განცდა ჰქვია. პირველშეწირულის მსახურების ბოლოს ორჯერ ზედიზედ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც არის სახე, გარანტი იმისა, რომ ადამიანი უკვე მონაწილეობს მარხვის მსახურებაში.

– რით განსხვავდება პირველშეწირულის მსახურება სხვა მსახურებისგან?

 – ტიპიკონი გვასწავლის, რომ სადაგ დღეებში, გარდა შაბათ-კვირისა, არ შეიძლება კერძო ხასიათის ლიტურგიების აღსრულება. ჩვეულებრივ, არამარხვის დღეებში შეიძლება, ცოცხლებისთვის და მიცვალებულებისთვის აღსრულდეს სხვადასხვა მსახურება, რომლებიც თავის თავში მოიცავს სადღესასწაულო მდგომარეობას, ზეიმს, ერთობას, ანუ, სიხარულის მდგომარეობა არ უნდა ავურიოთ მარხვისეულ სინანულის მდგომარეობაში. შესაბამისად, ამას ტიპიკონი აწესრიგებს, რომ არ მოხდეს ერთმანეთში არევა და ადამიანმა ვეღარ გაიგოს, უნდა უხაროდეს თუ სინანულში უნდა იყოს. ანუ, სინანულის მსახურება ცალკე განყენებული ცნებაა მსახურებისა და, ამიტომ, არ შეიძლება, მარხვის დღეებში, გარდა პირველშეწირული ლიტურგიისა, სხვა მსახურების ჩატარება როგორც ცოცხლების, ასევე, გარდაცვალებულთათვის. ჩვენ, ადამიანები, იმიტომ განვიცდით სინანულს, ვგოდებთ ჩვენს ცოდვებზე, რომ ბოლოს ყველანი შევუერთდეთ იმ სიხარულს, რასაც უფლის ბრწყინვალე აღდგომა ჰქვია. მარხვა ადამიანს შეახსენებს, რომ ის სამოთხიდან არის დევნილი და იქ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ის ადამიანები, რომლებიც ამქვეყნად თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, ბოლომდე ვერ გააცნობიერებენ თავიანთ ცოდვებს, დაცემულ მდგომარეობას. არადა, თუ ადამიანი არ ითავისებს იმას, რატომ დაკარგა აღმატებული მდგომარეობა; თუ ჰგონია, რომ ის ამქვეყნად ყოველთვის იქნება, არ შეუერთდება ოდესმე უფალს, არ შეუერთდება თავის საწყის სამშობლოს, ასეთ შემთხვევაში, ძნელია, სწორ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამქვეყნად დროებით ვართ და ოდესმე უნდა დავბრუნდეთ საკუთარ სახლში. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავაგროვოთ სულიერი ნიჭები, რასაც უფალი უხვად გვაბერტყავს და ამის მერე დავბრუნდეთ მამისეულ წიაღში. აღდგომის მარხვა, თავისი მნიშვნელობით, სწორედ მამის წიაღში დაბრუნებაა და სხვა არაფერი. თუ ადამიანი არ გაივლის ამ მარხვის განმავლობაში გზას მაცხოვრის განკაცებიდან – ჯვარცმიდან მის აღდგომამდე, მაშინ, მისთვის მარხვა გაუგებარი, არაფრის მომტანი იქნება.

– რასთან არის დაკავშირებული ზეთისცხების საიდუმლო და როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის ადამიანი?

– ზეთისცხებაც დაკავშირებულია სიხარულთან, ეს ცალკე განყენებული მსახურებაა და არ აღესრულება მწუხრის ლოცვისას, აღდგომის მარხვის განმავლობაში. თუმცა, ნათლობის დროს ჩვეულებრივ აღესრულება, ისევე, როგორც სნეულთან მისვლისა და მისთვის ზეთის ცხების დროს. აღდგომის მარხვაში ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით აღდგომას, რომელსაც წინ უძღვის სხვადასხვა მსახურება. მარხვის ბოლო კვირას, როდესაც აღესრულება შვიდგზის ზეთისცხება, ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით, ველოდებით, რომ მივიღოთ უფლის მადლი, გავიაროთ სულიერი წვრთნა. წმიდა მამები მარხვის ამ 40 დღეს ადარებენ იმ პერიოდს, როდესაც ებრაელები 40 წლის განმავლობაში დადიოდნენ უდაბნოში და ვერ პოულობდნენ აღთქმულ მიწას. ჩვენც, 40 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად, დავდივართ უდაბნოში და ბეჭედს, ნიშნად სულიწმიდის მადლისა, რაც ზეთისცხების საიდუმლოში იგულისხმება, ბოლო კვირას ვიღებთ შვიდგზის ზეთის ცხების სახით, რათა მივიღოთ როგორც ხორციელი, ასევე, სულიერი განკურნება.

 

 

скачать dle 11.3