კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: თუ არსებობს მიწიერი სიკეთის ბოროტად გამოყენების ცოდვა?

პასუხი: დიახ, არსებობს. ეს არის სიძუნწე, მოჭარბებული სწრაფვა მომხვეჭელობისკენ და მფლანგველობა – ქონების უფრო მეტად ფლანგვა, ვიდრე ამის საშუალებას გვაძლევს მდგომარეობა.

კითხვა: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე, რომ ის მღალატობდა. ამიტომ, მიჭირს მისი პატიება და მის საფლავზე სიარული. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი, ცხოვრებისეული ცოდვები უფლისა და თავად მისი საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მოინანია თუ არა მან ეს ცოდვები სიკვდილის წინ? თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ თქვენი მეუღლის სულზე, მოუაროთ მის საფლავს, გადაუხადოთ პანაშვიდი და ასე შემდეგ.

კითხვა: აღდგომის დღესასწაული ემთხვევა ჩვენი ახლობლის გარდაცვალების წლისთავს. შეიძლება თუ არა, წლისთავი აღდგომას აღვნიშნოთ და, ამ დროს სუფრა სახსნილო უნდა იყოს თუ სამარხვო?

პასუხი: თუ თქვენი გარდაცვლილი ახლობლის წლისთავი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა, უმჯობესია, ეს თარიღი ცოტა მოგვიანებით აღნიშნოთ. რადგან აღდგომას ბრწყინვალე შვიდეულის დღეები მოსდევს, ბუნებრივია, სუფრაც სახსნილო შეიძლება იყოს.

კითხვა: ჩემი პირადი პრობლემის გადასაჭრელად ორმა მოძღვარმა სხვადასხვა რჩევა მომცა. რამდენად კანონზომიერია ეს?

პასუხი: სრულიად კანონზომიერია. შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ, ჭეშმარიტებასთან ორივე შემთხვევაში მიხვიდეთ. ეს შეგვიძლია, შევადაროთ მკურნალობას, როდესაც ექიმები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.

 

скачать dle 11.3