კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი უძღებ შვილზე

 

„ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. უმცროსმა შვილმა მამას უთხრა: მამა, მომეცი ჩემი წილი ქონება. მამამ შვილებს თავისი ქონება გაუყო.

ცოტა ხნის შემდეგ უმცროსმა მოჰკიდა ხელი თავის წილ ქონებას, წავიდა უცხო ქვეყანაში და იქ გაფლანგა, რადგან უწმინდურად ცხოვრობდა. ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და ძალიან გაუჭირდა. წავიდა და ერთ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების სამწყემსავად. იმას ნატრობდა, ღორების საჭმელი რკო მაინც მქონდეს, რომ გავძღეო, მაგრამ, არავინ გაიმეტა.

გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს თავზე საყრელად პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები; ავდგები, წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე. აღარა ვარ იმის ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, შენს მოჯამაგირედ მაინც მიმიღე.

ადგა და მამისკენ გაეშურა. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა და შეიწყალა, გამოიქცა, კისერზე მოეხვია და ჰკოცნიდა. შვილმა უთხრა: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე; აღარა ვარ იმის ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

მამამ თავის მონებს უბრძანა: გამოიტანეთ საუკეთესო სამოსელი და შემოსეთ, გაუკეთეთ ბეჭედი თითზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

მალე უფროსი ძე ყანიდან დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, მხიარულების ხმა შემოესმა; დაუძახა ერთ მონას და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი ცოცხალი დაბრუნდა.

გაბრაზდა უფროსი ძე და აღარ ინდომა შინ შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვდა, შემოსულიყო. მან კი მიუგო: აგერ, რამდენი წელია, გემსახურები და გემორჩილები, არასოდეს გადავსულვარ შენს მცნებას, მაგრამ, ერთხელაც არ მოგიცია თიკანი, რომ მეგობრებთან ერთად მომელხინა. მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, რომელმაც მთელი შენი სამკვიდრებელი მეძავებს დაახარჯა, ნასუქი ხბო დაუკალი.

მამამ უთხრა: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და, ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ახლა კი სიხარულის ჟამი დაგვდგომია, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.

ლუკა 15, 11-32.

 

скачать dle 11.3