კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

მარკოზ განშორებული: სწავლის დროს დამსწრეებს ნუ დაუმალავ მათთვის საჭიროს. რაც რიგიანია, გარკვევით განმარტე, ხოლო, რისი დატევაც არ შეუძლიათ (მკაცრი მხილების გამო), იგავით მიანიშნე.

ალექსი ბერი: ადგილი აღსარებისა არის სახე სამჭედურისა, რამეთუ, ვითარ იგი რკინასა შეაგდებენ ცეცხლსა და ბერვითა განახურვებენ და შემდგომ შანთსა გამოიღებენ და სცემენ უროსა და განიყრის გესლსა, ეგრეთვე კაცი მოაღსარებე სახე არს  რკინისა, ხოლო ცეცხლი არს საღმრთო მადლი, მბერველი არს მღვდელი, რომელიც შთაბერავს კეთილ-შთაგონებით და კითხვებით და განუხურვებს გულსა, ხოლო ურო არს სინდისი, რომელი სცემს ცოდვილსა სირცხვილისა გამო და ესრედ განიყრის გესლსა ცოდვისასა, რომელიც დაუფარავად აღიარებს. დიდად ცთომილ და ვნებულ არს მონანული იგი, რომელ აღსარებაშიც ძმის შესმენასა იკადრებდეს სიფიცხით, რამეთუ გონებასა მისსა ალმური გეენისა უბერავს და არა მადლი სულისა წმიდისა. აღსარება სხვა არა რაი არს, თვინიერ თავისი უბადრუკებისა განქიქება მოძღვრისა წინაშე და შენანება ყვედრებაითა თავისათა.

გაბრიელ ეპისკოპოსი: უფალი ხშირად, ძალიან ხშირად კეტავს ადამიანებისთვის მოჩვენებითი ბედნიერების კარს, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ბედნიერების კარი მუდმივად ღია აქვს ყველასთვის, ვინც შესვლას მოისურვებს. შენც შედი, ქრისტეს შვილო ამ კარში. როდესაც შეიგრძნობ ამ ყოველივეს და სულიერი თვალი აგეხილება, არც ერთი წუთით აღარ იქნები მარტო და ვერ იგრძნობ მარტოობას, რადგან მრავალრიცხოვან ზეციურ ოჯახს საკუთარ და-ძმებს, ახლობლებსა და მეგობრებს დაარქმევ.

ნილოს სინელი: ყურადღებიანნი ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ და არ დავცინოთ სხვებს, რადგან თვით ჩვენშიც არის ბევრი ისეთი რამ, რისთვისაც სხვებს დავცინით.

იაკობი: ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ სხეულს. აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანოს პატარა საჭე, იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უმართლობის მთელი სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და, ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან.

ნიკოლოზ სერბი: ჩვენ ჩადენილი სიკეთისა და ბოროტების საზღაურის მოლოდინში ვართ, მაგრამ, ხშირად ვერ ვხედავთ მას. სიკეთე და ბოროტება სულში იბადება, დრო შეზღუდული აქვს. ამიტომ, მართალია, ვერ ვხედავთ საზღაურის აშკარა ნიშნებს, მაგრამ, უთუოდ ჩვენი სინდისი გვაგრძნობინებს მას.

წმიდა სილუანი: სიკეთის მაუწყებელია ის, რომ ჭეშმარიტება ადამიანის ცხოვრების შესახებ ღია კარია, სტიქიური, გაუაზრებელი ცხოვრებიდან გონივრულ, შეგნებულ ცხოვრებაზე გადასასვლელად; ასე რომ, ტანჯვა ტანჯვად რჩება, სიკვდილი – სიკვდილად, მაგრამ, გონებით ისინი აღიქმებიან სიკეთედ – საერთო, საკაცობრიო, ღვთიურ, სამარადისო, უკვდავ სიკეთედ.

 

скачать dle 11.3