კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეალურად როგორები არიან გარეთ „თვალისმომჭრელი“ ქმრები და რით პასუხობენ მათ ცოლები

ნურასოდეს შენატრებთ სხვის ბედს; ნუ იტყვით, რომ მას გაუმართლა, თქვენ კი – არა. შორიდან ყველაფერი გაცილებით სხვაგვარად ჩანს. თქვენ ვერ გაიგებთ, ვერ მიხვდებით, რა ხდება ოჯახს შიგნით. იქნებ, მხოლოდ გეჩვენებათ, რომ „იმას“ – თქვენს მეგობარს, თანამშრომელს, ახლობელს, არაჩვეულებრივი ქმარი ჰყავს, ნამდვილი ბუნების საჩუქარი; ისეთი მხიარულია, საზოგადოების სული და გული... ერთი სიტყვით, ნუ ინატრებთ სხვის ტყავში შეძრომას. კარგად დაფიქრდით, ვიდრე იტყოდეთ, რომ ყოველთვის სხვებს უმართლებს. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის.

 

დიანა (37 წლის): მე ვარ სტერეოტიპების მსხვერპლი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რომ არა ის კომპლექსები, რომლებიც მე ამ სტერეოტიპებმა გამიჩინა, დიდი ხნის წინ ვიპოვიდი საკუთარ ბედნიერებას. ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, ყველა ადამიანს, მიუხედავად თავისი მოთხოვნილებებისა და აზროვნებისა. ერთ დღესაც საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ ქორწინებას სხვა თვალით შევხედე. შევხედე და შევძრწუნდი. რეალობა, ანუ ის, რაზეც თვალის დახუჭვას ვცდილობდი, საშინელი აღმოჩნდა. თურმე კოშმარში მიცხოვრია.

– თვალის დახუჭვას რატომ ცდილობდით?

– ბევრი მიზეზის გამო. ერთია ის, რომ გრძნობა მქონდა მის მიმართ – სიყვარულით შევუღლდით. ახლა უკვე არ ვიცი, მას ვუყვარდი თუ არა. შეიძლება, თავისებურად ვუყვარდი კიდეც, ანუ, ისე ვუყვარდი, როგორც შეეძლო. სხვათა შორის, როცა გავიცანი, სულ სხვანაირი იყო. ყველანაირი საზოგადოების სული და გული. პრინციპში, ის ახლაც ასეთია, ოღონდ, არა ჩემთან.

– შეიცვალა? რატომ? ფიქრობთ, რომ საყვარელი ჰყავს?

– არა, ამას არ ვფიქრობ. მქონდა პერიოდი, როცა ვეჭვიანობდი და ჩვენი პრობლემის მიზეზი სხვა ქალი მეგონა. ძალიან ბევრიც ვინერვიულე, სანამ რეალობას დავადგენდი. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, რომ მკითხოთ, მართლა ვერ გიპასუხებთ, რა უარესია: ქმარს რომ საყვარელი ჰყავს თუ ის, რაც ჩემს ოჯახში ხდება. გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია. ალბათ, ბევრი ჩემი  ნაცნობი ფიქრობს კიდეც, რომ ძალიან გამიმართლა, ასეთი ქმარი რომ მყავს. მაგრამ, მათ ხომ არ იციან, როგორია ის სინამდვილეში?! წარმოდგენა არ აქვთ და ვერც ექნებათ, რა საშინელი ქმარია. ცხრა წლის განმავლობაში მიაღწია იმას, რომ თითქმის სრულიად გამომფიტა და კინაღამ საკუთარი თავის პატივისცემაც დამაკარგვინა. არც ახლაა უკეთესი მდგომარეობა. პირდაპირ ვხედავ, როგორ ცდილობს, შეისრუტოს ჩემი ენერგია, მაგრამ, უკვე გამოვფხიზლდი და ეს ისე ადვილად ვეღარ გამოუვა.

– საშინელებაში რას გულისხმობთ? გცემთ?

– არა, არა, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არ მაქვს საუბარი. ჩემთვის ქმარს ხელი არასდროს დაურტყამს. ეს რომ ერთხელ მაინც მომხდარიყო, მაშინვე გავცილდებოდი. თუმცა, ის ძალადობა, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩემზე ახორციელებდა, არანაკლებ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. მიკვირს, აქამდე რატომ ვერ ვხვდებოდი ამას. ნუთუ, მართლა ისეთი სიყვარული მქონდა, რომ თვალებს ვიბრმავებდი?! შეიძლება, ოჯახის დანგრევა და ცხოვრების აწეწვა არ მინდოდა; კიდევ, იმასაც ვფიქრობდი, კაცია და მას უფრო მეტი ეპატიება; თუ ზოგჯერ მბრძანებლობს, ესეც არ არის ტრაგედია, სამაგიეროდ, ოჯახის ერთგულია-მეთქი და, ასე ნელ-ნელა, ჩემი ხელის შეწყობითაც, ტირანად ჩამოყალიბდა. იქნებ, თავიდანვე რომ გამეწია წინააღმდეგობა და მიმეხვედრებინა, რომ მეც პიროვნება ვიყავი, დღეს სხვანაირად ყოფილიყო საქმე. მე ჩემი დათმობებით იმას მივაღწიე, რომ საკუთარ თავში მონა ჩავასახლე. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? არანორმალური ნორმად ჩავთვალე. არ შეიძლება საკუთარი თავის ღალატი.

– უღალატეთ საკუთარ თავს?

– რა თქმა უნდა! რაღაც დანამატად გადავიქეცი. ვუყურებდი, როგორი იყო ჩემი ქმარი სხვებთან, სხვა ქალებთან. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა – აბსოლუტურად სხვა კაცად იქცეოდა ხოლმე – თავაზიანი, დამთმობი, იუმორით სავსე, ენაწყლიანი და, ერთი სიტყვით, ნამდვილი რაინდი იყო... იტყოდი, რა მოკლავს ამის ცოლსო. მე არ ვიცი, ასეთი ხასიათის მამაკაცები იბადებიან თუ ჩემს ქმარს აქვს თანდაყოლილი კომპლექსები.

– რა კომპლექსი შეიძლება იყოს ეს?

– უპირველესად, არასრულფასოვნების. მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური და, ალბათ, ფსიქოლოგი უკეთ იტყოდა, მაგრამ, მგონია, რომ შინაგანად აქვს მიდრეკილება ტირანიისა და მბრძანებლობისკენ. ალბათ, არსებობს მამაკაცების ისეთი ტიპი, რომელიც შეიძლება დაახასიათო, როგორც არშემდგარი ტირანი. ანუ, ძალიან უნდათ, გავლენა ჰქონდეთ ადამიანებზე, მაგრამ, რადგან მათი გავლენის არეალი, მხოლოდ ოჯახით შემოიფარგლება, იმის იქით ვეღარ „ქაჩავენ“ და ესეც უწყობს ხელს, მთელი აგრესია მეუღლეზე გადმოანთხიონ.

– მაგალითად, რაში გამოიხატება ეს აგრესია?

– გეტყვით. ფსიქოლოგიურ ტერორს მიმართავს: აბსოლუტურად ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, სტიქიურ მოვლენებშიც კი. მაგალითად, თუ წვიმს და არ მოსწონს ეს წვიმა, რადგან ფეხსაცმელები ტალახით ესვრება, ჩემი ბრალია; თუ ცივა და ძალიან თბილად ჩაცმული არ წავიდა სახლიდან, არ წაიღო ხელთათმანები, ქუდი, ანუ, მე არ დავაძალე და არ ვუთხარი, რომ წაეღო, საშინლად გაბრაზებული მომადგება, საყვედურებით მიკლებს, პრეტენზიებს გამოთქვამს და აგრესიულია. ყოველი დილაც ასე იწყება – საყვედურებით, კაპრიზებით... სულ უკმაყოფილოა, სულ პრეტენზიას გამოთქვამს... ვერაფრით მოვიგე მისი გული. იცით, რა საშინელებაა, როცა გინდა, საყვარელ ადამიანს რაღაც კარგი გაუკეთო, ასიამოვნო, თავდაყირა დგები, ის კი მთელ ამაგს, წვალებასა და მონდომებას წყალში გიყრის?! როცა ამას სისტემატური სახე აქვს, ისე ითრგუნები, აღარაფერი გიხარია; თავს სრულიად უსარგებლო ადამიანად, არაფრის მაქნისად გრძნობ. არასრულფასოვნების კომპლექსი უკვე შენც გიჩნდება. ფიქრობ იმაზე, რომ არაფერი შეგიძლია. მე რომ ვლაპარაკობ, შეიძლება, ფიქრობთ, არაფერი განსაკუთრებული პრობლემა ამას არ ჰქონია, დიდი საქმე, ცოტა უხასიათო ქმარი თუ ჰყოლიაო. მაგრამ, ეს ასე არ არის. ფსიქოლოგიური ტერორი საშინელებაა, შიგნიდან განგრევს. მივხვდი, როგორ ვკარგავდი საკუთარი თავის პატივისცემას. რამდენჯერ ჩავკეტილვარ სააბაზანოში, რომ ქმრის საყვედურებისგან დამეღწია თავი  და მისი კაპრიზული რეპლიკები არ მომესმინა. ერთადერთი, სააბაზანოში ვგრძნობდი სიმშვიდეს. იქ ვიცდიდი ხოლმე, სანამ წავიდოდა. ვიტანჯებოდი, როცა ერთად მივდიოდით სადმე. ვუყურებდი საკუთარ ქმარს სულ სხვა „ამპლუაში“ და ნერვები მეშლებოდა. წარმოუდგენლად იცვლებოდა. ქალები თვალებაციმციმებულები უყურებდნენ და მის თითოეულ სიტყვას „იჭერდნენ“. ესეც ალერსიანად უღიმოდა, კომპლიმენტებით ავსებდა...

– თქვენ მიმართაც იცვლებოდა საზოგადოებაში?

– რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვი, რომ ყურადღების ცენტრში ვყავდი, მაგრამ, მთლად განზეც არ მტოვებდა – „საყვარელოს“ მეძახდა. როცა იხუმრებდა, მე დამიმოწმებდა. დათრგუნულსა და გამწარებულს, მისით აღფრთოვანების აღარც თავი მქონდა და აღარც სურვილი.

– თქვენ არ გაგიჩნდათ ქმრის მიმართ აგრესია? ან სიძულვილი...

– სიძულვილი არა, ყოველ შემთხვევაში, იმდენად არა, რამდენადაც სამაგიეროს გადახდის სურვილი. ოღონდ, თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რა ფორმით უნდა მექნა ეს. ღალატზე მაშინვე არ მიფიქრია. თუ ბუნებით არ ხარ მოღალატე, ამაზე ასე ერთბაშად ვერც იფიქრებ. რაღაცნაირად, თავისით მოხდა მოსახდენი. უკვე გითხარით, რომ ძალიან ვიყავი დათრგუნული და საკუთარი თავის პატივისცემას ვკარგავდი. სამსახურშიც ვეღარ ვაკეთებდი ჩემს საქმეს სრულფასოვნად. აღარც ხალისი მქონდა და აღარც ენთუზიაზმი. კარგად რომ ჩამეცვა და გავპრანჭულიყავი, ამისი სურვილიც გამიქრო. წარმოიდგინეთ, რა ზომამდე უნდა მიიყვანო ქალი, რომ მას ახალი ტანსაცმლისა და კარგ ფორმაში ყოფნის სურვილი დაუკარგო. „რა მნიშვნელობა აქვს, რა გაცვია...“, „შენ მაინც არაფერი გიხდება...“ „ნელ-ნელა საფრთხობელას ემსგავსები...“, „სილამაზის სალონი შენნაირი ქალებისთვის არ არის...“, „სახლის საქმეებისთვის ვერ მოგიბამს თავი, დაბდურა ხარ და უმაქნისი...“, „სამსახურში როგორ გიტანენ...“, – აი ასეთი რეპლიკებით „მანებივრებდა“. მიზანმიმართულად აკნინებდა ჩემს პიროვნებას, რომ სულ წავეშალე.

– როგორ ფიქრობთ, რა მიზნით?

– ვფიქრობ, რომ ამით თავისი სუპერ-ლიდერობის, სუპერ-გმირობის გამოკვეთა უნდოდა. ტირანის მთავარი სურვილი ხომ ის არის, ერთპიროვნული მბრძანებელი იყოს, იბატონოს ვიღაცაზე. ძალიან ადვილი ხდება ისეთი ადამიანის მართვა, რომელსაც საკუთარი თავის პატივისცემა აღარ აქვს. მე რომ შემთხვევით არ გამეცნო კაცი, რომელმაც რამდენიმე დღეში მიმახვედრა, რას წარმოვადგენდი რეალურად... თავიდან დავიბადე. ვიგრძენი, რომ ძალიან ბევრი შემიძლია და პიროვნება ვარ. მე არ ვიტყვი, რომ ამ კაცს ვუყვარვარ, მაგრამ, არც არაფერში მჭირდება მისი სიყვარული. იმაზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებს, რაც უკვე მომცა – ღირსების გრძნობა დამიბრუნა და დამანახვა, რომ მონა ვარ, ოჯახური ტირანიის მსხვერპლი, რასაც აუცილებლად უნდა ვებრძოლო, დავუპირისპირდე და ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიო. მე ჭკვიანი, სასიამოვნო გარეგნობის, შემდგარი ქალი ვარ, რომელიც არის პიროვნება და აქვს უნარი, თავად მართოს საკუთარი ცხოვრება.

– ეს ყველაფერი საყვარელმა შთაგაგონათ?

– პირდაპირ კი არ უთქვამს, უბრალოდ, მე ის მაფასებს, პატივს სცემს ჩემს პიროვნებას, მანებივრებს და ცდილობს, მასიამოვნოს, სიხარული მომანიჭოს. ჩვენი ურთიერთობა ორმხრივ სასიამოვნოა. მას არ ჰყავს ცოლი, რომ ვინმეს წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძნო ან სინდისმა შემაწუხოს.

– თქვენ ხომ გყავთ ქმარი?

– ანუ, ამის გამო უნდა შემაწუხოს სინდისმა? არანაირად. ჩემმა ქმარმა ნამდვილად დაიმსახურა ღალატი. ეს ჩემი პროტესტია, თუმცა, არანაირად არ დამიგეგმავს. გარდა იმისა, რომ იმ ადამიანმა საკუთარი თავის პატივისცემა დამიბრუნა, უამრავი დეფიციტი შემივსო – კაცის ყურადღების, სითბოსი, ადამიანური სიახლოვის, – ბოლოს და ბოლოს, სრულფასოვანი, ჯანმრთელი სექსის, როცა თავს ქალად ვგრძნობ და არა მოსახმარ ნივთად. გამოჩნდა ვიღაც, ვინც ფიქრობს ჩემს სიამოვნებაზე, იმაზე, რომ კარგად ვიყო.  იცით, ეს რამდენს ნიშნავს ჩემნაირი ქალისთვის? რამდენიმე თვეა, რაც მარტოსული მონა აღარ ვარ და შინაგანადაც შევიცვალე. ჩემი ქმარი ვეღარ ბატონობს ჩემზე, ვეღარ მთრგუნავს.

– და, ამას ვერ ამჩნევს?

– არ ვიცი. ალბათ, ვერა. მე ხომ ჩუმად ვარ, არანაირ წინააღმდეგობას არ ვუწევ. არც ადრე ვიღებდი ხმას, მაგრამ, სამაგიეროდ, შიგნიდან ვინგრეოდი, ვნერვიულობდი და ვიჩაგრებოდი. ახლა კი ეს პრობლემა მომიგვარდა და კარგად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება. მე უკვე ჩემ მიღმა „ვატარებ“ ამ ყველაფერს, არც ერთი კაცი და არც ერთი ოჯახი არ ღირს იმად, რომ საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგო, ვიღაცის დანამატად იქცე და, საშუალება მისცე ამ ვიღაცას, სისტემატურად მოგაყენოს შეურაცხყოფა.

– არ გეშინიათ, რომ ქმარი გაიგებს თქვენი ღალატის შესახებ? ფიზიკურ ტერორზე და შეურაცხყოფაზე რომ გადავიდეს?

– ვერ გადმოვა. ვერ გაიგებს, რომ ვღალატობ – მე ხომ მას არარაობა ვგონივარ, ქალი, რომელიც არავის სჭირდება და, ფეხები უნდა ვუკოცნო, რომ ოჯახის ღირსი გამხადა. ამიტომ, ჩემზე არ იეჭვიანებს.

– შეიძლება, ამას თქვენ გაჩვენებთ, სინამდვილეში კი ფხიზლად არის.

– არა მგონია. ტირანები ასეთ მასშტაბებში ვერ აზროვნებენ. ჩემი ქმარი კმაყოფილია იმით, რომ თავისი ზეგავლენა დაამყარა ჩემზე და სიღრმეებში აღარ იხედება. კიდევ ამიტომაც დაიმსახურა ღალატი.

– ანუ, ეს მაინც თქვენი სამაგიეროა.

– არ ვიცი, რას ეძახით თქვენ სამაგიეროს გადახდას. კარგი და ღირსეული ქმარი რომ მყოლოდა, ღალატზე რა წამიყვანდა! არც გამიჩნდებოდა უცხო მამაკაცთან ურთიერთბის სურვილი, გამორიცხულია. უწესო და უზნეო ნამდვილად არ ვარ. ჩემმა ქმარმა თვითონ მიმიყვანა ამ ზომამდე და არ ვნანობ, რომ ჩემს თავს პატარა სიხარულის უფლება მივეცი.

 

 

скачать dle 11.3