კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ფუნქციებით არის აღჭურვილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციაა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობისა და ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
კითხვა: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან პირები. გთხოვთ, მაცნობოთ ამ პროგრამის მოქმედებისა და მიზნების შესახებ.
პასუხი: გაცნობებთ, რომ განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ახალი მექანიზმია. ეს მექანიზმი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგება. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება, განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებასა და მის შედეგებს. პროგრამის მიზანია იმ არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. ახალი პროგრამა, ერთი მხრივ, განარიდებს არასრულწლოვანს სისხლის სამართლის სისტემისა და ნასამართლეობისგან, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სამართლიანობის აღდგენას, განმეორებითი დანაშაულის (რეციდივის) თავიდან აცილებას, არასრულწლოვნის გამოსწორებასა და მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. მედიაციის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება, დანაშაულით გამოწვეული ემოციური თუ მატერიალური შედეგების გამოსწორება და სამართლიანობის აღდგენა. მედიაციაში ცენტრალურ როლს ასრულებს მედიატორი – სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წარმართავს მთელ პროცესს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიხედვით ტერმინი „განრიდება”?
პასუხი: განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შესაბამისად, განრიდება არის არასრულწლოვნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომელსაც იყენებს პროკურორი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიხედვით ტერმინი „მედიაცია”?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიხედვით, მედიაცია არის არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება. მედიაციის პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ არასრულწლოვნის მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი), პროკურორი, სოციალური მუშაკი და, განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირებიც.
კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში ხდება მეწარმე სუბიექტისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება?
პასუხი: მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე, ფიზიკური პირი, იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე და რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან  მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში არასრულწლოვნის ემანსიპაცია?
პასუხი: არასრულწლოვნის ემანსიპაცია გულისხმობს, რომ, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვნის მიერ, კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან, ამ წარმომადგენლების თანხმობით  – მესამე პირებმა ამ მიზნით, ანდა, თავისუფალი განკარგვის მიზნით.
კითხვა: ხშირად მესმის ხოლმე ტერმინი „გენდერული თანასწორობა“. გთხოვთ, მომცეთ ამ ტერმინის იურიდიული განმარტება.
პასუხი: ტერმინი „გენდერული თანასწორობა” არის ადამიანის უფლებათა ერთი ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის როგორც თანასწორ უფლება-მოვალეობებს, ასევე, პასუხისმგებლობასა და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
კითხვა: ვარ 61 წლის, ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში დამლაგებლად ხელშეკრულებით. მაქვს თუ არა უფლება, მივიღო პენსია ხელფასთან ერთად? 
პასუხი: გაცნობებთ, რომ, კანონის შესაბამისად, არ გაქვთ უფლება, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პარალელურად მიიღოთ პენსია.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება მსჯავრდებულ პატიმართა გადაყვანა და მიღება სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
პასუხი: მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას ახორციელებს ადმინისტრაცია, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში მიღების დროს მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მის მიმართ როგორც მოსამსახურეთა მოპყრობის ისე, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები; ასევე, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები.
კითხვა: მაინტერესებს, დისციპლინური სახდელის დადებიდან  რა დროის გასვლის შემდეგ ითვლება მსჯავრდებული პირი დისციპლინურ სახდელდაუდებლად?
პასუხი: დისციპლინურ სახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს ან მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრება საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა 6 თვემდე ვადით ან სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით, იგი დისციპლინურ სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.

скачать dle 11.3