კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დააგრძელა თავისი იახტა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა და რომელი რუსი მილიარდერის იახტაა მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე

ყოველწლიურად ინტერნეტ-პორტალი – superyachts.com მსოფლიოს მილიარდერების საკუთრებაში არსებული იახტების რეიტინგს აქვეყნებს. 2012 წლის რეიტინგში 100 იახტა ფიგურირებს, რომელთა მფლობელები „ფორბსის” რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. „თბილისელების” ამ ნომერში ამჯერად რუსი ოლიგარქების საკუთრებაში არსებული იახტების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ. მათ შორის ზოგიერთი ჯერ კიდევ პროექტია, რომლის აგება წელს უნდა დასრულდეს.
სახელწოდება: „ეკლიფსი“. მფლობელი: რომან აბრამოვიჩი. სიგრძე: 164 მეტრი. სავარაუდო ფასი: 890 მილიონი დოლარი. აიგო: 2009 წელს.
რომან აბრამოვიჩის ხომალდი „ეკლიფსი“, რომელიც თარგმანში დაბნელებას ნიშნავს, მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო იახტაა. ხომალდზე არის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, სუბმარინა, 16-მეტრიანი აუზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, კინოდარბაზი. იახტა აღჭურვილია ანტისარაკეტო სისტემითა და ტყვიაგაუმტარი მინებით. ინტერიერი გაფორმებულია თანამედროვე ხელოვნების 35 ნიმუშით. იახტის ყოველწლიური მომსახურება, პერსონალის ხელფასი და სხვა ხარჯები აბრამოვიჩს 50 მილიონი დოლარი უჯდება. თავდაპირველად, „ეკლიფსის“ სიგრძე 162,5 მეტრს შეადგენდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიხი – მოჰამედი, რომლის იახტა 46 სანტიმეტრით მოკლე იყო აბრამოვიჩის იახტაზე და აპირებდა დაეგრძელებინა ის, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი იახტა მას ჰქონოდა, აბრამოვიჩმა თავისი იახტა კიდევ რამდენიმე მეტრით დააგრძელა. ამიტომ, ტიტულიც მას დარჩა. 2011 წლიდან აბრამოვიჩი თავის იახტას აქირავებს და ეს სიამოვნება კვირაში 2 მილიონი დოლარი ჯდება. თუმცა, ოლიგარქი თავად წყვეტს იმსახურებს თუ არა კლიენტი ნდობას.
სახელწოდება: „სერენე“. მფლობელი: იური შეფლერი. სიგრძე: 134 მეტრი სავარაუდო ფასი: 300 მილიონი დოლარი. აიგო: 2010 წელს.
იახტა „სერენე“ იტალიური გემთმშენებელი კომპანია „ფინკანტიერი იახტის” აგებულია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხომალდია. იახტის აგება 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. იახტაზე არის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, წყალქვეშა ნავი, რომელიც 100 მეტრ სიღრმეზე ეშვება და ასევე დახურული აუზი. იახტის ფართი 4 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საიდანაც 2 700 კვადრატული მეტრი იახტის მფლობელისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. ექსტერიერის დიზაინი ცნობილ დიზაინერულ კომპანია „ესპენ ოეინს” ეკუთვნის, ხოლო ინტერიერის – ლონდონურმა კომპანია „რეიმონდ ლენგტონ დიზაინს”.
სახელწოდება: „A”. მფლობელი: ანდრეი მელნიჩენკო. სიგრძე: 119 მეტრი სავარაუდო ფასი: 300 მილიონი დოლარი. აიგო: 2008 წელს.
სუბმარინის დიზაინით იახტა მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოსთვის გერმანულმა გემთსაშენმა კომპანიამ ააგო. იახტის სახელწოდება ოლიგარქის მეუღლის, ალექსანდრა მელნიჩენკოს სახელის პირველი ასოდან მომდინარეობს. იახტის დიზაინზე ცნობილმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა იზრუნა. სულ ხომალდზე 6 კაიუტაა სტუმრებისთვის. მომსახურე პერსონალი სულ (42 ადამიანია). იახტა აღჭურვილია წყალქვეშა ნავით, სამი აუზით, რომელთაგან ერთში ზღვის წყალია. იახტის შენახვა ანდრეი მელნიჩენკოს წელიწადში 20 მილიონი დოლარი უჯდება.
სახელწოდება: „ლუნა“. მფლობელი: რომან აბრამოვიჩი. სიგრძე: 115 მეტრი სავარაუდო ფასი: 175 მილიონი დოლარი. აიგო: 2009 წელს.
„ლუნა“ უმსხვილესი საექსპედიციო იახტაა, რომელიც განკუთვნილია ნავიგაციისთვის ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში. იახტა სპეციალურად რომან აბრამოვიჩისთვის აიგო. იახტაზე ვერტმფრენისთვის განკუთვნილი ორი დასაჯდომი პლატფორმაა და ასევე აუზი. ამ იახტას უკავშირდება სკანდალი, რომელმაც ვენეციის მერს ათქმევინა, რომ დროა, უზარმაზარი იახტებისთვის გადასახადი შემოიღონ. საქმე ისაა, რომ ვენეციის ნაპირებთან მდგომი იახტა ადგილობრივ მცხოვრებლებს წმიდა მარკის ყურეს დანახვაში უშლიდა ხელს.
სახელწოდება: „ლე გრანდ ბლუ“. მფლობელი: ევგენი შვიდლერი. სიგრძე: 112,8 მეტრი; სავარაუდო ფასი: 90-130 მილიონი დოლარი. აიგო: 2000 წელს.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს იახტა რომან აბრამოვიჩმა „მაიკროსოფტის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლ ალენისგან 50 მილიონ ფუნტად შეიძინა და 2004 წელს მისი სრული მოდერნიზირება მოახდინა. მოგვიანებით, აბრამოვიჩმა იახტა თავის ბიზნესპარტნიორს, ევგენი შვიდლერს აჩუქა, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. 35-კაციანი ეკიპაჟის გარდა, იახტაზე 20 სტუმარი ეტევა. გარდა ამისა, ის აღჭურვილია ვერტმფრენის დასაჯდომი პლატფორმით და 20-მეტრიანი კატერით.
სახელწოდება: „დილბარი“. მფლობელი: ალიშერ უსმანოვი; სიგრძე: 110 მეტრი; სავარაუდო ფასი: 90-120 მილიონი დოლარი. აიგო: 2008 წელს.
იახტის ექსტერიერის დიზაინზე ცნობილმა დიზაინერმა ტიმ ჰეივუდმა იზრუნა, ხოლო ინტერიერის  დიზაინი ესპანელ ალბერტო პინტოს ეკუთვნის. ცნობილია, რომ იახტაზე მილიარდერი და საფეხბურთო კლუბ „არსენალის” აქციონერი, ალიშერ უსმანოვი ოჯახთან ერთად ისვენებს. ასევე, იახტის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრებს აწყობს თავისი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრებთან. აღსანიშნავია, რომ იახტას ადრე „ოპალ პროჯეკტი” ერქვა. მას შემდეგ კი, რაც მან უსმანოვის ხელში გადმოინაცვლა პატრონმა სახელი შეუცვალა და დედის პატივსაცემად, „დილბარი” უწოდა. იახტა 21 სტუმარზეა გათვლილი, ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა 47 ადამიანს შეადგენს.
სახელწოდება: „პალადიუმი“. მფლობელი: მიხაილ პროხოროვი. სიგრძე: 96 მეტრი. სავარაუდო ფასი: 90-110 მილიონი დოლარი. აიგო: 2010 წელს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ექსკანდიდატის მიხაილ პროხოროვის კუთვნილი იახტა „პალადიუმი”, ბრიტანელი დიზაინერის მაიკლ ლიჩის დიზაინით შეიქმნა. იახტა პროხოროვის გემოვნებით არის აღჭურვილი. „პალადიუმზე” მოწყობილია ნამდვილი სპორტული ბაზა საწყლოსნო სახეობებისთვის. 8-კაიუტიან იახტაზე 16 სტუმრის ადგილია. გავრცელებული ცნობის თანახმად, ამ იახტით პროხოროვი ხშირად მოგზაურობს მსოფლიოში და თექვსმეტივე სტუმარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. იახტაზეა ლაუნჯი, „ბიჩ კლუბი” და ჯაკუზი, სადაც ნებისმიერი სტუმარი უმაღლეს დონეზე დაისვენებს.
სახელწოდება: ICE. მფლობელი: სულეიმან ქერიმოვი; სიგრძე: 90,1 მეტრი, სავარაუდო ფასი: 150-170 მილიონი დოლარი. აიგო: 2005 წელს.
საფეხბურთო კლუბ მახაჩკალის „ანჟის” მილიარდერი მფლობელის, სკანდალური სულეიმან ქერიმოვის იახტა  – ICE ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთაა ეკოლოგიურად. იახტაზე 16 სტუმრისთვის განკუთვნილი კაიუტებია, ხოლო ეკიპაჟის რაოდენობა 27 წევრს შეადგენს. იახტა აღჭურვილია უზარმაზარი საცურაო აუზით, ჯაკუზითა და ვერტმფრენისთვის განკუთვნილი პლატფორმით. ცნობილია, რომ „მაიკროსოფტის” შეფი, ბილ გეითსი ქერიმოვისგან ამ იახტის შეძენას 170 მილიონ დოლარად ცდილობდა, თუმცა ქერიმოვმა მისი გაყიდვა არ მოინდომა.

скачать dle 11.3