კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოზიციურად კომფორტულები

ახლოს მივედი  – „ჰაბი“ ყოფილა

რაკი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი არა მხოლოდ მინისტრების წმიდათაწმიდა მოვალეობაა, ბუნებრივია, გამონაკლისი ვერც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იქნება. ვერ იქნება და არც არის. ჰოდა, რაკი არც არის, 23 თებერვლიდან ბ-ნი ხეთაგური სამხრეთ კორეაში ბრძანდებოდა: აქეთ – ინვესტიციებს იზიდავს, იქით – სამხრეთკორეულ გაზეთს ინტერვიუც მისცა, რისი მეშვეობითაც იქაურ საზოგადოებას საქართველოს ენერგოპოტენციალი გააცნო, თანაც როგორი – მისი ვარაუდით, შესაძლოა, 30 წელიწადში საქართველომ ბირთვული ენერგიის წარმოებაც დაიწყოსო (ბავშვებისთვის რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა?!). ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე აკეთებს ეს ჩვენი ახალგაზრდა მინისტრი ასეთ შორსმიმავალ დასკვნებს (მომყავს ციტატა): „უპირველესად, ყველამ უნდა განავითაროს მწვანე ენერგია, მაგრამ, ჩემი თვალთახედვით (აი, ასე: მისი თვალთახედვით!), მომავალი დაკავშირებულია, ასევე, ბირთვულ ენერგიასთან.“ ამიტომაც მიიჩნევს, რომ „ხელი უნდა შევუწყოთ ბირთვული ენერგიის წარმოებისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიის განვითარებას (აი, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა „ჩვენში“: ჩვენ და ამერიკა, თუ საქართველოს სრულიად ეკონომიკური გუნდი).
მანამდე კი მინისტრმა ხეთაგურმა კორეულ ენერგოკომპანიებს საქართველოს ენერგორესურსები შეახარბა: „ქვეყანას აქვს 20 ათასი მეგავატი არარეალიზებული ჰიდრორესურსი და ელექტროენერგიის ექსპორტიორია (ცნობისთვის, საქართველო თურქეთს ელექტროენერგიას, როდესაც ჭარბი აქვს, თვითღირებულებით აწვდის, ხოლო, როდესაც თურქეთისგან იღებს დეფიციტის დროს, ორმაგს იხდის. აი, ასეთი კომფორტულები ვართ ყველა დარგსა თუ პოზიციაში!).
უფრო მეტიც, მინისტრს არც ის დაუმალავს, რომ „ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები (და კიდევ, ისეთი შრომის კანონმდებლობა, რომ ბატკანიც კი უფრო დაცულია, ვიდრე საქართველოს დასაქმებული მოქალაქე)“, ამიტომაც, შეაგულიანა, „შეგიძლიათ, აწარმოოთ ბიზნესსაქმიანობა, მიიღოთ მოგება, შექმნათ გარკვეული სახის „ჰაბი“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში”.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მოარული ხმებით, ახალი კასკადური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, სახელდობრ, ჩვენ დღევანდელზე გაცილებით ძვირი დაგვიჯდება (იმიტომ რომ ძვირი ეღირება), გამოდის, რომ კორეულ ბიზნესზე (და განა მხოლოდ კორეულზე?!) მტლად დასადებადღა თუ გამოვდგებით.

скачать dle 11.3