კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადლობების შემგროვებლები

„შორეული „ნატოს“ ეშხი მოვა, მაგრამ მოდის“

ჩვენ არ ვიცით, იზიარებს თუ არა „ნატოს“ გენმდივნის სპეცწარმომადგენელი ბ-ნი აპატურაი მოსაზრებას, რომ იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ისიც წინამორბედივით იმეორებს, რაკი ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, თუ კვლავ გსურთ (არადა, გვსურს და მეტი არა?!), გახდებით კიდეცო, ოღონდ, როდესაც სტანდარტებს დააკმაყოფილებთო (არადა აი, ეს დაკმაყოფილება გვიჭირს ძალიან). მეტი დამაჯერებლობისთვის კი თვით გენმდივან რასმუსენის სიტყვებსაც იშველიებს: „ჩვენ ერთმანეთს ნელ-ნელა ვუახლოვდებითო (თუმცა ჯერჯერობით, აქეთ შენა ხარ, იქით მე, შუა ჩაგვიდის მდინარე)“. მეტიც, თურმე, ამ ბოლო ხანს ზემოხსენებულ გლობალურ იმედს ერთი პატარა იმედუკაც შეჰმატებია: „შეთანხმდა ღონისძიებათა პაკეტი, რათა გაფართოვდეს საქართველოს კავშირი „ნატოსთან.“
ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს ეს პაკეტი (კაცმა რომ თქვას, არც დანარჩენ პაკეტებზე გვაქვს მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა), მაგრამ, ვიცით, რომ გენმდივანმა რასმუსენმა გასულ კვირასაც გადაგვიხადა მადლობა ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის (გადაიხდიდა აბა, რა, როდესაც ლამის ყველანი ერთად გავეშუროთ ავღანეთში დემოკრატიისა და ალიანსის ღირებულებების დასაცავად). ჰოდა, რაკი ვეშურებით, ჩვენი ეს შემართება არც ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორების მახვილ თვალს ეპარებათ (მომყავს გენმდივნის ციტატა): „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ასევე, მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს გადაწყვეტილებას საკუთარი კონტინგენტის გაზრდის შესახებ (აშკარაა, მალე სრული შემადგენლობით, დედაწულიანად, მოგვიწევს ავღანეთს გამგზავრება).“
ჰოდა, რაკი უცნობია, როდის მოვა შორეული „ნატოს“ ეშხი, იმედია, ISAF-ის ოპერაციები მაინც არ მოგვაკლდება და, თუ მთლად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც ვერ დავივანებთ, მადლობების რაოდენობით, ვინძლო, გინესის რეკორდების წიგნს მაინც გამოვკრათ ხელი!

скачать dle 11.3