კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს გერმანიაში საცხოვრებლად წასულ მეგობარს და რის გამო შეწყდა კავშირი მათ შორის

22 წლის მარიამ ქავთარაძე ეძებს 24 წლის ლაიანა ელიაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 24 წლის ლაიანა ელიაშვილს. ლაიანა ოთხი წლის წინ, ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში და მას შემდეგ მასთან კონტაქტი დაკარგული მაქვს. სამწუხაროდ, შეიძლება, ჩვენ შორის კავშირის გაწყვეტა სწორედ ჩემი ბრალი იყოს, რადგან მე გამოვცვალე მობილური ტელეფონის ნომერი, ლაიანამ კი ჩემი ახალი ნომერი არ იცის. არაა გამორიცხული,  ისიც მეძებდეს.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მეგობრებმა? მოგვიყევი შენი ისტორია.
– მე და ლაიანამ ერთმანეთი საერთო ამხანაგის დაბადების დღეზე გავიცანით და იმ დღესვე დავმეგობრდით. ლაია (ასე ვეძახდით შემოკლებით) ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ისიც ჩემსავით მხატვრობით იყო გატაცებული და ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა. ეროვნებით ლაია ებრაელია. მას ჰყავს უმცროსი და-ძმა – ნანა და რომანი. 2008 წელს ლაია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მათ გაყიდეს ვორონცოვზე მდებარე სახლი და, როგორც ვიცი, ქალაქ დრეზდენში გაემგზავრნენ. 2008 წლის შემდეგ ჩემს მეგობართან კავშირი არ მაქვს, რასაც ძალიან განვიცდი და მინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ვერ შევძელი მისი მოძებნა და, დიდი იმედი მაქვს, რომ მას თქვენი რუბრიკის საშუალებით ვიპოვი.
– მარიამ, აქამდე თუ გიძებნია მეგობარი და რა ხერხებით?
– სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში საკმაოდ სუსტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა საიტზე ვეძებდი ლაიას, ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა. სავარაუდოდ, ის დარეგისტრირებულია ფსევდონიმით, რომელიც ჩემთვის უცნობია.
– როგორ ფიქრობ, შენი მეგობარი თუ გეძებს?
– დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ისევე უნდა ჩემთან დაკავშირება, როგორც მე. ორივეს ერთი ოცნება გვქონდა – გვინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება და ხატვის ნიჭის გაღრმავება. ლაიამ არც კი იცის, რომ მე ეს ოცნება ამიხდა. იმედია, მანაც მიაღწია თავის საწადელს, რადგან, საკმაოდ კარგად ხატავდა და უამრავი იდეა ჰქონდა. საერთოდაც, სიცოცხლით სავსე პიროვნებაა. ძალიან მინდა მისი პოვნა და ჩვენი მეგობრობის აღდგენა. საქმე ისაა, რომ გერმანიაში წასვლის წინ ლაიამ ჩაიწერა ჩემი ტელეფონის ნომერი თავის წიგნაკში და შემპირდა, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა, ხოლო, როგორც კი მე ინტერნეტს ჩავრთავდი, ჩვენი ურთიერთობა იქ გაგრძელდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მე დავკარგე ჩემი ძველი ნომერი და ვეღარ აღვადგინე, მან კი ჩემი სხვა ნომერი არ იცოდა. ვფიქრობ, რომ ის მე მირეკავდა, მაგრამ, ვერ მიკავშირდებოდა. რაც შეეხება კომპიუტერს, არც ისე დიდი ხანია, რაც მაქვს და ამის გამო აქამდე მეც არ შემეძლო, აქტიურად მომეძებნა ჩემი მეგობარი.
– შენს მეგობარს თბილისში ნათესავები ხომ არ ჰყავს, არავინ იცის მისი კოორდინატები?
– ნამდვილად ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ლაიას ბევრი ნათესავი ჰყავს ისრაელში. თავად მისი ოჯახი ქართველი ებრაელები არიან, გერმანიაში წასვლა კი მათ სამსახურის შოვნის მიზნით გადაწყვიტეს. როგორც მახსოვს, ისინი იქ ლტოლვილებად უნდა ჩაბარებულიყვნენ. ჩვენი საერთო მეგობრებიდან კი არავინ იცის მისი მისამართი, პირიქით, ყველას ჩემი იმედი აქვს (იცინის), იქნებ, შენ მაინც იპოვოო. სანამ ლაია წავიდოდა, ერთმანეთს შევპირდით, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მეგობრებად დავრჩებოდით და ერთმანეთს არასდროს დავივიწყებდით. მას საქართველოდან წასვლა არ უნდოდა და დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კი შეძლებს, აუცილებლად ისევ ჩამოვა თბილისში. წასვლის წინ ძალიან ნერვიულობდა, რადგან გერმანული ენაც კი არ იცოდა, ინგლისურს უფრო კარგად ფლობდა. ფაქტობრივად, ლაიას ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მას არ უნდოდა აქედან წასვლა, ოჯახის დანარჩენი წევრები წინააღმდეგები არ ყოფილან.
– შენ თუ აპირებ უცხოეთში წასვლას?
– სიმართლე გითხრათ, მე ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. თბილისში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან გამიჭირდება აქედან წასვლა. შეიძლება, აქ ცხოვრება ჭირდეს, მაგრამ, მხარში ამომდგომიც ბევრი გყავს, იქ კი, არავინ იცის, როგორია ცხოვრება. (იცინის). თუმცა, თუკი სამსახურს საუკეთესო პირობებით შემოგთავაზებენ, დროებით საქართველოდან წასვლა შეიძლება, მაგრამ, მხოლოდ დროებით....
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3