კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმოსური მენიუ – მარსისთვის

ამერიკის კოსმოსურმა უწყებამ ხანგრძლივი ექსპერიმენტის ჩატარებაში მონაწილეობისთვის მოხალისეების აყვანის შესახებ გამოაცხადა. ექსპერიმენტის მიზანია მარსის მომავალი დამპყრობლების კვების სისტემის დამუშავება.
როგორც კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯინ ჰანტერმა განაცხადა, ექსპერიმენტში იგულისხმება ოთხი თვის განმავლობაში ექვსი ადამიანის იზოლირება შენობაში, რომელიც კოსმოსური ხომალდის იმიტაცია იქნება. შენობა კი, აიგება ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა.
განცხადებების მიღება 29 თებერვალს შეწყდა. ღირსეული კანდიდატების შერჩევა მაისის ბოლოსთვის განხორციელდება, ხოლო თვით ექსპერიმენტის ჩატარება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.
ამ პროექტში მონაწილეობას იღებენ „ნასა“, ჰავაის შტატისა და კორნელის უნივერსიტეტები. მკვლევრებს სურთ, განსაზღვრონ იმ პროდუქტების კრებული, რომლებიც ხელს შეუწყობს ასტრონავტებს მისიის შესრულებას მარსზე ექსპედიციის დროს. ყოველი პროდუქტი ყველა საჭირო ნივთიერებას უნდა შეიცავდეს და იყოს ისეთი, რომ მისიის მთელი სამი წლის განმავლობაში ასტრონავტებს არ მოსწყინდეთ მათი ჭამა. ექსპედიცია მარსამდე მისვლას ექვს თვეს მოანდომებს, უკანაც – ექვს თვეს, პლუს – მარსზე ყოფნის ორი წელი.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასტრონავტები კარგად იკვებებოდნენ, – აღნიშნა პროფესორმა, – ამაზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოება და მისიის წარმატება“. ექსპერიმენტის მონაწილეთა განკარგულებაში იქნება ის მზა საკვები პროდუქტები, რომლითაც ახლა მარაგდებიან ასტრონავტები; აგრეთვე, ზოგიერთი ხანგრძლივად შენახვადი პროდუქტი, კერძოდ ფქვილი, შაქარი და სუბლიმაციურად გამშრალი ხორცი, ესე იგი, მათ საშუალება მიეცემათ, თვითონ მოიმზადონ საკვები.
„მოხალისეებიდან უპირატესობა მიეცემათ სწავლულებსა და ინჟინრებს; ურთიერთობაში სასიამოვნო და დამყოლ ადამიანებს; ასევე, მათ, ვინც გამოიჩენს ინტერესს კვების პროდუქტებისადმი და შეეძლება მათი მომზადება... და, რასაკვირველია, მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობა“, – შენიშნა ჰანტერმა.

скачать dle 11.3