კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წონადამძიმებული


ანუ დახეულმანდატშემწებებელი

„ბრძენი უნდა იყო და თავი შლეგად უნდა მოაჩვენო“

პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ისე მოიხდინა, თითქოს ბავშვობიდან იქ მჯდარიყოს. მუშაობასაც უმალ აუღო ალღო, სატელევიზიო სივრცეში საეთერო დროც გამოუყვეს („ნაცხელისუფლებისთვის“ ახლა თითო კაცი 250 000 ცხვარზე ძვირფასია) და კაბინეტიც (საქართველო-ევროკავშირის დროშებით გაფორმებული). მეტიც, ბ-ნმა გამსახურდიამ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაც ჩაატარა, ან კი როგორ არ ჩაატარებდა, როდესაც, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ამისათვის მიაწებ-მოაწება თავის მიერვე გადახეული მანდატი. მოგვიანებით კი (სავარაუდოდ, საკუთარი პოლიტიკური წონის ასაკრეფად) დაიმუქრა, რომ, თუ არ მიეცემა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების გამოძიების საშუალება, შესაძლოა, პარლამენტი (აგერ უკვე მეორედ) მიატოვოს. ხოლო, იმისთვის, რომ ბ-ნმა კოკომ პარლამენტს კიდევ ერთხელ არ უგანოს (და მანდატი კიდევ ერთხელ არ გაუხდეს მისაწებ-მოსაწებებელი), „თავისუფლების“ კიდევ ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, განმარტებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი საპარლამენტო კომისია საგამოძიებო კომისიად უნდა გადაკეთდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვის საშუალებაც ჰქონდეს. პარლამენტის ახლად გამომცხვარ (გნებავთ, დახეულმანდატშემწებებელ) წევრს უკვე მიუმართავს ამ თხოვნით საპარლამენტო ხელმძღვანელობისთვის, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. ჰოდა, რაკი არ მიუღია, კვლავაც ძალაშია ბ-ნი კოკოს (გამსახურდიას) მუქარა ბოიკოტზე, თუმცა, ვინაიდან შეჩვეულს ნუ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ) გადააჩვევო, რომც გამოუცხადოს ბოიკოტი, წესით, მეორედ მანდატი უფრო პროფესიულადაც უნდა შეაწებოს..

ერთი სიტყვით, მასეა, მარა უკუღმაა: შლეგი უნდა იყო და ბრძენად მოაჩვენო თავი!


скачать dle 11.3