კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში პირველი მოდელი-მილიარდერი ბრაზილიელი გახდა

ბრაზილიური წარმოშობის მოდელი ჟიზელ ბუნდჰენი სამოდელო ბიზნესის პირველი წარმომადგენელია მსოფლიოში, რომელმაც შეძლო მილიარდი დოლარის გამომუშავება. 31 წლის ბუნდჰენმა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ლიდერობდა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში, ასეთ კოლოსალურ წარმატებას იმის გამო მიაღწია, რომ თავისი კაპიტალი წარმატებით დააბანდა საცვლების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკუთარ წარმოებაში.
ჟიზელ ბუნდჰენის სავაჭრო მარკის საცვლები განსაკუთრებით პოპულარულია იაპონიაში, ლათინურ ამერიკასა და ისრაელში. 40 საგნისგან შემდგარი საცვლების კოლექციის გაყიდვამ ბუნდჰენს საშუალება მისცა, თავისი ქონება 40 პროცენტით გაეზარდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ, თუმცა ბრაზილიელი მოდელის წლიური შემოსავალი – 45 მილიონი დოლარი – დიდი არ არის სხვა მილიარდერთა წლიურ შემოსავლებთან შედარებით, მაგრამ, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მან გააკეთა რიგი წარმატებული კაპიტალდაბანდებებისა, რამაც მას 250 მილიონი დოლარის მოგება მისცა.
მანეკენი ვაჭრობს არა მარტო საცვლებით, არამედ, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. მას ეკუთვნის, აგრეთვე, უძრავი ქონების ობიექტების დიდი რაოდენობა, მათ შორის: სასტუმრო ბრაზილიის სამხრეთში; მიწის ნაკვეთი ბრაზილიის შტატ ბაიაში, ქალაქ ტრანკოსოს პრესტიჟულ რაიონში; ვილა – კოსტა-რიკაში; სახლი ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ ბრენტვუდში.
ჟიზელმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ის მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში, რომლებსაც მსხვილი მოდელიერები და მოდის სახლები აწყობდნენ. ფოტომოდელი გადაღებულია ორ ფილმში: „ნიუ-იორკის ტაქსი“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“. სამი წლის განმავლობაში იგი ხვდებოდა მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს. წყვილი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდა. 2009 წლის დეკემბერში ჟიზელს შეეძინა ბიჭი.
ფინანსური ანალიტიკოსების აზრით, ჟიზელის კეთილდღეობის დონეს უახლოეს პერიოდში, შეიძლება, 26 წლის ებრაელმა მოდელმა ბარ რაფაელიმ მიაღწიოს. იგი ფრანგულ კომპანია „პასიონატოსთან“ თანამშრომლობს, აგრეთვე, მუშაობს მამაკაცებისა და ქალების ქვედა საცვლების შექმნაზე.

скачать dle 11.3