შეიკი და ჰეპარდები
რუსმა სუპერმოდელმა და „რეალის” ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, ირინა შეიკმა, სანამ მისი საქმრო თოვლიან მოსკოვში იყინებოდა, „სპორტს ილუსტრეიდის” ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზამბიის ნაციონალურ პარკში მოეწყო. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ირინა ზებრების ჯოგის, მდინარე ზამბეზში ბინადარი ნიანგებისა და „პავადოკზე” გამობული ჰეპარდის ფონზე გადაიღეს. „ჰეპარდთან ერთად გადაღებული ფოტოები ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა, ულამაზესი კადრები გამოვიდა”, – განაცხადა შეიკმა ფოტოსესიის დასრულების შემდეგ.