ჯეისონ კიდის რეკორდი
„დალას მევერიქსის” კალათბურთელმა ჯეისონ კიდმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა და 2 517 ჩაჭრა დააგროვა. ჯორდანის მიღწევა 2 514 ჩაჭრა გახლდათ. ამ მაჩვენებლით 38 წლის კიდი, მხოლოდ ჯონ სტოქტონს ჩამორჩება. „იუტა ჯაზის” ლეგენდარულ გამთამაშებელს კარიერის განმავლობაში 3 265 ჩაჭრა აქვს. ჯეისონ კიდმა კარიერა „დალასში” დაიწყო, შემდეგ „ფინიქს სანის” და „ნიუ-ჯერსი ნეთსის” მაისურები მოირგო, 2007 წელს კი „მევერიქსში” დაბრუნდა. მის შემადგენლობაში, 2010-2011 წლების სეზონზე პირველად გახდა NBA-ს ჩემპიონი. ამას გარდა, ჯეისონ კიდი 2000 და 2008 წლებში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში.