სულეიმანის ძე ჰიდინკი
მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელი სპეციალისტი გუუს ჰიდინკი მახაჩკალის „ანჟის” მთავარი მწვრთნელი გახდა, რუსმა ჟურნალისტებმა მას ახალი მეტსახელი – სულეიმანიჩი უწოდეს, „ანჟის” მფლობელის, მილიარდერის, სულეიმან ქერიმოვის პატივსაცემად. საინტერესოა, რომ ჰიდინკისთვის „სულეიმანიჩი” პირველი მეტსახელი არ არის. რუსეთის ნაკრებთან ერთად 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის, რუსი ხალხი მას მოფერებით „გუუს ივანიჩს” უწოდებდა. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის ნაკრებთან მუშაობის დროს, როცა მან 2002 წლის მუნდიალზე მეოთხე ადგილზე გაიყვანა აზიური გუნდი, კორეელები გუუსის სახელს არქმევდნენ ახალშობილებს.