შაკირას ზღვის ლომი
ლათინოამერიკელი პოპ-ვარსკვლავი შაკირა, რომელიც ახლო მომავალში „ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს ცოლი გახდება, კინაღამ ზღვის ლომს ემსხვერპლა. სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, დასასვენებლად მყოფმა შაკირამ სანაპიროზე მობინადრე ზღვის ლომებისთვის ფოტოს გადაღება სცადა, ამ დროს კი ერთ-ერთი ზღვის ლომი წყლიდან ამოხტა და შაკირას ფეხზე კბენა დაუპირა. შეშინებულ ვარსკვლავს მშველელად ძმა მოევლინა, რომელმაც შაკირა „ველური” ცხოველისგან დაიცვა.