კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სადამდე მიჰყავს მამაკაცი მექალთანის იმიჯს და რატომ აუქცევს ხოლმე მას გვერდს სიყვარული

მამაკაცს მოსწონს, როცა ქალები მასზე გიჟდებიან. უმრავლესობა კაცებისა უზომოდ კმაყოფილია, როცა ერთდროულად რამდენიმე ქალბატონის გულს მოინადირებს და მერე ამაყობს ამით. თუმცა, არავინ იცის, სინამდვილეში, არის თუ არა კაზანოვას იმიჯი მომგებიანი. იქნებ, ამას სულაც არ მოაქვს ბედნიერება და კაცისთვის ერთგული მამაკაცის სტატუსი ბევრად მომგებიანია?!
გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, მამაკაცების დიდი ნაწილი აუცილებლად იტყვის, რომ, თუ დონჟუანად მიიჩნევენ, ეს ფანტასტიკურია. ესე იგი, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რეალობა; წარმოდგენა არა აქვთ, სად შეიძლება მიიყვანოს კაცი მექალთანის როლის მორგების მცდელობამ და ბევრი ქალის უკან დევნამ.

დათო (34 წლის): ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საერთოდ დავდგებოდი გულახდილობის გუნებაზე – მამაკაცებს, ზოგადად, გვაქვს ამის კომპლექსი. თანაც, ამ ბოლო დროს, მივხვდი, რომ ბევრი ჩვენი პრობლემის მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენივე კომპლექსებია.
– ანუ, თუ კაცი მექალთანეა, მას კომპლექსი აქვს?
– მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ, საკუთარი მაგალითით თუ ვიმსჯელებ, ასეა. გადახრები არ მაქვს, თუმცა, კომპლექსები ნამდვილად მქონდა, მათ შორის – არასრულფასოვნებისაც: არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული; არ მჯეროდა, რომ ქალი ყურადღებას მომაქცევდა და შემიყვარებდა.
– რატომ, რა იყო ამის მიზეზი, პირველ სიყვარულში არ გაგიმართლათ?
– პირველი სიყვარული საერთოდ არ მქონია – გოგოები არანაირ ყურადღებას არ მაქცევდნენ. სკოლაში თითქმის ყველა ჩემს კლასელ ბიჭს ჰყავდა გოგო, თითქმის ყველა ახერხებდა, ვინმე „შეება”, მარტო მე ვიყავი შეუმჩნეველი. არ ვარ მახინჯი. მართალია არც განსაკუთრებული და თვალისმომჭრელი გარეგნობა მაქვს, მაგრამ, უარესებს ჰყოლიათ შეყვარებულები, მე კი არ მყავდა.
– არ ცდილობდით, ალბათ...
– რას ნიშნავს, არ ვცდილობდი! ბარემაც ვცდილობდი, მაგრამ, პასუხად ირონიულ მზერასა და დაცინვას ვიღებდი. ნელ-ნელა აგრესიაც კი გამიჩნდა ქალების მიმართ. ისეთი კაცისთვის, ვინც ქალის ყურადღებას დიდი ფულით ყიდულობს, ალბათ, ნაცნობი იქნება ჩემი განცდები.
– რატომ გგონიათ?
– იმიტომ, რომ უფულოდ ისიც არავის უნდა. დარწმუნებული ვარ ამაში. ფულსაც ამიტომ იხდის. აბა, გიჟი ხომ არ არის?! თუ უფულოდ მოახერხებდა ქალის „შებმას”, თავის ნაშოვნ-ნაწვალებს მიახარჯავდა?! ამ მამაკაცსაც რაღაც კომპლექსი აქვს, რასაც ფულით აკომპენსირებს. ფული ხომ, ზოგადად, თვითდამკვიდრების საშუალებაა: თავდაჯერებულობას გმატებს, თამამი ხარ, როცა ფული გაქვს. ქალებსაც უყვართ ფული და „იყიდებიან.” საერთოდ, ყველაფერი იყიდება. ვფიქრობ, კაცებს, რომლებიც „ნაშებს” ფულს უხდიან (სხვათა შორის, ცოლებსაც, როცა მათ ფუფუნებით აცხოვრებენ), იმის კომპლექსი აქვთ, რომ უფულოდ ზედაც არავინ შეხედავს. მოდელების მაგალითი აიღეთ: რომელიმე მათგანი ჩვეულებრივი მატერიალური შესაძლებლობების კაცზე გათხოვილი გინახავთ? იმიტომაც ხდებიან მოდელები, რომ სქელჯიბიანი კაცები „დაითრიონ.” მე დიდ პატივს ვცემ იმ ქალებს, რომლებსაც უანგარო სიყვარული შეუძლიათ, მაგრამ...
– მაგრამ, ასეთ ქალებს არ აფასებენ...
– მაგის თქმა მინდოდა. მეც ხომ ასე დამემართა, როცა ჩემთან ნამდვილი და უანგარო სიყვარული მოვიდა – ვერ დავინახე და ვერ დავაფასე. ქალების მიმართ აგრესია გამიჩნდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი შემდგომი საქციელი სწორედ ამ აგრესიამ განაპირობა. გადავწყვიტე, უფრო სწორად, საკუთარ თავს მივეცი პირობა, რაც შეიძლება ბევრი ქალის გული დამეპყრო. კაზანოვა ჩემთვის მაგალითად იქცა, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ქალებთან. მისი მთავარი საიდუმლო ის იყო, რომ ქალებს მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებდა.
– როგორ უნდა მიანიჭო ქალს მაქსიმალური სიამოვნება? სექსს გულისხმობთ?
– არა მხოლოდ. სექსი მეორე ეტაპია, მანამდე უნდა მიხვიდე.
– და ეს რთულია?
– თუ ფულის გადახდას არ აპირებ, ადვილი არ არის – ქალს თავი ხომ უნდა მოაწონო. სიყვარულზე არ ვლაპარაკობ, ფიზიკური სიახლოვისთვის სიყვარული აუცილებელი არ არის. ამ შემთხვევაში საერთოდ იგნორირებული მქონდა ეს გრძნობა.
– რატომ? სიყვარულის მოთხოვნილება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
– მეც მქონდა ეგ მოთხოვნილება, თან, საკმაოდ მძაფრად, მაგრამ, ისევ ქალებმა ჩამიკლეს. თავიანთი ირონიით, გულცივობით. საშინელი განცდაა, როცა გაგრძნობინებენ, რომ არავის სჭირდები. იდეაფიქსად მექცა ასეთი ქალების „დათრევა“. გულახდილად გელაპარაკებით, არაფერს გიმალავთ – აღარ მაქვს კომპლექსები. თუმცა, ახლა მაქვს სინანული. თანაც, სერიოზული სინანული. ჩემს კომპლექსებთან ბრძოლაში რაღაც ძალიან ღირებული დავკარგე. არ ვიცი, მაქვს თუ არა კიდევ მისი დაბრუნების შანსი.
– თქვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი ეს არის?
– დიახ. უფლება გაქვთ, გამკიცხოთ კიდეც და თქვათ, რომ მე არ ვარ პატიების ღირსი, მაგრამ, ყველა მედალს აქვს ორი მხარე, ამიტომ, შენდობასაც ვიმსახურებ. მხოლოდ ისეც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. გულახდილი ვარ-მეთქი, იმიტომაც გითხარით. საკმაოდ ბევრი წელი შევალიე იმას, რომ კაზანოვას „სტატუსი” მომეპოვებინა და მექალთანის იმიჯი შემექმნა.
– კი, მაგრამ, რა ხიბლი აქვს ამას?
– აქვს. იმ კაცისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება ჰქონდა კომპლექსი, რომ ქალებს არაფერში სჭირდებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ შემთხვევაში, იმ კომპლექსებიან პერიოდში ამაში დარწმუნებული ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას განვიცდიდი, როცა ჩემი მისამართით მესმოდა ეპითეტი „კაზანოვა,” თანაც – ქალების პირიდან. ეს ჩემს თავმოყვარეობას თბილად და რბილად ელამუნებოდა, ვამაყობდი საკუთარი მიღწევებით.
– ქალების ლოგინში ჩაწვენას ეძახით მიღწევებს და ამით ამაყობდით?
– ახლა აღარ ვამაყობ. მრცხვენია კიდეც იმის, რომ რაღაც პერიოდის წინ ვამაყობდი. ახლა ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. არც კი ვიცი, საკუთარ საქციელს რა ვუწოდო – მაშინდელ საქციელს ვგულისხმობ, როცა ჩემი ყოველი „გამარჯვება” ქალებზე, იყო იმ „დიდების კვარცხლბეკის” საძირკველში ჩადებული აგური, რომელზეც მერე მე უნდა შევმდგარიყავი. თუმცა, ქალებში პოპულარობას მართლა მივაღწიე.
– ერთ კაბასაც არ უშვებდით?
– არა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, თუმცა, შთამბეჭდავი რაოდენობა შევაგროვე.
– ტრაბახობთ?
– არანაირად. სატრაბახო ნამდვილად არაფერი მაქვს და ამასაც გულახდილად ვამბობ. ახლა სხვანაირად ვუყურებ ბევრ რამეს-მეთქი, იმიტომაც გითხარით.
– მაინც, რით ხიბლავდით ქალებს?
– ჩემი საიდუმლოებები უნდა გამამხელინოთ? (იცინის) უპირველესად, იუმორის გრძნობით და მოსმენის უნარით. ქალებს ძალიან უყვართ, როცა მათ კაცი უსმენს, თანაც, უსმენს ყურადღებით. შესციცინებს და ცდილობს, მისი ფარული სურვილები ამოიცნოს. ამ შემთხვევაში, აუცილებელი აღარ არის, ბევრი ფული გქონდეს, თუმცა, მთლად უფულოდაც არ გამოდის – ყავა ხომ მაინც უნდა დაალევინო? ან, სხვა თუ არაფერი დღესასწაულზე სუვენირი ხომ უნდა უყიდო?! მაგრამ ამაშიც არ არის საქმე – საკმაოდ გავიწაფე და დავხელოვნდი ქალების „შებმაში”. არ დაგჭირდეს, თორემ შეუძლებელი არაფერი ყოფილა. თანაც, წინასწარ უნდა იფიქრო, სადამდე მიგიყვანს შენი განზრახვები. საბოლოოდ, ხომ არ დაგღუპავს.
– გათხოვილი ქალბატონების გულს ინადირებდით?
– გათხოვილებისაც და გასათხოვრებისაც – არ ვარჩევდი. მართალია, მიფიქრია იმაზე, რომ გათხოვილ ქალთან ურთიერთობა რაღაც უხერხულობას ქმნის – „ტეხავს იმ პონტში“, რომ, შენც კაცი ხარ და სხვა კაცის ცოლი ლოგინში არ უნდა ჩაიწვინო, მაგრამ, რა არის, იცით? მგონი, იმ ქმრების პრობლემა უფროა ეს, ვიდრე ჩემი. ცოლს როგორ ვერ უნდა მოუარო?!
– ძალიანაც მოვლილები და ნაფერები ქალები არიან ხოლმე, საყვარლებს რომ იჩენენ.
– არც ეგ არის ჩემი პრობლემა. საკუთარი შეცდომების ნაყოფს რომ ვიმკი, მე ისიც მეყოფა. ცოლი როცა მეყოლება, თუ საერთოდ შევირთავ, მაშინ ვიდარდებ და ვიზრუნებ იმაზე, რომ არ მიღალატოს.
– „თუ საერთოდ შევირთავ ცოლს” – ეს რას ნიშნავს, ქალებზე გული გაქვთ აცრუებული?
– არა, საკუთარ თავზე ავიცრუე გული. შემეძლო, ბედნიერი კაცი ვყოფილიყავი, მაგრამ, შანსი დავკარგე. ვნანობ, რომ მექალთანის იმიჯი შევიქმენი. ამან რაღაც ეტაპზე პატივმოყვარეობა კი დამიკმაყოფილა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სანანებლად მექცა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ იმიჯით ის ერთადერთი ადამიანი დავაფრთხე, რომელიც, შეიძლებოდა, დღეს ჩემ გვერდით ყოფილიყო. მითხრა, შენ არც სერიოზული ურთიერთობა  შეგიძლია და არც სიყვარული, არ გაქვს ამის უნარი და მეცოდებიო. მე შენი „ნანადირევი” არ ვიქნებიო.
– ჭკვიანი ქალი ყოფილა. ეტყობა, თქვენი გრძნობა ვერ დაანახვეთ.
– როგორ დავანახვებდი ჩემი იმიჯის პატრონი! უკვე ისეთი სახელი მქონდა დამკვიდრებული, ვერ დავაჯერებდი. არაფერი არ მქონია კისერზე ჩამოკიდებული, მაგრამ, ქალებში გათქვეფილი კაცის გამოაშკარავება ძალიან ადვილია. მის გარშემო ისეთი წრე იკვრება, ყველამ იცის, რას წარმოადგენს.
– თქვენ თვითონ როდის დაფიქრდით, რომ, შესაძლოა, მართლა არ გაქვთ სიყვარულის უნარი?
– ამ ქალის სიტყვების შემდეგ. თავიდან მასაც  ისევე „ვაბამდი”, როგორც დანარჩენებს, ანუ, ისიც ჩემი სიის ერთ-ერთი კანდიდატურა იყო, მერე კი რაღაც მოხდა. ახლა უკვე მჯერა, რომ სიყვარული ყოველთვის თავისით მოდის...
– ანუ, შეგიყვარდათ?
– ჯერ იმას შევუყვარდი. მითხრა კიდეც, მაგრამ, მე გამეღიმა, არ დავიჯერე. მიუხედავად ჩემი გამარჯვებებისა სუსტ სქესზე, არ მჯეროდა, რომ ქალი სერიოზულად შემიყვარებდა. როგორც ჩანს მაინც არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და მერჩივნა, ისევ მექალთანის როლი მეთამაშა.
– საბოლოოდ რას მოგიტანდათ ეს როლი?
– არ ვფიქრობდი მაგაზე, იმ მომენტის მდგომარეობა მომწონდა და მაკმაყოფილებდა. სამომავლოდ კი, თუმცა ამაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მაინც ვისურვებდი გვერდით საყვარელ ქალს, ჩემი სიხარულის და პრობლემების თანაზიარს. ყველა კაცს სჭირდება ასეთი ქალი. არავინ მოგატყუოთ, რომ მარტო ყოფნა და ბევრი ქალის ყურადღება უნდა. ეგ მხოლოდ კაცის ცხოვრების რაღაც ეტაპზეა მომხიბვლელი, ისიც, ზოგიერთი კაცის, ჩემსავით დაკომპლექსებულის, თორემ, თავიდანვე ყურადღებითა და სიყვარულით განებივრებულ მამაკაცს ისევ სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და არა ქალებზე გამარჯვების. იცით, საბოლოოდ რა გამოვიდა? ეგზალტირებული ქალების ყურადღების მსხვერპლი გავხდი, ისეთი ქალებისა, ფასეულობები რომ არ გააჩნიათ. პრინციპში, მეც მათი მსგავსი გამოვდიოდი. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, გვშურს შენიო. რას პოულობენ ქალები შენში, რომ ირევიანო.
– მართლა ირეოდნენ?
– არა, უფრო ერთობოდნენ. არასერიოზული იყო ჩემი ყველა ურთიერთობა, მერე კი მართლა ძალიან მომეწონა. იას კი შევუყვარდი, მაგრამ...
– მაგრამ?
– მითხრა, ჩვენი ურთიერთობიდან არაფერი გამოვა, რადგან, ვერ გენდობიო. მიყვარხარ და სწორედ ამიტომ არ ვიქნები შენთანო. არ მინდა, ეს დიდი სიყვარული ტკივილად და იმედგაცრუებად მექცეს, თორემ, მერე უარესად დავიტანჯებიო. მე შევძლებ, შენს შეყვარებას და, თუ გვერდით შენ მეყოლები, სხვა ქალი აღარ დამჭირდება-მეთქი. ეს ცარიელი სიტყვებია. რეალურად, შენი ცხოვრების სტილს, შენს ხასიათს ვერ შეცვლი და, მირჩევნია, ახლავე მორჩეს ყველაფერიო.
– მგონი, უნდა იბრძოლოთ თქვენი სიყვარულისთვის, თუკი ხვდებით, რომ მართლა ის არის, ვინც გჭირდებათ.
– ვიბრძოლო? ადვილი გგონიათ? ამდენი ხანი იმას ვამტკიცებდი, რომ კაზანოვა და ქალების გულთამპყრობელი ვარ, საკუთარი თავიც კი დავაჯერე ამაში და ახლა პირიქით როგორ შევცვალო ყველაფერი?! ერთადერთი გამოსავალია, უნდა დამიჯეროს. სიყვარულიც ხომ ეს არის – ნდობა! მოკლედ, არ მინდა მის გარეშე ცხოვრება.

скачать dle 11.3