კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობით ტკბებიან მარიტა როხვაძე და მისი შეყვარებული და აპირებენ თუ არა ისინი ამერიკაში ერთად ცხოვრებას

„ჯეოსტარის“ დამთავრების შემდეგ 2 თვეზე მეტი გავიდა და მიუხედავად ამისა, მარიტა როხვაძე ჯერ კიდევ ემოციებშია, სათანადოდ დამშვიდებაც ვერ მოასწრო. თან,  ცოტა ხნის წინ, მოგებული საგზურით, შეყვარებულთან – ზურა ნიქაბაძესთან ერთად, ეგვიპტეში იმყოფებოდა და ამით თავისი ბავშვობის ოცნებაც აისრულა. მარიტას ინტერვიუს ჩასაწერად წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“ შევხვდი, რომელიც რუსთაველის ¹34-ში მდებარეობს.

მარიტა როხვაძე: ჯერაც არ ვარ დამშვიდებული, მით უმეტეს ეგვიპტიდან რაც ჩამოვედი, აღფრთოვანებული ვარ. ეს ათი დღე ძალიან კარგი იყო, ისეთი, როგორსაც ველოდებოდი. მართლა ჩემი ოცნება იყო ქაიროს, პირამიდების, სფინქსის ნახვა და ძალიან მომეწონა. უბრალოდ, მეცოდება იქ მცხოვრები ხალხი. არც წვიმს და სიბინძურეა, ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი ქაიროში.
– თან, ზურასთან ერთად პირველად იყავი დასასვენებლად. თუმცა, დედამისიც გახლდათ.
– კი და ძალიან კარგია, რომ გამოგვყვა. საგზურში მხოლოდ სასტუმრო და კვება შედიოდა. სადმე წასვლა, თუნდაც ქაიროში, ცალკე თანხა ღირდა და საბოლოო ჯამში, დაახლოებით 2 000 დოლარამდე დაიხარჯა. მე და ზურას არაფერი გვქონდა. ლიას ჰქონდა ფული, ზურას დედას ჩემს „სას“ – ასე ვეძახი. ძალიან გემრიელი დასვენება გამოგვივიდა, ბევრგან ვიყავით. დიდი მადლობა „თი ბი სი ბანკს“. მართალია, მე და ზურა ხანდახან ვჩხუბობდით, თუმცა ამას ჩხუბს ვერ დავარქმევთ. ყოველთვის, როცა წაკამათებას ვიწყებთ, სულ ჩემი მიზეზით ხდება. რატომღაც არ ვარ ხასიათზე და ხომ უნდა ვიჩხუბო. ის არასდროს ჩხუბობს და მერე რომ დავწყნარდები, მეუბნება: მაპატიე, ჩემი ბრალიაო. ახლა ამაზე ვბრაზდები და ჩემი ბრალია-მეთქი, ვეუბნები და იწყება: არა ჩემი ბრალია, არა ჩემი...
– რამ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– პირამიდებმა. ხომ ვიცოდი, მაგრამ ასეთი დიდი თუ იქნებოდა, არ მეგონა. სფინქსზე ლაპარაკიც ზედმეტია. ძალიან მომეწონა სინას მთაზე. კი გავიყინე, გზაში შემცივდა და ფეხები ისე მომეყინა, ვეღარ ვგრძნობდი. აქლემზეც დამსვეს, მაგრამ კლდეებზე ფეხით ავედი. ხან სად ვიქცეოდი, ხან – სად, ზურა მეხმარებოდა. რომ ფიქრობ იმაზე, როგორ გაიარა ეს გზა მოსემ და იქ მისცა ღმერთმა ათი მცნება, საოცარი შეგრძნება გეუფლება, ღირდა გაყინვად. თუმცა, ხალხი, ძირითადად, მზის ამოსვლის სანახავად ადის და ამიტომაც, ყველა ეროვნების ადამიანს ნახავ იქ. ჩამოსვლა აღარ გამჭირვებია. მე და ზურამ ისეთი კლდეების გავლით მოვჭერით გზები, საიდანაც ჩამოსვლა არ შეიძლებოდა – სულ მოვსრიალებდით. რომ ჩამოვედი, ფეხები ისე მტკიოდა, ვეღარსად წავიდოდით, 2 დღე სასტუმროდან ვერ გამოვდიოდით. სამაგიეროდ, მანამდე გავერთეთ კარგად. ოთხსართულიან იახტა „კატამარანით“ გავედით შუა ზღვაში. მერე სპეციალური სამოსი ჩაგვაცვეს და წყალში ჩავყვინთეთ. ისეთი ლამაზი იყო წყალქვეშა სამყარო, სიტყვებით ვერ აღვწერ. გავცურე-გამოვცურე, გავინავარდე. რამის წამოღება მინდოდა, მაგრამ მარჯნის მოტეხაზე ან თევზის ამოყვანაზე 1 000 დოლარი იყო ჯარიმა. თორემ, ისე მომეწონა მარჯნები, თან სხვადასხვა ფერის იყო, აუცილებლად წამოვიღებდი. ინსტრუქტორი მშვიდად გვეუბნებოდა: თევზებს საჭმელი არ აჭამოთ, თორემ ზვიგენები მოვლენ. მაგრამ, თუ შეატყობთ, პირდაპირ მოდიან, თვალში ორი თითი ატაკეთო. იმ დღეს, ჩვენ რომ წამოვედით, ბედუინებმა ტურისტები მძევლად აიყვანეს და გამოსასყიდს ითხოვდნენ. მოკლედ გადავრჩით. როდესაც შენს საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხარ, ეს ყველაფერს უფრო  ლამაზს და სასიამოვნოს ხდის. არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად ვიქნებოდი: ეგვიპტეში თუ სადმე სხვა ქალაქში ან სოფელში. სადაც შენი საყვარელი ადამიანია, შენც იქ გინდა ყოფნა. ამაზე გვაქვს ახლა ომი.
– წავიდა უკვე ამერიკაში?
– კი და განშორება ძალიან რთული იყო. მთელი ერთი თვის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, განსაკუთრებით კი ეგვიპტეში. ერთი წამი არ ვყოფილვართ ერთმანეთის გარეშე და მერე უცებ გაქრა, ოკეანის გადაღმა წავიდა. ადრე დავცინოდი იმათ, რომელთა შეყვარებულებიც შორს ცხოვრობდნენ და ვამბობდი: ეს რა სიყვარულია-მეთქი. მაგრამ, ახლა მივხვდი, ეს რა რთულია, ჩემთვისაც და ზურასთვისაც. ახლა არის შანსი – წავიდე ამერიკაში, ოღონდ რამდენიმე კვირით ან თვით. ზურას, როგორც ნიჭიერ ადამიანს, აქვს უფლება, მიმიწვიოს. ანდა მეც წავიდე და ვისწავლო, დავუმტკიცო ამერიკას, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი ჩავედი იქ. ზურა მაისში ისევ ჩამოდის და შემდეგ, რომ წავა, მერე ვაპირებ მეც წასვლას. შეიძლება, გამოცდები ჩავაბარო და ისე წავიდე, ან ხელი მოვაწეროთ და წავიდე, როგორც მეუღლე. ზურა სამ წელიწადში მოქალაქეობას მიიღებს და აღარ იქნება პრობლემა.
– ხელსაც მოაწერთ?
– კი. ხელს მოვაწერთ. ამერიკაში დარჩენას არ ვაპირებ. როგორც ამბობენ, თუ ივარგებ, ამერიკაშიც შეიძლება, მიიღო მონაწილეობა „ამერიკან აიდოლში“, წარმატებას მიაღწიო. მაგრამ, ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, სხვა შემთხვევაში, აზრი არ აქვს წასვლას. იქ არავინ გიცნობს, არავისთვის არაფერს წარმოადგენ, ყველაფერს ნულიდან იწყებ და გიწევს იმის დამტკიცება, რომ რაღაც შეგიძლია. თუმცა, სიყვარულის გამო შეიძლება, ყველაფერის ნულიდან დაწყება, მაგრამ ის ადამიანი თავიდან ბოლომდე გვერდში უნდა გედგას. წელიწადი და რამდენიმე თვეა, რაც ერთად ვართ. ჯერჯერობით არ ვაპირებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს, შეყვარებულობა არაჩვეულებრივია. ჯერ არც ერთი არ ვაპირებთ ოჯახის შექმნას და ამ ურთიერთობით ვტკბებით. რაც მთავარია, ზურა ძალიან ყურადღებიანია. მის ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობ. მეკითხება: რამე ხომ არ გინდაო, სულ თვალებში მიყურებს. თუ რამე მჭირდება, ამას უთქმელადაც ხვდება, ძალიან ბედნიერი ვარ.
– შენც ყურადღებიანი ხარ?
– კი. თუმცა, ჯიუტიც ვარ, ხანდახან ჩემებური რაღაცეები მომივლის ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზურას დახმარებით, ყველაფერს „ჰეფი ენდი“ აქვს. ყველაზე რთული ის არის, რომ დროში 9 საათია განსხვავება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დილით, როცა ადგომა დამჭირვებია, გერმანული დროით დაურეკავს, გავუღვიძებივარ. ჩემი „ბუდელნიკი“ ხარ-მეთქი. ერთი სული მაქვს, როდის მოვა მაისი.
– რა ხდება ამჟამად შენს კარიერაში?
– „ჯეოსტარის“ შემდეგ ბევრი მიწვევა, კონცერტები მაქვს. რეგიონებში მქონდა გასვლითი კონცერტები, მალე ალბომზეც დავიწყებთ მუშაობას, რომელიც საჩუქრად მივიღე. მინდა, იმ ხალხს, ვისაც მარიტა როხვაძე უყვარს, უფრო და უფრო მეტი შევთავაზო, რომ ჩემ მიმართ სიყვარული უფრო გაუძლიერდეთ. თან, ამ ერთ თვეში საქმიანიც გავხდი, მაგრამ სახლში რომ მოვდივარ, ვფიქრობ: ნეტავ, ახლა თოჯინებით მათამაშა, ველოსიპედზე „მაკატავა“-მეთქი, უბრალოდ, ზოგჯერ ისე ვიღლები, რომ ამის თავიც აღარ მაქვს.
– რაღაცეებს კიდევ აფუჭებ?
– ცუდი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა რაღაცეების გაფუჭება. ახლაც მინდა, რამე ძველი ნივთი ვიპოვო, დავშალო, თუმცა ვიცი, რომ მერე ვეღარ ავაწყობ. ხან მინდა, რამე დავამტვრიო, თეფშები დავლეწო, რომ განვიტვირთო. ახლა ასეთ რაღაცეებს ვეღარ ვასწრებ. თან რთულია, როცა ხან თბილისში ვარ, ხან – ქუთაისში. თბილისში უკვე ბევრი მეგობარი მყავს, განსაკუთრებით ჯეოსტარელები და მარიამ ჯომარდიძე. მათ გარეშე ყოფნა მიჭირს. მე, მარიამი და ნიკო ბერიძე ერთმანეთთან თავიდანვე კარგად ვიყავით. ახლაც ასეა და, როცა სხვა ჯეოსტარელები სადმე მიდიან და მე არ მცალია, გული მწყდება. მაგრამ, მეგობრებთან ერთად ისევ ის გიჟი მარიტა ვარ – ხალისიანი, ენერგიული. ხანდახან ისე მომაწვება ეს ენერგია, არ ვიცი, რაში დავხარჯო და ცეკვას ვიწყებ. სიმღერით ხომ, სულ ვმღერი. რამდენიმე ხნის წინ, თურმე, ძილშიც მიმღერია.
– მოგწონს ახალი ცხოვრების სტილი?
– ძალიან მომწონს. თუმცა ბავშვობიდან სულ დატვირთული ვიყავი, მაგრამ ასე, არა. რაც მთავარია, მარიტა ისეთივე დარჩა, როგორიც მანამდე იყო და ეს ძალიან მიხარია. ზოგს წარმატება თავში უვარდება. მე რომ დღეს პოპულარული ვარ, ეს როგორც ჩემი, ასევე ხალხის დამსახურებაა. ამიტომ, არ უნდა დაკარგო ეს სიყვარული. ვცდილობ, ლაღი ვიყო, გულწრფელი და ყველას ვუყვარდე, სიამოვნებდეთ ჩემთან ურთიერთობა.

скачать dle 11.3