– უნდა იყო რეალისტი. მაგალითად‚ მე არასდროს მჯერა იმის არსებობის‚ რასაც თვალით ვერ ვხედავ. – შენი ტვინი თუ დაგინახავს?
***
– ძალიან‚ ძალიან მინდა მკერდის გადიდება‚ ამდენი პლასტიკური ქირურგია, მაგრამ, მე რა, ფული არ მყოფნის...
– კომბოსტო სინჯე.
– უნდა ვჭამო თუ დავიდო?
– არა‚ ექიმს მიართვი.
***
განცხადება:
„ვიყიდი ბინას ორსართულიან სახლში. პირველ და ბოლო სართულებს ნუ შემომთავაზებთ“.
***
– გადაირევი კაცი‚ ჯო‚ სკოლაში რა დავალებებს აძლევენ! გუშინ ბალღი მოვიდა‚ დავალება დამაწერინეო. არ გაინტერესებს‚ რა უნდა დაწეროს? – „შუა საუკუნეების კახეთი“... რა ვიცი‚ ჯო‚ მაშინ რასა სვამდნენ ან რას აყოლებდნენ...
***
– რას ნიშნავს „25-ე კადრით ზომბირება“?
– როდესაც 25-ე კადრად ჩართულია კარგი ფილმი‚ რომლის ნახვაც დიდი ხანია‚ გინდოდა‚ დანარჩენი 24 კადრი კი, რეკლამაა.
***
ახალი ქართველი ყოფილ ძმაკაცს შეხვდა:
– როგორ ხარ‚ ცოლ-შვილი როგორ გყავს‚ რას შვრებით‚ სად ისვენებდი ზამთარში?
– ნორმალურად. ზამთარში სოფელში ვიყავით‚ არაგვის ხეობაში თოვლში ვისრიალეთ... შენ...
– ო‚ ჩემი „მერსედესით“ ხეობაში ვერ დავეტეოდი...
***
– ხუმრობა გესმის?
– ჩემი – კი.
***
– მა‚ სიტყვები „ძნელი“‚ „რთული“ და „მძიმე“ – სინონიმებია?
– არა‚ შვილო... ძნელია‚ უარი თქვა დალევაზე‚ როცა გაძალებენ; რთულია დალევის საკუთარი ოპტიმალური დოზის გამოთვლა და მძიმე მეორე დილაა.
***
ჩაწერა სწრაფად‚ ხარისხიანად – მოსკოვი‚ ცენტრი‚ კედელი...
***
განცხადება მაღაზიაში:
„სასწრაფოდ გვესაჭიროება დამლაგებელი!
მყიდველები“.
***
თუ ქალი ამბობს – „არასოდეს“‚ ეს ნიშნავს‚ რომ ჯერ ადრეა.
თუ ქალი ამბობს – „არა“‚ ეს ნიშნავს‚ რომ ახლა არა.
თუ ქალი ამბობს‚ რომ – „ახლა არა“‚ ეს ნიშნავს: „რაღას უცდი“?
***
თუ მამაკაცი ამბობს‚ რომ „ქალის ადგილი სამზარეულოშია“‚ მან‚ უბრალოდ‚ არ იცის‚ რა უნდა ქალს საძინებელში.
***
განცხადება:
„გამოცდილი მაგი განგკურნავთ გულუბრყვლობისა და ზედმეტი მიმნდობლობისგან. 100-პროცენტიანი წინასწარი გადახდით – 100-იანი შედეგი!“
***
მათრახისა და „პრიანიკის“ მეთოდი არ მოქმედებს მხოლოდ სადო-მაზოხისტ დიაბეტიკზე.
***
– თქვენ მართლა მხატვარი ხართ?
– დიახ.
– და, რა ღირს თქვენი ნახატები?
– 8 ათასი დოლარიდან ზემოთ...
– ო‚ შეიძლება იფიქრო‚ რომ 200 წლის წინ გარდაიცვალე...
***
– უფროსო‚ ქილერი დავიჭირეთ!
– სასწრაფოდ აქ მოიყვანეთ!
– არ შეგვიძლია‚ მიზანში ვყავართ ამოღებული!
***
უფროსი ეუბნება მდივანს:
– ვინმე მელოდება?
– კი‚ რამდენიმე ადამიანია.
– რა საკითხზე?
– ფული არ აქვთ...
– კარგი‚ ჰო‚ ისე შემოუშვი...
***
– ე ჩვენი მიტუა რათ გამოვიდა ეგეთი ბრაზიანი?..
– მაგაი‚ ჯო‚ ველოსიპედზე დასაჯდომი არა ჰქონდა...
***
კაცი სექს-შოპიდან გამოდის.
– რა იყიდე?
– გასაბერი ქალი...
– რატომ ასეთი პატარა?
– პრობნიკია...
***
ხუთვარსკვლავიან სასტუმროში: თქვენს თხოვნებს ყურადღებით ისმენენ და ბოლოს ითვალისწინებენ.
ოთხვარსკვლავიან სასტუმროში: თქვენს თხოვნებსა და შენიშვნებს ყურადღებით ისმენენ.
სამვარსკვლავიან სასტუმროში: იღებენ სახეს‚ თითქოს თქვენს თხოვნებსა და შენიშვნებს უსმენენ.
ორვარსკვლავიან სასტუმროში: თქვენს თხოვნებს და შენიშვნებს ყურადღებით უსმენენ დაცვის ბიჭები.
ერთვარსკვლავიან სასტუმროში: თქვენს თხოვნებს და შენიშვნებს ყველა უსმენს – თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ‚ გააცინოთ ხალხი.
***
სვანი დანაღმულ მიწას წააწყდა და ყურებში საჩვენებელი თითები გაირჭო – რომ აფეთქდეს‚ დავყრუვდებიო...
***
– ჭიჭიკია‚ იცი‚ რაფრა უნდა დააინტერესო შტერი?
– არა‚ რაფრა?
– ხვალ მოგიყვები...
***
ღვინის დაძალების ახალი ხერხი:
– ქეიფში პასიური მონაწილეობა – პირველი ნაბიჯია ჰომოსექსუალობისკენ.
***
ოპერის მსვლელობის დროს პირდაპირ ქალთა გუნდის წინ გამოცუნცულდა თაგვი და... დარბაზში მსხდომი ყველა მაყურებელი დაყრუვდა.
***
ისეთი თავგამოდებული ფემინისტი იყო‚ ფეხზე მდგომი წერდა.
***
მიხოს ცოლი გაუხდა ავად და სოფლიდან ქალაქში პირველად ჩამოვიდა. მიასწავლეს სამკურნალო დაწესებულება. შევიდნენ თუ არა ფოიეში, ყურადღება მსუქანმა ასაკოვანმა ქალმა მიიქცია‚ რომელიც ჯოხებით ძლივს შეეტია ლიფტის კარში. კარი თავისით დაიხურა და გვერდზე წითლად აციმციმდა 1‚ 2‚ 3...10; შემდეგ ისევ – 10... 3‚ 2‚ 1, კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა‚ ლამაზი ქალი გამოვიდა და ქუსლების ბაკუნით გაემართა გასასვლელისკენ.
– მარო‚ შადი! – მიხომ შეუშვა ცოლი ლიფტში და დაელოდა.
***
– ჩვენი ფეხბურთელები ისე თამაშობენ‚ დოპინგზე შემოწმება ნამდვილად არ სჭირდებათ.
***
მომავალი ზაფხულის სეზონზე მამაკაცებში დიდ ინტერესს გამოიწვევს ქალი, დაფარული მუცლითა და თეძოებით.